არაბი ქალები „გახდილების“ წინააღმდეგ

არაბი ქალები „გახდილების“ წინააღმდეგ

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რამდენიმე ადგილობრივმა ქალბატონმა „გახდილი“ ტურისტი ქალების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.  საპროტესტო კამპანია ეხება დასავლელ ტურისტებს, რომლებიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ისვენებენ.

 კამპანიის ინიციატორები  დამსვენებელ ქალებს „მსუბუქ ყოფაქცევაში“ ადანაშაულებენ, რაც ზედმეტად ღია ტანსაცმელის, მათი სიტყვებით, რომ ვთქვათ „გარყვნილი სამოსის“ ტარებით გამოიხატება. „გარყვნილ“ სამოსთა სიაში  შორტებიც მოხვდა. გარდა ჩაცმის სტილისა არაბი ქალები, დასავლელების სიყვარულის გამოხატვის გზებსაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათთვის ქუჩაში კოცნაც მიუღებელია.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში არსებობს ჯარიმების სისტემა საზოგადოებაში ქცევის წესების დარღვევის გამო. შორტების ჩაცმისთვის, კოცნისგან განსხვავებით, იქ ჯერჯერობით არავის სჯიან.

არსებობენ ამ პოზიციის მოწინააღმდეგეებიც. კონსერვატორი მუსულმანი ქალების ლოგიკით, ისინი ვალდებულნი უნდა იყვნენ, სახე და სხეული გამოაჩინონ.

წამოწყებას უფრო მეტი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.  კამპანიის ინიციატორები უცხოელებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ სხვა სახელმწიფოში ჩასულმა ადამიანმა ადგილობრივ კანონებს პატივი უნდა სცეს. თუ დაწყებული კამპანია დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს, არ არის გამორიცხული, რომ საემიროების სტუმრებისთვის განკუთვნილ ნორმებს კიდევ ერთი პუნქტი დაემატოს.