ფრანგი პორნოვარსკვლავი დეპუტატობისთვის იბრძვის(VIDEO)

ფრანგი პორნოვარსკვლავი დეპუტატობისთვის იბრძვის(VIDEO)

ფრანგი სელინ ბარა, რომელიც თავის სამშობლოში ცნობილია, როგორც უფროსებისთვის განკუთვნილი ფილმების მსახიობი,  კენჭს პარლამენტში იყრის. პორნოვარსკვლავმა გადაწყვიტა დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლოს. ის ქვეყანაში  პროსტიტუციის ლეგალიზაციისა და რელიგიური ობიექტების დახურვის ინიციატივით გამოდის.

სელინ ბარნამ პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, დაახლოებით, 200 პორნოფილმში თამაში მოასწრო. ახლა გადაწყვიტა პარლამენტში საკუთარი კანდიდატურა წარედგინა და ამისათვის მან ქმართან ერთად  საკუთარი პარტიაც ჩამოაყალიბა. სახელწოდებით,- ულტრამემარცხენე.

გარდა პროსტიტუციის ლეგალიზებისა, ბარა სამუშაო საათების შემცირების, ბანკების ნაციონალიზაციის, ფრანგებისთვის წყლისა და ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებისა და სხვა მსგავსი ინიციატივებით გამოდის. ერთ-ერთი, მის ლოზუნგებს შორის, ასე ჟღერს: „მშვიდობა, სიამოვნება, თანასწორობა და თავისუფლება“.

პორნოვარსკვლავი საპარლამენტო კამპანიას ჩვეული რიტმით უკვე შეუდგა. მან პიარ პლაკატებისთვის ფოტოები ღრმა დეკოლტით გადაიღო და ვიდეო რეკლამაც ერთობ „მიმზიდველი“ გამოუვიდა.

საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში 10 – 17 ივნისს ჩატარდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პორნოვარსკვლავი პარლამენტის სრულუფლებიანი წევრი ხდება.  2011 წელს, იტალიის ხელისუფლებამ, კერძოდ, სილვიო ბერლუსკონიმ ცნობილ პორნომსახიობ ჩიჩოლინას  53 ათსი  დოლარის ოდენობის ხელფასი დაუნიშნა, როგორც იტალიის პარლამენტის სრულუფლებიან წევრს.