მაღლაკელ ვილენს, პუტინისგან...

მაღლაკელ ვილენს, პუტინისგან...

ჟურნალისტობა რთული პროფესიაა და ადამიანისგან ყოველდღიურ დაძაბულ შრომას მოითხოვს. ამ პროფესიის მატარებელი პიროვნებები იუმორის გრძნობას არ უჩივიან და სამსახურისგან თავისუფალ დროს, თავიანთ კოლეგებს „უსიამოვნო“ სიურპრიზებს არაერთხელ  უწყობენ.

 

2002 წელს,  გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკის“ ჟურნალისტი ვილენ მარდალეიშვილი თანამშრომლების მიერ დაგებულ „მახეში“ აღმოჩნდა. ამ სახალისო ისტორიის შესახებ იმდროინდელი  ქართული მას-მედიის კულუარებში ხშირად იცინოდნენ.

 

რამდენიმე დღის წინ  ძველი ნაცნობი, ჟურნალისტი არჩილ მანჯგალაძე შემხვდა და საუბრის დროს ვილენ მარდალეიშვილის თავს გადახდენილი „თავგადასავალი“ გაიხსენა. ბატონი არჩილი იმ პერიოდში „საქართველოს რესპუბლიკაში“ მუშაობდა და როგორც გაირკვა, ამ „ინციდენტის“ მთავარი „შემომქმედი“ ყოფილა.

 

დღევანდელ წერილში 2002 წელს, გამოცემა „საქართველოს რესპუბლიკაში“ დატრიალებულ „პოლიტიკურ-სახალისო“ პერიპეტიებს გავიხსენებ. შევეცადე არჩილ მანჯგალაძის მონათხრობი მკითხველამდე მაქსიმალური სიზუსტით მოვიტანო:

“თუ გახსოვთ, 2002 წლის შემოდგომაზე ავისმომასწავებლად გააქტიურდა რუსეთის ჯარის მოქმედება საქართველოს საზღვარზე, და ერთი-ორჯერ პანკისის მიდამოებში ბომბიც კი ჩამოვარდა.

 

ყველანი  აღშფოთებული ვიყავით, მაგრამ ვილენ მარდალეიშვილი, ეს უწყინარი და უბოროტო, მთასავით კაცი, ჟურნალისტი, რომელსაც ყველა იცნობს და ყველას უყვარს, განსაკუთრებით ბორგავდა და განრისხებას ვერ მალავდა. ბიჭი არ ვიყო, მაგას თუ არ ვანანოო, ამბობდა პუტინზე. ერთი შენც, მოგცლია, პრეზიდენტები თვითონ მორიგდებიან-მეთქი. არა, არ შევარჩენო, ააგდო ქვა ვილენმა, და ვხედავ, მეორე თუ მესამე დღეს ჩვენი გაზეთის პირველ გვერდზე ქუდით „გულის ბუხარი“ დაბეჭდილია გალექსილი მიმართვა პუტინისადმი, რომელიც სულ თითის ქნევით დაუწერია:

 

ჭკუას მოეგო ეგებ!

 

„ვლადი მირ“ აღარ გამოგდით,

„ვლადი კავკასიც“ გეცლებათ,

სჯობს, რომ თქვენს რუსეთს მიხედოთ,

თუ გაქვთ ამისი შეძლება!

თვალი გიჭირავთ ჩვენზედა,

ვხედავთ, - იქცევით უტვინოდ,

„სალდაფონები“ დაგღუპავთ,

პატივცემულო პუტინო“

 

ვილენ მარდალეიშვილი

 

მთელი რედაქცია ულოცავდა - მალადეც, რა მაგარი ჭოჭი მიეციო, მაგრამ მე უკვე ვხვდებოდი, რომ დაუსჯელობის ეშხში შესული, პუტინს ერთ გაჯორვას არ აკმარებდა, და შევაპარე, როგორ არ გეშინია, ხომ იცი, ეგენი თავისიანებს არ ინდობენ, და სად მიდიხარ, კილერი რომ მოგიგზავნონ ან ბუფეტში ბომბი შემოგიგდონ-მეთქი. ფეხებსაც ვერ მომჭამენ, მიპასუხა ვილენმა, მით უმეტეს, სად ნახავს პუტინი „საქართველოს რესპუბლიკას“?

 

გავიდა კიდევ რამდენიმე დღე, პუტინი, ბუნებრივია, ყურსაც არ იბერტყავს, ან მართლა საიდან ეცოდინება, „საქართველოს რესპუბლიკა“ რომ ტუქსავს, უტვინოდ იქცევიო, და გულმოცემულმა ვილენმა ლეწა მეორე ლექსი, ისიც პირველ გვერდზე.

ამ საქმის ასე დატოვება არ შეიძლებოდა და სამართლიანობის აღსადგენად მეორე დღესვე გავაშანშალე მუქარით აღსავსე წერილი, რომელიც ვითომ პუტინის პრეს-მდივანმა სერგეი იასტრჟემბსკიმ გამოგზავნა, იქვე პუტინის სახელით დავწერე საპასუხო კაფია, დავაბეჭდინე საკომპიუტეროში და შევუგზავნე წერილების განყოფილებას, იქ - შემოსული კორესპონდენციის დავთარში გაატარეს, დაარტყეს შტემპელი, დაუსვეს ნომერი და გადასცეს რედაქტორს, რომელიც წინასწარ იყო შემზადებული. გაჩნდა რეზოლუცია: „ბ-ნ მარდალეიშვილს. დაუყოვნებლივ მომელაპარაკეთ“. და, შეიქმნა „დოკუმენტი“.

 

აი, ეს წერილი და ლექსი - „დოკუმენტი“, რომელმაც ჯერ ალიაქოთი, მერე კი დიდი მხიარულება შემოიტანა რედაქციის არცთუ ხალისიან ცხოვრებაში.

 

Грузия, Тбилиси

Газета  „Сакартвелос Республика“

Г-ну Мардалеишвили В

Уважаемый Вилен Венедиктович!

Обращаюсь к вам от имени и по поручению сотрудников аппарата Президента РФ и правления Союза журналистов России.

Ознакомившись с переводом Вашеи эпиграммы, опубликованной в субботнем номере „Сакартвелос Республика“ (от 14 сентября 2002 г.), и пересланной нам посольством РФ в Грузии, мы не можем не выразить свое искреннее сожаление и глубокое возмущение по поводу разнузданной кампании, которая ведется на страницах столь уважаемого и солидного издания.

Если бы эти оскорбительные для каждого россиянина строки были напечатаны в бульварных изданиях типа «Алия“, „24 часа“ или „Резонанс“, мы бы оставили их без внимания, но поскольку Ваша газета, по имеющимся у нас сведениям, является выразителем точки зрения официального Тбилиси, есть все основания полагать, что стишок этот был Вам заказан определенными кругами, стремящимися рассорить руководителей сопредельных стран, являюшимися естественными союзниками. И это безответственное, безнравственное выступление будет чревато далеко идущими последствиями как для Вашей газеты, вообще, так и для Вашей жизни в частности.

Категорически требуем разьяснений и принесения официальных извинений на страницах как Вашей газеты, так и русскоязычного издания «Свободная Грузия“.

В противном случае вся ответственность за оскорбление чести и достоинства Президента Российской Федерации, которого Вы осмелились назвать «придурком“ (так нам перевели с грузинского слово „утвинод“), целиком ложится на Вас, и мы оставляем за собой право, принять самые жесткие меры по пресечению подобных инсинуаций.

Сергей Ястржембский

P.S. Сам Владимир Владимирович, будучи человеком мирным и абсолютно незлобивым, узнав о содержании Ваших стишков, лишь мягко улыбнулся, попросил Ваше досье и, внимательно ознакомившись с ним, продиктовал мне следующий экспромт:

Вилену  из Маглаки

Ответ от Большого Брата

Чем я владею, тем и владею,

И не тебе, пьянчуге, судить.

Владею Кавказом, владею Востоком,

И можешь об этом трубить.

 

ცოტა ხანში ვილენმა ეჭვი აიღო, შენი დაწერილი იქნება, პუტინს საიდან ეცოდინებოდა, მე რომ მაღლაკიდან ვარო. ის არ ნახე-მეთქი, შენი დოსიე რომ მოუთხოვია, როგორ გგონია, იქ მაღლაკი არ ეწერებოდა? ვინ შეგარჩენს „პუტინოს“ და „უტვინოს“ გარითმვას?! - ვუპასუხე.