დღეს ქერა ქალების საერთაშორისო დღეა(VIDEO)

დღეს ქერა ქალების საერთაშორისო დღეა(VIDEO)

დღეს, მსოფლიო ქერა ქალბატონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 31 მაისი, განსაკუთრებულ დღედ  ქერა ქალებისათვის 2006 წელს იქცა. იმავე წელს დაწესდა სპეციალური პრემია ქერა ქალებისთვის „ბრილიანტის თმის სამაგრი“, რომელიც ყველაზე ნიჭიერ, ჭკვიან, წარმატებულ, მოდურ და სექსუალურ ქერათმიან ქალებს გადაეცემათ.

მეცნიერთა დიდი ხნის კვლევის საფუძველზე გაკეთებული, წიანასწარი პროგნოზის მიხედვით,  ამ მომენტისთვის ბუნებრივად ქერა ქალების რიცხვმა საგრძნობლად იკლო, 2202 წელს კი ქერები საერთოდ აღარ იქნებიან.

ბოლო 50 წლის განმავლობაში, პლანეტაზე მცხოვრები ქერა ადამიანების, (ქალებიც და კაცებიც) რაოდენობა 49%-იდან, 14% მდე შემცირდა.  მეცნიერები ამის   რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. პირელი,- ბავშვი რომ ქერა დაიბადოს, ორივე მშობელს ღია ფერის თმები უნდა ჰქონდეთ. მეორე,- იმ ქვეყნებში სადაც მუქი ფერის თმები აქვთ,  მოსახლეობა უფრო  იზრდება. ევროპელები კი, ერთი შვილის ყოლითაც კმაყოფილდებიან.