გაი რიჩმა შვილის სახელი ათი თვის შემდეგ გაამხილა

გაი რიჩმა შვილის სახელი ათი თვის შემდეგ გაამხილა

ცნობილი რეჟისორის გაი რიჩისა და მოდელი ჯეკი ეინსლის ათი თვის ვაჟის სახელი, ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ბიჭს მშობლებმა ჰოლივუდისთვის უჩვეულო სახელი,-რაფაელი დაარქვეს.

რაფაელი, ოჯახის მეორე შვილია. ის 2011 წელს  დაიბადა.  ახალგაზრდა ოჯახისგან ჟურნალისტებმა ინფორმაცია ბავშვზე დღემდე ვერ მოიპოვეს, ვერც პაპარაცებმა შეძლეს რაფაელი სადმე დაეფიქსირებინათ. როგორც ჩანს, ოჯახმა მისი დაბადებისთანავე, მკაცრად გადაწყვიტა ყურადღება არ მიეპყრო და ბავშვი ყვითელი პრესისთვის მოერიდებინა.

ახლა კი, როცა რაფი უკვე ათი თვისაა, დედამისმა ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, დიდი ხანი ვფიქობდით ჩვენი ანგელოზისთვის რა დაგვერქმია. ვფიქრობ რაფი რიჩი მშვენივრად ჟღერს. სახელის არჩევაში რაფის უფროსი ძმა როკო დაგვეხმარა. „რაფაელს ორი ძალიან საყვარელი ძმა ჰყავს. მე ყველაზე ბედიერი ქალი ვარ მსოფლიოში და ვგიჟდები დედობაზე“,- დასძენს მოდელი.

გაი რიჩისთვის რაფაელი მესამე შვილია. მას მადონასგან ჰყავს 11 წლის ვაჟი როკო და ჯეკისთან  მეორე საერთო შვილი, 6 წლის დევიდი. შეგახსენებთ, გაი რიჩი და მადონა 2008 წელს მშვიდად განქორწინდნენ და მეგობრებად დარჩნენ.