„პირდაპირ გეტყვით, რომ გაყალბებული ატესტატები დაურიგდათ ეთნიკურ უმცირესობებს“

„პირდაპირ გეტყვით, რომ გაყალბებული ატესტატები დაურიგდათ ეთნიკურ უმცირესობებს“

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი Presage.tv-სთან საუბარში იმ ჩინოვნიკების გვარებს ასახელებს, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ეროვნულ გამოცდებზე შეტანას ეწინააღმდეგებოდნენ, რაც მაია მიმინოშვილის აზრით, ანტიეროვნული გადაწყვეტილება იყო.  

უკვე ცნობილია, რომ მაია მიმინოშვილს მთავრობა რამდენიმე ახალ თანამდებობას სთავაზობდა, მათ შორის, დიპლომატიურ ასპარეზზეც, რადგან დიმიტრი შაშკინსა და მაია მიმინოშვილს შორის უთანხმოება ათი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.  თუმცა, თუ შაშკინის პრესსამსახურს დავუჯერებთ, მინისტრი ყველაფერს აკეთებდა, რომ მიმინოშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიეღო. როცა უკვე შაშკინს გამოსავალი აღარ დარჩენია, ისევ მთავრობას გამოუნახავს გამოსავალი და მიმინოშვილისთვის რამდენიმე მაღალი თანამდებობის დაკავება შეუთავაზებია, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროში წამყვანი პოზიცია და ევროპის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს ელჩობა, მაგრამ მაია მიმინოშვილი ვერ დაიყოლიეს.

როგორც ჩანს, ევროპულ ქვეყნებში მაღალ თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა ნაცმოძრაობის მხრიდან მათი ჩამოცილების აპრობირებული მეთოდია. თავის დროზე ასე მოექცნენ ზურაბ ჭიაბერაშვილს, ზაზა ბეგაშვილს (რომელიც შორეულ ჩინეთში გაგზავნეს), კოკო გამსახურდიას...

თუმცა, მაია მიმინოშვილთან ამ შეთავაზებამ არ გაჭრა. იგი  განათლების სისტემაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა და დიპლომატიურ სამსახურში თუ ჯანდაცვის სამინისტროში თავის თავს ვერ ხედავდა. ასეა თუ ისე, შაშკინის უწყებას მხედველობიდან ერთი რამ გამორჩა: რატომ გაუხსენეს მაია მიმინოშვილს ძველი წყენა და შეთავაზებულ სამსახურებზე უარის თქმა მაშინ, როცა 27 მაისის აქციაზე მისი ვაჟი იხილეს, ხოლო 26 მაისს მაია მიმინოშვილის ძმის, ჯგუფ „შინის“ წევრის -ზაზა მიმინოშვილის ზარი განხორციელდა ბავშვობის მეგობარ მაია ფანჯიკიძესთან?!   

Presage.tv მაია მიმინოშვილს ესაუბრა.

ქალბატონო მაიამართლაც შემოგთავაზეს დიპლომატიური კარიერა?

- შვეიცარიაში ჩემს ელჩობაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. სრულიად უბრალო მიზეზი იყო და, ალბათ, დამეთანხმებით, დიპლომატიურ სამსახურში სრულიად გამოუცდელი გადავიდე იმ სამსახურიდან, რასაც, მეტ-ნაკლებად, წარმატებით ვართმევ თავს? მე მგონი, არცთუ ისე ცუდად ვმუშაობდი. სრულიად გაუგებრობა იყო ჩემთვის, რატომ უნდა წავსულიყავი შვეიცარიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევა ძალიან მომწონს. ამიხსნეს, რომ განათლების მინისტრთან უთანხმოებაა და სანამდე შეიძლებოდა, ეს გაგრძელებულიყო? უბრალოდ, ერთი რამ შევთავაზე, რომ, თუ ეს მხოლოდ ერთ პიროვნებას უკავშირდებოდა, შეიძლებოდა, რამდენიმე გზის მოძებნა ამასთან დაკავშირებით და საჭირო არ იყო  ფოჩიანი თანამდებობების გამოგონება იმისთვის, რომ მოვცილებულიყავი ამ სისტემას. ისედაც უპრობლემოდ წავიდოდი, თუ მარტო ჩემში იყო პრობლემა, მაგრამ საინტერესოა, რა პრეტენზია აქვს ამ ადამიანს ჩემი მისამართით? ეს მე არ ვიცი. ასე პირისპირ ჩემთან დაჯდომას არანაირი აზრი არ აქვს, თუ შესაძლებელი იყო, მაგალითად, პრემიერთან თანდასწრებით გვესაუბრება ამ თემაზე. უბრალოდ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე მოვისმენ და მივიღებ ყველა მის არგუმენტებს, თუ რაღაც ისეთ კრიმინალზე არ არის საუბარი და პირობას ვიძლევი, შევასრულო ყველაფერი, ოღონდ გამაგებინოს, რაში მედება ბრალი. ხომ შეიძლება, ვიცოდე, რა პრეტენზიებია ჩემთან დაკავშირებით?! ეს არ მოხდა და არ შედგა შეხვედრა. ბუნებრივია, შვეიცარიის ელჩობაც ასე დამთავრდა.

დიპლომატიურ ასპარეზზე მაშინ ისტუმრებს საქართველოს ხელისუფლება ამა თუ იმ მოხელესროცა მისი პოსტიდან ჩამოცილებასურთთქვენს შემთხვევაშიცჩამოცილების მცდელობა იყო?

- მართალი გითხრათ, სახტად დავრჩი. განათლების სისტემის გარდა, სადაც 12 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი და უფრო ადრეც, რადგან ლექტორი გახლდით 21 წლიდან, არსად სხვაგან არ მიმუშავია. აქ გამომდის საქმე იმიტომ, რომ უკვე ნამდვილად დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ასე უცბად ავხტე და დიპლომატიურ ასპარეზზე წავიდე? ელჩობა საპასუხისმგებლო თანამდებობაა, მე ასე მგონია და ასე ყოველგვარი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერ მოვიქცეოდი.

სიმონ ჯანაშიას კომენტარი გავრცელდარომ თურმე წინამორბედ მინისტრთანაც პრობლემები გქონიათ.

- სიმონს ბევრ რამეში არ ვეთანხმები. ერთი კომენტარი წამიკითხეს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ისეთ საქმეებში ვერეოდი და ვუშლიდი ხელს რეფორმირებას, რომელიც მე პირადად არ მეხებოდა. მაგალითად, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება. სამწუხაროა, ბატონი სიმონ ჯანაშია რომ იტყუება, რადგან  ის შესანიშნავადაა საქმის კურსში, როცა შემოვიდა დაფინანსების ახალი სისტემა, სახელმწიფო გრანტის სახით, ეს პირდაპირ კავშირშია საგამოცდო სისტემასთან.

თქვენ იცით, რომ შედეგების საფუძველზე გაიცემა სახელმწიფო გრანტი. ასე რომ, ეს რას ნიშნავს? მე უნივერსიტეტების დაფინანსებაში ვერეოდი? ეს პირდაპირ ეხებოდა ჩვენს საქმიანობას. მე არასდროს მქონია პრობლემა, გვემსჯელა მინისტრთან ერთად, ჩემი წინადადებები მიმეწოდებინა, მოსაზრებები შემეთვაზებინა და გადაწყვეტილება მერე ყოფილიყო მიღებული. არასდროს დამიფიქსირებია ის ფაქტი, რომ დაფინანსება ასეთი იყოს თუ ისეთი.

თუ მართლაც პრობლემები გქონდათ წინამორბედ მინისტრთანაქამდე რატომ არ გამოხატეს დამოკიდებულება თქვენს მიმართ დარატომ იყავით ამ პოსტზე ამდენ ხანს?

- წინა მინისტრი გახლდათ ნიკა გვარამია, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, დიდ პატივს ვცემ და ნიკამაც და ბევრმა ადამიანმაც ეს შესანიშნავად იცის. ბედნიერი წელი იყო (ერთი წელი  თუ  ცოტა მეტი) ნიკასთან ერთად გატარებული დრო, და მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი უაღრესად ნიჭიერია და შესანიშნავი კანდიდატურა იყო ამ პოსტზე.

სხვათაშორისუცხოეთში განათლების მისაღებად მისმა გამგზავრებამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიათქვენ თუ შეგიძლიათ ამგადასახედიდან რაიმე გვითხრათრატომ დატოვა გვარამიამ განათლების მინისტრის პოსტი?

- ამ გადასახედიდან ერთი რამ მინდა გითხრათ. ნიკამაც ეს ძალიან კარგად იცის, უკიდურესად დამწყდა გული, ნიკა რომ წავიდა ამ პოსტიდან. მართალი გითხრათ, ეს იყო ჩემი პირადი ტრაგედია. ნამდვილად არ მინდოდა, წასულიყო, მაგრამ ეს მისი პირადი არჩევანი იყო და საბოლოო ჯამში, მის არჩევანს პატივი ვეცი.

რატომ წავიდამასაც პრობლემებს ხომ არ უქმნიდნენ?

- ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. უბრალოდ, ჩემს გულისტკივილს გამოვხატავ, რომ ნიკამ ეს პოსტი დატოვა და წავიდა. ცუდი დამოკიდებულება კი არა, ასეთი დამოკიდებულება, მე არ ვიცი, კიდევ ვისთან შეიძლება მქონდეს, საქმიან დამოკიდებულებაზე მოგახსენებთ.

კახა ლომაიას დროს რა ხდებოდა სამინისტროშიიქნებლომაიას პერიოდს გულისხმობდა სიმონ ჯანაშია?

- ლომაიასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ეს ის პერიოდი იყო, მართლა ნათელი პერიოდი, როდესაც ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს უმნიშვნელოვანესი საქმე. ამ შემთხვევაში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ  კახა ლომაიას ლომის წილი მიუძღვის იმაში, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით დაინერგა 2005 წელს.

მაშინ რატომ ახსენა სიმ ჯანაშიამ ყოფილი მინისტრიუბრალოსიტყვის მასალად?

- ერთადერთი, შეიძლება, სიკო ჯანაშიას მხედველობაში ჰყავს ბატონი გია ნოდია, რომელთანაც უთანხმოება ჰქვია, ალბათ... კი ბატონო, ასე დავარქვათ, ყოველ შემთხვევაში, ასე გაჟონა პრესაში, უთანხმოება გვქონდა იმ საკითხთან დაკავშირებით, როცა გადაწყვეტილების მიღება სურდათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გაუქმების შესახებ. მაშინ, რა თქმა უნდა, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ვთქვი, რომ, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრი, ამაში მე არ მივიღებ მონაწილეობას. ეს ნამდვილად დავაფიქსირე.

ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა გიგი თევზაძე, გია ნოდიას მაშინდელი მოადგილე ანა ჟვანია და სიკო ჯანაშია, რომლებიც ერთ აზრზე იყვნენ და ამბობდნენ, რომ  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა არ იყო საჭირო.

ანუსაქართველოშისადაც ძირეული და სახელმწიფო ენა ქართულიაქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა არ სურდათამას პოლიტიკური სარჩული უდევს?

- სხვათაშორის, ეს ბატონი გიგი თევზაძისა და სიკო ჯანაშიას მოსაზრება იყო. ეს  იყო მათი მოსაზრება და ისევ რჩება. ეს შემიძლია დავადასტურო. სიკოზე ვერაფერს ვიტყვი, მართალი გითხრათ, უბრალოდ, მის კომენტარებზე კომენტირება შემიძლია, მაგრამ, როდესაც თებერვლის თვეში შეიქმნა კომისია, რომელსაც ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე უნდა ემუშავა, ერთ-ერთი კომისიის წევრი ნამდვილად იყო გიგი თევზაძე, რომელიც იქაც ადასტურებდა, რომ ზოგადი უნარების გარდა, არცერთი გამოცდა არ არის საჭირო. მათ შორის, არც ქართული.

როდესაც თქვენ ამას წინააღმდეგობა გაუწიეთმიგაჩნდათრომ ეს ანტიეროვნული გადაწყვეტილება  იყო?

- კი, ბატონო. ასე იყო.

მათი არგუმენტი რა იყოგარდა იმისარომ უნარ-ჩვევების მოტივს ასახელებდნენ?

- ამბოდნენ, რომ უნარების გამოცდა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩატარებულიყო მისაღები გამოცდები. ძალიანაც კარგია, უნარების მიხედვით, სახელმწიფო გრანტის განაწილებაო. აქ ყოველთვის მკაცრი პოზიცია მქონდა და ჩემს აზრს ვამბობდი. სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნდა, რომ შეიძლება, მინისტრთანაც და კომისიის წევრებთანაც იკამათო და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირო. ეს იყო და ეს.

თქვენი აზრითგიგი თევზაძე და გია ნოდია თავისით მოქმედებდნენ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესშიროდესადც  არუნდოდათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დაშვებათუ ეს ვინმეს დავალება იყო?

- ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. როდესაც შეხვედრა იყო და ამასთან დაკავშირებით საუბარი დაიწყეს, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ეს სწორად მიგვაჩნია, რომ ქართული ენა და ლიტერატურა ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი და ეს უნდა გაუქმდეს, ყველანაირი არგუმენტები მოვიყვანე და ამით დამთავრდა საუბარი. რამდენიმე ხნის შემდეგ სიკო ჯანაშია აკეთებს განცხადებას, (სხვათაშორის, ომბუდსმენის ოფისში), ეთნიკურ უმცირისობებს მიმართავს და ეუბნება, თქვენ ნუ გეშინიათ, წელს უკვე გაუქმებულია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა და თქვენ არ მოგიწევთ ამ გამოცდის ჩაბარებაო.

ეს როდის მოხდათუ გახსოვთ?

- გია ნოდიას მინისტრობის პერიოდში. ზუსტ თარიღს ვერ გავიხსენებ.

სხვათაშორისახლაც დაგდეს ბრალი ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებითთუმცარამდენადაც ვიციმათი საქართველოსთანინტეგრირებისა და მათთვის ქართული ენის სწავლების მიზნით აქტიურად მოღვაწეობდითრატომ მოდის ასეთი ბრალლდებებიმაინცდამაინც ეთნიკური ნიშნითეს რობერტ სტურუასთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს მაგონებს.

- ძალიან საინტერესო რამ არის და დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. საინტერესოა, რას გულისხმობდა კოკა სეფერთელაძის კომენტარი ამასთან დაკავშირებით. კარგა ხნით ადრე, სანამ შაშკინი მოვიდოდა მთავრობაში, მანამდე დაინერგა ზოგადი უნარების ტესტი არაქართულენოვნებისთვის მათ მშობლიურ ენაზე. ეს იყო 2006 წელს. აღმოჩნდა, რომ ამას არ გულისხმობდა და გულისხმობდა ძალიან საინტერესო რამეს, რაზეც მე არასდროს კომენტარი არ გამიკეთებია და ხმამაღლა ამაზე არ მისაუბრია. კერძოდ, მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ  გაყალბებული ატესტატები დაურიგდათ ეთნიკურ უმცირესობებს. ამ ადამიანთა რიცხვი ცოტა არაა, 600-სს აღწევს, რაც საბოლოო ჯამში, აღმოვაჩინეთ. როდესაც ეს ყველაფერი გაირკვა, მეც საქმის კურსში არ ვიყავი და სრულიად შემთხვევით გავარკვიე, რადგან ბავშვები მოვიდნენ ჩვენთან, ცენტრში და პრეტენზია გამოგვიცხადეს, რატომ არ დაგვიშვით ეროვნულ გამოცდებზეო?

ჩვენს ბაზაში გადავამოწმეთ და ეს ბავშვები ჩაჭრილები იყვნენ. როცა განვუცხადეთ, თქვენ ჩაჭრილები ხართ და არ გეკუთვნით ატესტატი, მათ შეიცხადეს, რას ნიშნავს, ატესტატი არ გვაქვს, აგერ, ეს არის ჩვენი ატესტატიო და ჩანთიდან ამოიღეს ატესტატები. ეს იყო სრული შოკი ჩვენი ორგანიზაციისთვის. მართლა ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანეთ. ეს მოხდა შარშან, 2011 წლის აგვისტოში. ეს იყო შოკი, ლამის ყურებზე გავიარეთ, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, რომ გამოცდები ჩაგვეტარებინა და საბოლოო ჯამში, ატესტატები დარიგდა ისე, როგორც ვიღაცას სჭირდებოდა. როცა ამაზე განვაცხადე და შაშკინს ვუთხარი, ეს რატომ გააკეთე, პასუხი იყო ასეთი: ასე იყო საჭირო და იმიტომ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებააო.

რომელი რეგიონის უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ ეს ბავშვები?

- ძირითადად იყვნენ არაქართულენოვნები, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ იქ ქართული გვარებიცაა ბლომად. ძირითადად სომხები და აზერბაიჯანლები იყვნენ. რაც ყველაზე მთავარია, ამას მინდა ხაზი გავუსვა და ძალიან გთხოვთ, კარგად გამიგეთ, როცა კოკა სეფერთელაძე საუბრობს იმაზე, რომ თურმე მე ხელს ვუშლიდი ეთნიკურ უმცირესობებს სწავლა გაეგრძელებინათ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში, ამ შემთხვევაში, იგულისხმება სომხეთი და აზერბაიჯანი.

ამისთვის გამოსცეს ბრძანება, სადაც წერია, რაც, ჩემი აზრით, არის სრული ნონსენსი, რომ ვინც ჩაიჭრა, იმას ვაძლევთ სხვა სერიის ატესტატსო. მე არ ვარ იურისტი, ალბათ, თქვენც არ ხართ, მაგრამ ეს დოკუმენტი მკაცრი აღირცხვის დოკუმენტია. რას ნიშნავს სხვა სერიის ატესტატი? მერე არის განმარტება, ამ სერიის ატესტატით მოსწავლეს შეუძლია, სწავლა გააგრძელოს საზღვარგარეთ, მაგრამ ვერასდროს გააგრძელებს სწავლას საქართველოში. სასაცილოა, რომ მე ჰარვარდში შემიძლია, ვისწავლო, ამ ატესტატით მიმიღებს ჰარვარდი, მაგრამ საქართველოში ამ ატესტატით წნორის უნივერსიტეტშიც ვერ გავაგრძელებ სწავლას.

მეორეც, როდესაც საუბარია, რომ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებელში უნდა  ჩაბარება მოსწავლეს, რატომ უნდა გამოყო სომხეთი და აზერბაიჯანი? ის ისეთივე ქვეყანაა ჩემთვის, როგორც საფრანგეთი და ინგლისი. მათ ატანენ აპოსტილით დამოწმებულ ატესტატს, სპეციალური ბეჭედი ერტყმება, მაგრამ ეს აპოსტილი არ არის ჯიბეში ჩადებული ბეჭედი. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ბეჭედი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ თუ ეს აპოსტილიანი დოკუმენტი წარადგინეთ სორბონას უნივერსიტეტში, საფრანგეთს აქვს იმის დასტური, რომ საქართველო ამ ატესტატს აღიარებს, რომ ამ ბავშვმა საშუალო განათლების სრული კურსი გაიარა. ჩვენ რას ვაკეთებთ? სომხებს და აზერბაიჯანლებს ვატყუებთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ატესტატს და ჩვენთან ვერ იწავლის, მაგრამ ამ ატესტატით თქვენ აღიარეთ და ასწავლეთ. მესამე, ყველაზე მძიმე - ამ ბავშვებს, სომხებსა და აზერბაიჯანლებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და სრული უფლება აქვთ და ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აქ ისწავლონ, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, ვაგდებთ ერევანში და ბაქოში და ვეუბნებით, შენ შანსი არ გაქვს, საქართველოში ისწავლო და კეთილი ინებე, აზერბაიჯანში და სომხეთში წადი სასწავლებლად. ეს არის ეთნიკურ უმცირესობებზე ზრუნვა?

ამ ბავშვების მოშორება უნდოდათ?

- ეს უკვე მათ ჰკითხეთ, ვინც ეს ჩაიდინა. მაგრამ მე ამაზე კომენტარი არასდროს გამიკეთებია. როცა პიროვნულ შეუთავსებლობაზეა საუბარი, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, დიახაც მაქცს პიროვნული შეუთავსებლობა, მაგრამ პირდაპირ მინისტრს ვეუბნები, რომ ეს არ გააკეთოს და გარეთ არ გამოვდივარ და ჟურნალისტებს არ ვატყობინებ.

ასეთი ცალკეული დოკუმენტების გამოშვებაალბათკრიმინალია?

- ცალსახა კრიმინალია.

ისევ დიპლომატიურ თანამდებობას დავუბრუნდეთისრომ თქვენ შვეიცარიის ელჩის პოსტზე უარი თქვითმაინცდამაინც 27 მაისისაქციის შემდეგ რატომ გაახსენდათ?

- იმიტომ, ჩემო კარგო, რომ არგუმენტების მოყვანაში მოიკოჭლა  და ვერაფრით დაასახელა, მიზეზი ვერ მოიყვანა იმისა, რატომ ვიყავი გათავისუფლებული სამსახურიდან, ახლა დასჭირდა არგუმენტები. უნდა ჩამოეყარა რაღაც არგუმენტები და ეთქვა, რა გინდათ, ვზრუნავთ ამ ადამიანზე, მაგრამ ეს ადამიანი ისეთი ჯიუტია, გვეწინააღმდეგება, ჩვენი ნება იყო, წასულიყო ჟენევაში და მან უარი თქვა.

მე მგონიეს თქვენს ძმასა და ვაჟს უკავშირდება. „მაესტროს“ ეთერით თქვენმა ძმამაც „აღიარა“, რომ „ქართული ოცნების“ აქციისშემდეგ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებათქვენ რას უკავშირებთ?

- ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რაც უფრო მეტი არგუმენტი მოჰყავთ, მით უფრო იხლართებიან საკუთარ არგუმენტებში. მაშინ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს მართლაც პოლიტიკური ნიშნით მომხდარა და ძირითადი მიზეზი ჩემი შვილის აქციაზე ყოფნა და ჩემი ძმის განცხადება ყოფილა. ალბათ... აბა, მეტი რა უნდა ვივარაუდოთ?

ანუ თქვენი ძმის მხრიდან საქართველოში ზარის განხორციელებას გულისხმობთუსმენენ ტელეფონებს და აქედან გამომდინარე,მიიღეს ეს გადაწყვეტილება?

- ალბათ, ასეა.

მაია ფანჯიკიძესთან მეგობრობს თქვენი ძმამათი ბავშვობის მეგობრობა საიდან იწყება?

- მაიას ოჯახს ახლოს ვიცნობდით, მის მშობლებსა და ჩემს მშობლებს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. ბავშვობაში სულ ერთად ვიყავით, წლების განმავლობაში ერთად ვისვენებდით. მაია ფანჯიკიძე ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილია, რომელიც მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარი იყო. მამაჩემიც მწერალი გახლდათ და მეგობრობდნენ. მოგვიანებით, ზაზასა და მაიას ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა, რადგან მაია გერმანიაში იყო ელჩად და ჩემი ძმაც წლების განმავლობაში იქ ცხოვრობს.

მართალიარომ გია ხუხაშვილის კლასელი ხართ?

- დიახ, ასეა. კომაროვში ერთად ვსწავლობდით. მაგრამ სამწუხაროდ, რაც დავამთავრეთ სკოლა, გიასთან არანაირი შეხება არ მქონია.

ქართ ოცნებაში“ გაწევრიანებას არ გეგმავთ?

- არავითარ შემთხვევაში. მინდა, მაქსიმალურად შორს ვიყო პოლიტიკისგან და საქმეს ვაკეთებდე. ამით ვეხმარებოდე ჩემს ქვეყანას. მე მგონი, ეს აქამდეც კარგად გამომდიოდა და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი არაერთხელ კიდევ გამოიჩენს თავს.