ფორმულაზე მინდობილი სოციალური დახმარება: კომპიუტერი შეიძლება, მაგრამ 20 წლის წინ გამოშვებული მაცივარი - არა

ფორმულაზე მინდობილი სოციალური დახმარება: კომპიუტერი შეიძლება, მაგრამ 20 წლის წინ გამოშვებული მაცივარი - არა

რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრში უკმაყოფილო მოქალაქის ხილვა არავის უკვირს. ცენტრის ფოიეში, 10-15 წუთი, ჩვენი ყოფნის დროს ერთმანეთის მიყოლებით სამი უკმაყოფილო ასაკოვანო მოქალაქე მოდის.

“81 000 ქულა დამიწერეს. ძველი სარეცხი მანქანის გარდა არაფერი მაქვს სახლში.

ვითხოვ, მაჩვენონ ის აგენტი ვინც შემს სახლში იყო მისული. მოვიდეს, თვალებში ჩამხედოს და მითხრას რა ნახა ჩემს ოჯახში ძვირიანი და ღირებული?!“ - საუბრობს  შუახნის მამაკაცი - დავით გარეჯის ქუჩაზე ვცხოვრობ. მოვიდეს, ვისაც უნდა და ნახოს ჩემი სახლი. მე თუ არ მეკუთვნის დახმარება სახელმწიფოსგან, ვის ეკუთვნის აბა?“.  

უკმაყოფილო მოქალაქის კითხვა უპასუხოდ რჩება. მას ჩვენს გარდა არც არავინ უსმენს. თავის მხრივ, რუსულ ენაზე მოსაბრე, ასავე, ასაკოვანი მოქალაქე ცენტრის ოპერატორს ქულების ხელმეორედ  დათვლას სთხოვს.

„არ არის სამართლიანი, როდესაც გამოითქმის პრეტენზიები აგენტების მიმართ. სოციალური მომსახურების ცენტრის აგენტებს აქვთ კონკრეტული კითხვარები, რომელიც უნდა შეივსოს. ყველაფერი გაწერილია კანონის თანახმად:  რას უნდა მიაქციოს აგენტმა ყურადღება, რა კითხოს მოქალეს და როგორ უნდა შეივსოსო დახმარების მსურველის დეკლარაცია - ამას კანონი არეგულირებს. რაც შეეხება ქულებს, ამ შემთხვევაში ქულების დაანგარიშება ხდება სპეციალური ფორმულის და მეთოდოლოგიის მეშვეობით“ - აცხადებს რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი, მანონი ღიბრაძე.

მეთოდოლოგიას, რომელზეც ქალბატონი მანონი საუბრობს განსაზღვრავს 2010 წლის 30 მარტს მიღებული მთავრობის №93 დადგენილება:  „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოცაილურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შესახებ“. 

დადგენილებაში სიღარიბის დონის განსაზღვრა, მართლაც, სპეციალური ფორმულით ხდება. ფორმულა ადგენს ოჯახის „შიდა მეურნეობის კეთილდღეობის ინდექსს“. ვიგებთ, რომ აგენტები სოციალურად დაუცველთა ოჯახებში შემდეგი ნივთების არსებობასაც აკვირდებიან - არის, თუ არა ოჯახში საპოლი, შამპუნი, სარეცხი ფხვნილი, ეწევიან თუ არა ოჯახის წევრები ფილტრიან თამბაქოს. ამ უკანასკნეს დებულების მე-10 მუხლი აწესრიგებს.

„ძალიან ბევრს არ სიამოვნებს კითხვა, ეწევიან, თუ არა თამბაქოს, მაგრამ ამის კითხვა სავალდებულოა. რაც შეეხება მანქანის ყოლას. აქ არ აქვს მნიშვნელობა, მანქანა რა მარკისაა. საუბრია უცხოურ ავტომობილზე. და, საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს მანქანა მანქანაა! ასევე იწერება მაცივრი და სარეცხი მანქანა, არც მათ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა გამოშვების წელს“ - გვიხსნის რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

ანუ გამოდის, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მოქალაქეს 1997 წელს გამოშვბული „მოსკვა“ მაცივარი უდგას, თუ 1200-ლარიანი ახალი მოდელის. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ოჯახს პატრონის ხათრით  მოსიარული „ოპელი“ ყავს, თუ სხვა ბევრად უფრო ძვირადღირებული მარკის ავტომობილი.

ამ თემაზე ჩვენს არგუმენტებს  ღიბრაძეც ნაწილობრივ ეთანხმება.

„პრეზიდენტიც საუბრობდა იმაზე, რომ გარკვეული ცვლილებები არის საჭირო.  სწორედ ამიტომ, 1 ივნისიდან ფორმულაში შემდეგი ნივთების  ჩაწერა არ მოხდება. ესენია: მტვერსასრუტი, ტოსტერი, მუსიკალური ცენტრი, კომპიუტერი და ტელევიზორი. ჩაიწერება მხოლოდ, პლაზმური თხევადკრისტალური ტელევიზორი.

ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ფორმულა სულაც არ არის უგუნური რამ. მას თავისი სპეციალური, განსხვავებული  ქულები აქვს განკუთხვნილი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ასევე სხვადასხვა ჯგუფის ინვალიდებისთვის. მნიშვნელობა აქვს იმასაც, განმცხადებელი სად ცხოვრობს - დედაქალაქში, თუ რაიონში. ყურადღება ექცევა ასევე ოჯახის კომუნალურ ხარჯებს. ჩვენ  ყველას ვაფრთხილებთ, რომ  ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის 1  წლის  განმავლობაში გადახდილი ქვითრები შეინახონ“ - ამბობს ღიბრაძე.

მისი თქმით, მას ბევრჯერ ჰქონია შემთხვევა, როდესაც სოციალური დახმარების მსურველი ბუნებრივი აირის გადასახდში 20-30 ლარს იხდის. „ბუნებრივად ჩნდება კითხვა - თუ არსად უწერია ეს თანხა შემოსავლებში, საიდან იხდის ამ გადასახადს? ამბობენ, რომ არანაირი შემოსავალი არ აქვთ და ოჯახში აგენტი ხედავს, რომ შაქარიცაა და პურიც. საიდან, თუ შემოსავალი არ არის? ხშირად ვიგებთ, რომ განმცხადებლებმა დამალეს ის, რომ ოჯახის ესა თუ ის წევრი დასაქმებულია, ან აქვთ რაიმე ქონება. ამ საკითხების გარკვევაში შსს გვეხმარება. ასევე ვთანამშრომლობთ სხვა ინსტაციებთან“ - გვიყვება ღიბრაძე.

ერთის მხროვ სახელმწიფო ამბობს, რომ დახმარება უნდა მიიღოს კომპიუტერის მქონე მოქალაქემ, ხოლო მეორეს მხრივ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთარში, ყინვაში, ჩართული ბუნებრივი გაზის გამათბობლის დანახარჯებს უკონტროლებს, სოციალურ აგენტებს კი დახმარების მიღების მსურველთა  ქვაბებში ჩახედვას ავალებს.