თბილისში იტალიელ მებაირაღეთა ფერადი სანახაობა გაიმართება(VIDEO)

თბილისში იტალიელ მებაირაღეთა ფერადი სანახაობა გაიმართება(VIDEO)

იტალიის რესპუბლიკის დაარსების 66–ე წლისთავთან დაკავშირებით, 31 მაისს, თბილისში, მეიდანზე  19 საათზე  იტალიელ მებაირაღეთა ეროვნული გუნდის (sbandieratori) უჩვეულო წარმოადგენა გაიმართება. შოუს იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი გახსნის. 

წარმოდგენაში მონაწილეობას იტალიის რვა ქალაქიდან და ექვსი რეგიონიდან  ჩამოსული სპორტსმენები და მუსიკოსები მიიღებენ. ქართველ მაყურებელს კი საშუალება ექნება ნახოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ფერადი შოუ ღია ცის ქვეშ, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება.

ღონისძიება, ასევე იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლის იუბილეს ეძღვნება