Victoria's Secret-ის ანგელოზის ცხელი ფოტოსესია ჟურნალი Vogue-სთვის(VIDEO)

Victoria's Secret-ის ანგელოზის ცხელი ფოტოსესია ჟურნალი Vogue-სთვის(VIDEO)

ჰოლანდიელი სუპერმოდელი და Victoria's Secret -ის საყვარელი ანგელოზი დაუტცენ კრეზი, ბოლო დროის, ყველაზე ცხელი ფოტოსესიის მთავარი გმირი გახდა. მოდის ჟურნალის Vogue-ის ჩინური გამოცემის ახალი ნომრისთვის, მოდელი საცურაო კოსტიუმებში პოზირებს, ფერადი ქვებით გაფორმებულ ღია ბოდეებში კრეიზი, მართლაც, თვალისმომჭრელად ბრწყინავს.

ყველაზე გასაოცარი დეტალი ახალ ფოტოსესიაში, რომელიც ყველას ყურადღებას წამებში იქცევს, მოდელის არაბუნებრივად მშვიდი პოზები და მისი სხეულის ნაზი ფორმებია. თითქოს მცხუნვარე მზის ქვეშ, წევს არა გოგონა ჩრდილოეთის ქვეყნიდან, არამედ ბარბის ორიგინალი თოჯინა.

ფოტოები, მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა, „ფეშენ-გადაღებების“  დიდმა ისტატმა სოლვე სუნდსბომ გადაიღო. ჟურნალის რედაქტორმა კი, სამოსი კრეიზს ამ გადაღებისთვის Dolce & Gabbana-ს, Prada-ს, Jason Wu-სა და Missoni-ს ახალი კოლექციებიდან შეურჩია.