ლე პენი მადონას წინააღმდეგ (VIDEO)

ლე პენი მადონას წინააღმდეგ (VIDEO)

საფრანგეთის „ეროვნული ფრონტი“  მადონას სასამართლოთი ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუ  მომღერალი პარიზის კონცერტზე, აჩვენებს იგივე ვიდეოს, რომელიც მან მაყურებელს ისრაელში წარუდგინა.

მომღერალმა მსოფლიო ტურნეს პირველ კონცერტზე, ისრაელში სიმღერის Nobody Knows Me ფონად ვიდეორგოლი გამოიყენა, სადაც ერთ კადრში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ლე პენი ფოტოა გამოყენებული, სადაც ის სვასტიკებგამოსახული ჩანს. გარდა ამისა ვიდეოში თავად ჰიტლერის ფოტოცაა გამოყენებული.

„ხანშიშესული მომღერლები, იმისათვის, რომ ხალხმა მათზე კვლავ ილაპარაკოს, ხშირად მიმართავენ, სხვადასხვა, სახის პროვოკაციულ ხრიკებს,“- აღნიშნავს ლე პენი.

საფრანგეთში, მომღერლის მსოფლიო ტურნეს მაშტაბით დაგეგმილი კონცერტი 14 ივლისს პარიზში გაიმართება.