სააკაშვილის კრუნჩხვები და ელეთ-მელეთი მის გარემოცვას უკვე ყელში ამოუვიდა

სააკაშვილის კრუნჩხვები და ელეთ-მელეთი მის გარემოცვას უკვე ყელში ამოუვიდა

ხელისუფლებამ ახალი ინიციატივა გაახმოვანა. კერძოდ, სტუდენტებითვის მართვის მოწმობის აღება იაფდება. შესაბამისი ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში შედის. თუ სტუდენტები პირველ ჯერზე ჩააბარებენ გამოცდას, მათთვის საფასური როგორც გამოცდაზე, ისე მართვის მოწმობისთვის, მხოლოდ 15 ლარი იქნება. ცნობისათვის, დღეს იგივე პროცედურა რიგით მოქალაქეს, 55 ლარი უჯდება - 40 ლარი გამოცდაზე დაშვებისთვის, 15 ლარი კი მართვის მოწმობის მისაღებად.

ამ ცვლილებას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში შალვა ოგბაიძე სოციალური კორუფციის გამოვლინებად მიიჩნევს და საერთოდაც, ახალი მართვის მოწმობების შემოღებას ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ძარცვის კიდევ ერთ მეთოდს უწოდებს.

presage.tv გთავაზობთ ინტერვიუს შალვა ოგბაიძესთან.

შალვა ოგბაიძე: „26 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება ახალი მართვის მოწმობების შემოღების შესახებ. ეს მოდელი მიახლოებულია ევროკავშირის მართვის მოწმობის სტანდარტს, სადაც ძალიან მკაფიოდ არის გამიჯნული სატრანსპორტო საშუალებები დაწყებული პატარა სკუტერით და დამთავრებული კომბაინით, ტრაქტორით და ასე ვთქვათ, თვითმავალი სამშენებლო ტექნიკით. რა თქმა უნდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ამასთანავე, ეს ყველაფერი შესაბამისობაშია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კონვენციასთან. ეს არის გაეროს კონვენცია, მაგრამ პრაქტიკაში ვენის კონვენციის სახელით არის ცნობილი. ეს არის ჩემი წმინდა საექსპერტო შეფასება.

ახლა კი მოდით ამ ყველაფერს ცოტა მახვილი თვალით შევხედოთ. პრეზიდენტის ეს ბრძანებულება ორმაგად წაკითხვის საშუალებას იძლევა. კერძოდ, ამ დოკუმენტის თანახმად, მართვის მოწმობის შეცვლა არ არის სავალდებულო და შეცვლას ექვემდებარება მხოლოდ ის მართვის მოწმობები, რომლებსაც ამ ბრძანებულების გამოსვლის პერიოდში უმთავრდებათ მოქმედების ვადა. თუმცა მოგეხსენებათ, რომ დღეს მოქმედი მართვის მოწმობები (ლურჯი პატარა პლასტიკური ბარათები) არის უვადო. გამოდის, რომ ჩვენ, პრინციპში, ახალი მართვის მოწმობა არ გვჭირდება.

ნებისმიერი დალაგებულ ქვეყანაში კანონის ორმაგი წაკითხვის შემთხვევაში საკითხი მოქალაქის სასარგებლოდ უნდა წყდებოდეს. ჩვენთან, სადაც კონსტიტუცია მორყეული მაგიდის ფეხის შესადგმელად არის გამოყენებული და სხვა დანიშნულება უკვე აღარ აქვს, რა თქმა უნდა, ორმაგი კითხვის მქონე ჩანაწერს, სახელმწიფო სათავისოდ იყენებს.

მოდით, ასე ვთქვათ, ახალი მართვის მოწმობა ითვალისწინებს კატეგორიას „მსუბუქი ავტომანქანა მისაბმელით“. ჩვენ მსუბუქი მისაბმელიანი ავტომანქანით ვმოძრაობთ და გვაქვს „ძველი“ (ანუ ამჟამად მოქმედი) მართვის მოწმობა, ამოცანა გვეკითხება - აქვს თუ არა პატრულს უფლება, რომ დაგვაჯარიმოს? პასუხი ნათელია, რა თქმა უნდა, დაგვაჯარიმებს. მეორე შეკითხვა - სააკაშვილი ამბობს, რომ გახურებული ალოობის დროს, 1 აგვისტოს, როდესაც ყველა ტრაქტორისტი და კომბაინერი ყანაშია გასული, სავალდებულო არ არის ახალი მართვის მოწმობის შეცვლა. ამ დროს, ახალ მართვის მოწმობაში ვკითხულობთ, რომ იქ არის კატეგორია „ტრაქტორისტი“.  გამოდის, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ საქართველოში ვინც კი არის ტრაქტორისტი, ერთი ხელის მოსმით ყველა ერთად ხვდება კანონის მიღმა.

მკითხველს შევახსენებ, რომ როდესაც ეს ლურჯი პლასტიკატის მართვის მოწმობები შემოვიდა (თუ არ ვცდები 2005 წელს), მაშინ ვთქვი, რომ ამ მართვის მოწმობას საზღვარგარეთ არ სცნობენ. სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი, სამწუხაროდ იმიტომ, რომ სახელმწიფომ კიდევ ერთი მორიგი ძარცვის, ჩვენი ჯიბიდან ფულის ამოღების აქტი განახორციელა. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის მართვის მოწმობის აღების კომფორტულად აღებასთან. ეს სულ სხვა თემაა და მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით ვითარება გაუმჯობესდა.

თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციითამ მოწმობებს თუ ექნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედების შესაძლებლობა?

- რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამ მართვის მოწმობებს არ სცნობს. ჩემს მიერ ზემოთხსენებულ გაეროს კონვენციაზე ხელის მომწერი ყველა ქვეყანა სცნობს ან ეროვნულ მართვის მოწმობას, ან საერთაშორისო მოწმობას.

ეს მოწმობა არც ერთ ამ კატეგორიაში არ ჯდება?

- საქმე რაშია იცით, მაგალითისთვის გეტყვით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (რომ არავის ეწყინოს, მეც ეს სასწავლებელი მაქვს დამთავრებული) დიპლომს გერმანია სცნობს? სამწუხაროდ, არც მას სცნობს და არც სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომს. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. საბუთის მარტო დაბეჭდვა არაფერს ნიშნავს. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების მორიგი ძარცვა. ახლა კი კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ნიშანდობლივ საკითხს შევეხები. ამ ახალ მართვის მოწმობაში არის მაგალითად კატეგორია „მსუბუქი მანქანა მისაბმელით“. მაგალითად, თქვენ, მოქალაქე ნინო ჟღენტს გაგიჩნდათ სურვილი, რომ ასეთი მანქანით სიარული ისწავლოთ. მაჩვენეთ ის ავტოსკოლა, სადაც ამას ასწავლიან, ასეთს ვერ იპოვით. ან მაჩვენეთ ის ავტოსკოლა, სადაც მისაბმელია სატვირთო მანქანის, ე.წ. „ავტომატარებლის“ ტარებას ასწავლიან. არადა ასეთი მართვის მოწმობა ყოველწლიურად დაახლოებით 3-4 ათას ადამიანზე გაიცემა. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამიხსენით, სად სწავლობენ ეს ადამიანები მის ტარებას?

ამდენად, სახელმწიფო ჩვენი ჯიბეებიდან უზარმაზარ ფულს იღებს და სამაგიეროდ თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ჩვენ მოუმზადებლები ვიწყებთ საერთო გზებზე სიარულს.

აქვე აღვნიშნავ, რომ ინტერნეტით მანქანის ტარების თეორიის სწავლება რეპეტიტორულ დონეზე დავიდა. ხომ არ შეიძლება ინტერნეტით ყველაფერი ისწავლო? მაგალითად შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით ვისწავლოთ მშენებლობა, ტორტის ცხობა, ბრმა ნაწლავის ამოჭრა და ა.შ?

გამოდისრომ ახალი მართვის მოწმობის შემოღებით ხელისუფლება ყველასვისაც მართვის მოწმობა აქვსაიძულებს ეს მოწმობა ახლითშეცვალოს?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ცვლილება არ ეხება იმას, ვისაც მართვის მოწმობაზე ვადა არ აქვს გასული. ჩვენს მართვის მოწმობებს კი, როგორც ზემოთ ვთქვით, ვადა არ აქვს. ამდენად, ჯერ ერთი, ეს არის მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღების კიდევ ერთი მეთოდი და მეორეც, ეს არის გაფრთხილება.

როგორც მაია მიმინოშვილის ვაჟი „ქართული ოცნების“ აქციაზე მოხვდა და რამდენიმე ჩემი მეგობარი შემთხვევით ჩემთან შარშან 26 მაისს მოხვდა, ასეთი ადამიანების ცხოვრება იქნება დამთავრებული. ნებისმიერი ამგვარი ცვლილება ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობას კი არ აუმჯობესებს, არამედ ამძიმებს.

ბატონო შალვახელისუფლებამ გაახმოვანა ახალი ინიციატივარომლის მიხედვითაც სტუდენტებისთვის მართვის მოწმობის აღებახდება უფრო იაფივიდრე დანარჩენი მოქალაქეებისთვისროგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

- ჩვენი საზოგადოება უკვე შეეჩვია, რომ როდესაც სააკაშვილს გაუჭირდება, ახალ-ახალ დაპირებებს იძლევა. ეს არის სოციალური კორუფცია. თუკი მართვის მოწმობის აღება ღირს 55 ლარი, რატომ უნდა ღირდეს ვინმესთვის 15 ლარი? ეს ხომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის 40 ლარის ჩუქებაა? აქ მთავარია ის, რომ მართვის მოწმობის ვიღაცისთვის გაიაფება ერთი ადამიანის, ანუ სააკაშვილის კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ მთავარია, ადამიანებს თავიანთი ნიჭითა და შრომით ჰქონდეთ იმდენის გამომუშავების საშუალება, რომ მათთვის მართვის მოწმობაში 55 ლარის გადახდა სირთულეს არ წარმოადგენდეს. მთავარი ის არის, რომ ვიღაცამ ამიხსნას, რატომ დამიბარეს სპორტის სამმართველოში და „შემომთავაზეს“ საავტომობილო ფედერაციის პდეზიდენტობიდან გადავდგარიყავი და რატომ დამახვედრეს იქ სააკაშვილის დედის ძმის შვილი? მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარი თქვა. ვინმემ უნდა ამიხსნას, რატომ შემოვიდა საგადასახადო ჩემს ავტოსკოლაში, რატომ ცხოვრობს ჩემი შვილი საზღვარგარეთ და რატომ აქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი?

მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილის ფასი არის სწორედ ის, რა შეღავათის გაკეთებაც მას შეუძლია, ანუ ის არის ძალიან იაფფასიანი პიროვნება. მისი საქმე დამთავრებულია და ნამუსი რომ ჰქონდეს ბილეთი უნდა ჰქონდეს ერთი მიმართულებით აღებული. მეცოდება მისი თანაგუნდელები, რადგან მისი კრუნჩხვები და ელეთ-მელეთი იმასთან დაკავშირებით, რამდენს გაიფაჩუნებს ოპოზიცია, უკვე ყველას ყელში ამოუვიდა.

ერთ კეთილ რჩევას მივცემდი სააკაშვილს, ერთგული ხალხი შემოიკრიბოს გარშემო, რათა თავისივე გარემოცვამ არ მოიშოროს იგი.