20 წლის სტუდენტი როდ აილენდიდან „მის ამერიკა 2012“ გახდა (VIDEO)

20 წლის სტუდენტი როდ აილენდიდან „მის ამერიკა 2012“ გახდა (VIDEO)

ამერიკის შტატის, როდ აილენდის წარმომადგენელი, 20 წლის ლამაზმანი, ოლივია კულპო  „მის ამერიკა 2012“  გახდა.

სილამაზის კონკურსის დახურვის ცერემონიალი ლასვეგასში გაიმართა. გამარჯვებულის ტიტული და გვირგვინი რიგით 61-ე სილამაზის კონკურსში,  ოლივიამ 51 ლამაზმანს შორის მოიპოვა.  

ცნობილია, რომ ოლივია მრავალშვილიანი მუსიკოსის ოჯახში დაიბადა და ახლა, თავადაც მუსიკას ეუფლება. ამერიკის ყველაზე ლამაზი ქალი, ბოსტონის უნივერსიტეტში მეორე კრუსზე სწავლობს და შესანიშნავად საუბრობს იტალიურად.