მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ (VIDEO)

მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ (VIDEO)

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის ჩატარების მცდელობასა და შემდეგ დიპლომატების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

მეუფე იაკობი (იაკობაშვილი): „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ყველას მოგილოცავთ წირვის აღსრულებას. გუშინ ჩვენი ერის დიდი დღესასწაული იყო, ეროვნული დღესასწაული - ეროვნული დამოუკიდებლობის დღე და ყველას გილოცავთ და ღმერთმა ინებოს, რომ ქვეყნიერების აღსასრულემდე, მეორედ მოსვლამდე ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში საქართველოში ყოველთვის იდღესასწაულებოდეს ეს დღე და ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ, აუცილებლად, ამ დღეს, იმიტომ, რომ ამ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დღეს იყო პირველი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება. ისინი შეიკრიბნენ იმიტომ, რომ შეუმცდარი სწავლება გადმოეცათ ჩვენთვის და ამიტომ, ამ წმიდა მამათა სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დღეს არის აგრეთვე ხსენება მოწამისა ისიდორესი. საერთოდ, ძალიან საინტერესოა ადამიანის ცხოვრება, ამ ქვეყანაზე ნებისმიერი ადამიანის. მოავლენს ხოლმე უფალი ადამიანს და შემდეგ ყოველ ადამიანს აქვს თავის მისია. თუ ვინ როგორ იცხოვრებს, ამას თავისი თავისუფალი ნებით და თავისი თავისუფალი არჩევნით ირჩევს ადამიანი.

როდესაც წმიდა მოწამე გაიწვიეს ჯარში და მსახურობდა, ისეთი პერიოდია, მართლმადიდებლობას ებრძვიან და რაღაც-რაღაც სწავლებებია, უცხო კერპებია და მათადმი უნდათ დაიმორჩილონ ქრისტიანები და ისინიც იმის შიშით, რომ ან სამსახური არ დაკარგონ, ან რაღაც უარესი არ შეემთხვათ, ან სიცოცხლე არ დაკარგონ, უცხო ღმერთებს სცენ თაყვანი და უარყონ ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ დგება ხოლმე ადამიანი არჩევანის წინაშე და წმიდა ისიდორემაც სამარცხვინო ცხოვრებას არჩია, რომ ჭეშმარიტი ღმერთის დიდებისთვის მიეძღვნა თავის ცხოვრება - ახოვნად აღიარებს ღმერთს, უარს ამბობს კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღებაზე და კლავენ მას, მაგრამ ამ სიკვდილით ის გადადის მარადიულობაში. თუ არიან ადამიანები რომლებსაც მოკლავენ და მართლაც კვდებიან, არიან ადამიანები რომ სიკვდილის მერე მარადისობას და უფალს უერთდებიან.

ალბათ, თითოეული ჩვენთაგანიც უნდა დაფიქრდეს, თუ ცხოვრების რა წესი აირჩიოს და როგორ იცხოვროს. რისთვის წირავდნენ თავს, სანაცვლოდ რას იღებდნენ?! აი, თუნდაც წმიდა მოწამე ისიდორესთვის რა იყო მთავარი?! მთავარი იყო, რომ ღმერთის სწავლებას რა განდგომოდა.

ქართველი კაცისთვის რასაც წარმოადგენს ღმერთი, ყველამ ვიცით. სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენი ქვეყნის რომელ კუთხეშიც არ უნდა მივიდეთ, უამრავი ტაძარია, ნიშია თუ სალოცავია. როგორ არ უჭირდა ჩვენს ერს, მაგრამ ყოველთვის გამონახავდა ძალას, რომ ღვთის სადიდებლად ეშენებინა ტაძრები და ეღვაწა ღვთის სადიდებლად და მამულის სიყვარულში.

ქართველისთვის ღვთის მსახურება უბრალოდ ღვთის დიდებით და ღვთის მადლიერებით არ შემოიფარგლება. ეს არის ქართველისთვის სამშობლოს სიყვარული, თავისი ქვეყნის სიყვარული და ქვეყანა შედგება იმ ხალხისგან, რომელიც დასახლებულია ამ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიას აქვს საზღვრები.

სამწუხაროდ, როგორც იცით, წინა საუკუნეში, თუ ახლა ამ ათასწლეულში, ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვიყავით და წინა საუკუნეში ფაქტიურად რუსეთის წინაშე მიგვატოვა მსოფლიომ.

დღეს რა ხდება - როდესაც ოთხმოციანი წლების ბოლოს ერებმა აირჩიეს განვითარების გზა, ჩვენც ვფიქრობდით, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წევრები გავხდებოდით და რას ვითხოვდით მსოფლიოსგან?! რომ დაგვხმარებოდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსული აგრესიისგან, რომელიც დაშლის მომენტშიც აშკარა იყო, საქართველოში უკვე. ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში იცით რუსი რასაც ახორციელებდა და აფხაზეთთან მიმართებაში თუნდაც ბოლო, დღევანდლამდე რას აკეთებდა.

ჩვენ მათგან გვინდოდა, მსოფლიოსგან გვინდოდა დაცვა და გარანტია იმის, რომ ჩვენ თუ ვიქნებოდით თანამეგობრობაში, ისინიც დაგვიცავდნენ და მარტო მოწოდებების დონეზე არ იქნებოდა, არამედ როდესაც ერთს გაუჭირდებოდა, პირსისხლიანი მტრის წინაშე არ დაგვტოვებდნენ მარტოებს.

და რა ხდება, მე ვფიქრობ და უწმინდესმაც რამდენიმეჯერ უთხრა უცხოელებს - როდესაც რუსეთს, ჯერ კიდევ არ ეცალა ჩვენთვის, იმ საკუნეშიც შეეძლოთ, რომ რაღაც-რაღაც გაერთიანებებში მივეღეთ თუნდაც ნატოში, თუნდაც ევროკავშირში და ამით ჩვენი ტერიტორიის რღვევა აღარ დაიწყებოდა, მაგრამ დაგვტოვეს რუსეთთან პირისპირ და მივიღეთ რა - დროებით წართმეული ტერიტორიები, უამრავი ადამიანი აყრილია და თავის სამშობლოდან დევნილია, ზოგი ისევ ჩვენს მიწაზეა, ზოგი კიდევ უცხოეთშია, ძალიან ბევრი - მილიონზე მეტი საერთოდ, საქართველოდან ამ მძიმე მდგომარეობის გამო გასულია.

ჩვენი ისტორია, არც მეოცე საუკუნიდან დაწყებულდა და მით უმეტეს არც ოცდამეერთე საუკუნიდან. ერს დამწერლობაც ჰქონდა და არა ერთი, რამდენიმე და ენაც გვაქვს, ჩვენი ქვეყანაც გვიყვარს და სხვა ერებიც გვიყვარს. ჩვენ მტრებსაც კი მტრულად არ ვექცევით. თუ არა, გადავხედოთ და ვნახავთ.

როდესაც ჩვენს ქვეყანას უჭირს, ეკლესია არის ხოლმე ყოველთვის იქ, სადაც უნდა იყოს. ეროვნული მუხტი ყოველთვის არის ეკლესიაში. ამას ყოველთვის ებრძოდნენ და ებრძვიან, მაგრამ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა - რაც არ უნდა შეიკრიბნონ და ებრძოლონ, ქართველს კაცს ვერასდროს ვერ დააჩოქებენ. შეიძლება დროებით წაგვართვან რაღაც ტერიტორიები, ჩვენ სულ სხვა დახმარება გვინდოდეს და სულ სხვა დახმარებას გვთავაზობდნენ.

აი, მაგალითად, ჩვენ რა დახმარება გვინდა დღესაც მსოფლიოსგან - გვინდა რომ აღდგეს ჩვენი ტრიტორია, ჩვენი საზღვრები აღდგეს, მშვიდობა იყოს ჩვენთან და შიგნითაც, ამ ქვეყნის გახლეჩვას ვიღაცეები რაღაცა სხვა იმედით არ უყურებდნენ.

რეალობას რომ შევხედოთ, დღეს ქვეყანა არის ორ ნაწილად გახლეჩილი, ამ საუკუნეში. არის ტერიტორია რომელზეც ჩვენი, საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. წინა საუკუნეში კიდევ იცით, რომ ორჯონიკიძეებმა და კიდევ მამულის სხვა გამყიდველებმა რამდენი ჩვენი ქვეყნის ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნებს გადასცეს, ისინიც დასაბრუნებელია, ეს ყველა ტერიტორია, მაგრამ სულ უახლოეს წარსულში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩაუვარდათ რუსებს ხელში.

რამდენი ხანი ვითხოვდით მსოფლიო თანამეგობრობას, რომ დავეცავით?! თუ ბალტიისპირეთი მიიღეს თავისთან და ამით დაცვა გაუკეთეს ბალტიისპირეთს, ხომ შეეძლოთ ჩვენც მივეღეთ?!

როდესაც აი, ამ ცოტა ხნის წინ წასულები ვიყავით გარეჯში, ჩვენი ტკივილის გამო, გულისტკივილის გამო, რაღაც მსვლელობები იმართება ამ დროს თბილისში და ყველანი ლაპარაკობენ, ის ქვეყნები, რომლებისგანაც სულ სხვა დახმარებას ველით, რომ თურმე ვიღაცეების უფლებები უნდა დავიცვათ და ეს ვიღაცეები არიან მამათმავლები, დედათმავლები, სქესგადაკეთებული ადამიანები და კიდევ არ ვიცი ვინ. ეს არის სრული უზნეობა.

ჩვენ თავისუფლება იმისთვის არ გვინდა, რომ ტერიტორიები რომელიღაც იმპერიებმა წაგვართვან და მერე - ჩვენი თავისუფლების გზა არ გადის მამათმავლობაზე და სხვადასხვა რაღაცაზე.

დღეს ბევრია ადამიანი რომელიც ჩვენს საუბრებს ჩაკირკიტებს და ე.წ. კომპიუტერებზე, ფორუმებზე და სხვადასხვა რაღაცეებზე, ფეისბუქზე ათას რაღაცას ამბობენ ჩვენზე. საიდან მოიტანეს, რომ საქართველოს განვითარება გადის ამ უმსგავსობაზე?! ეს ცოდვაა, ეს ადამიანები თუ არიან საზოგადოების წევრები, მათ არავინ არ ჩაგრავს, მაგრამ ცოდვის ასე აფიშირებას ქართველი ადამიანი ვერ შეეგუება, რომელი სახელწმიფოც არ უნდა უჭერდეს მხარს იმას. ეს კარგად უნდა იცოდეს ყველამ.

თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 შტატს არა აქვს მიღებული ეს კანონი. ტეხასში გაუბედონ, ჩავიდნენ და მასეთი რამე უთხრან რა დღეში ჩააგდებენ, ვინც მაგის ქადაგებას დაიწყებს, ნახავენ.

ამერიკაშიც როგორ არის - რუსეთს რომ ჰქონდა ორმაგი პოლიტიკა, იქაც ისეა. არის შტატები სადაც ეს დაშვებულია და არის სადაც დაშვებული არ არის. ვისთანაც უნდათ იმასთან, იმ მხრიდან მივლენ. არის სიკვდილით სჯიან შტატებში და არის შტატები სადაც სიკვდილით დასჯა არ არის.

ჩვენთანაც ე.წ. ლიბერალები, რომლებიც განძს იღებენ, გამოდიან და ქვეყნის წინაშე რა დამსახურება აქვთ, რომ მარტო ამას იცავენ?! გამოვიდნენ და ქვეყანა დაიცვან, როცა ომია იბრძოლონ, ომში იბრძოლონ, მაგრამ ის ადვილია, ფული აიღო ქვეყნის გაყიდვაში.

უწმინდესი როცა წაბრძანდა, საქართველოში არ ბრძანდებოდა, მაშინ ხდება ეს ყოველივე. უწმინდესი შეიძლება ფიზიკურად გავიდეს საქართველოდან, თორემ სულიერად არასდროს არ ტოვებს საქართველოს და ჩვენ, ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით. ის ადამიანები, რომლებიც ცოდვაში არიან და ასევე ნებისმიერი ადამიანი ცოდვაში ვართ - ზოგი ქურდობას, ზოგი ავაზაკობს, ზოგი მრუშობს, მაგრამ სინანულის გრძნობა უნდა გვქონდეს, ამის აფიშირების სურვილი კი არ უნდა გქონდეს და განსაკუთრებულად კი არ უნდა გამოგვყავდეს ეს ადამიანები?! 

ჩვენ სხვა საქართველოს ვაშენებთ. ჩვენი საქართველო ზნეობრიობაზე და მორალზე დაფუძნებული უნდა იყოს. როდესაც საქართველოში ადამიანების უმეტესობა მორწმუნეა, მე არ ვლაპარაკობ მარტო მართმადიდებლებზე, არიან ასევე კათოლიკეები, არიან ხვადასხვა კომფესიების ადამიანები, არიან მუსულმანები, ნებისმიერი რელიგიისთვის მიუღებელია აღვირახსნილობის ქადაგება. ამიტომ, ხალხის უმრავლესობის აზრი უნდა გავითვალსწინოთ ყველამ.

სოდომს და გომორს რა მოუვიდათ კარგად ვიცით. სანამ აღვირახსნილი ცხოვრების პროპაგანდა არ დაიწყეს, მანამდე ჯერ კიდევ შენახული ჰყავდა უფალს და არ დაუწვავს გოგირდის ცეცხლით და ჩვენც არ გვინდა რომ საქართველოს რაიმე ტკივილი მიადგეს, ვინმესგან და რამისგან.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სული წმიდის მადლით აგავსოთ. ჩვენს წინაპრებს იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ უმსგავსო რაღაცეები წინა პლანზე გამოვიტანოთ და ეროვნული ფასეულობები, რაც გვაქვს, ისინი გადავყაროთ და ფეხქვეშ გავთელოთ. ოჯახში კაცი კაცი უნდა იყოს, ქალი ქალი უნდა იყოს, სიყვარული უნდა სუფევდეს არა მარტო ოჯახში, არამედ მთელ საზოგადოებაში. საზოგადოების გაყოფა რა შეიძლება და ეკლესია ღვთის წიაღში ყველას აერთიანებს, იმიტომ რომ ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი ჰყოფს.

ჩვენთან, ჩვენს საზოგადოებაში არავის არ ვჩაგრავთ, არც უცხო სარწმუნოების, არც უცხო ერის და არც თუნდაც სხვა ტრადიციების მატარებელ ადამიანებს და რაღაც უფლებებს და რაღაცას, თურმე მეტი არაფერი არ სჭირდება საქართველოს და მთელი უცხოეთი იმაზეა გადასული, როგორ დაეხმარონ ვიღაცეებს, მამათმავლებს და იმათ, რომ აცხოვრონ. ასე არ შეიძლება და ვერ მივიღებთ ამას, ცუდი რამე მოჰყვება ასეთ რაღაცას, ძალიან ცუდი რამე მოჰყვება, მერწმუნეთ - არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ და ნუ შემოგაქვთ ისეთი ფასეულობები. ევროპას და დასავლეთის ცივილიზაციას ძალიან ბევრი რამ აქვს კარგი, რომლის შემოტანაც აუცილებელიც არის და ის შემოვიტანოთ და არა ის, რაც ასე მიუღებელია, ძალით ნურაფერს ნუ გვახვევთ თავზე, იმიტომ რომ ღმერთი არ არის თვითონ მოძალადე და არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, სხვა ადამიანების უფლება და ერის უფლება, მით უმეტეს მორწმუნე ერის უფლება ასე გათელოს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ და ვისწავლოთ ამ ქვეყანაში ცხოვრება, ვისწავლოთ, სიყვარულით ვისწავლოთ, ურთიერთსიყვარულით და ურთიერთგატანით ცხოვრება ვისწავლოთ და არა ის, რომ სიძულვილი გვქონდეს ერთმანეთის.

თუ გვინდა კარგი საქართველოს ავაშენოთ, ძლიერი საქართველო, ერთმანეთის სიყვარულის გარეშე და ერთმანეთის შენდობის გარეშე ვერასდროს ვერ ავაშენებთ ასეთ ქვეყანას.

ოთხშაბათს უწმინდესი ჩამობრძანდება, ლოცვა-კურთხევა გადმოგცათ ყველას და ისტორიული შეცდომები რომ არ გავიმეოროთ, თუ უცხოეთს ჩვენი დახმარება უნდა, ტერიტორიების აღდგენაში დაგვეხმაროს და მართლაც ისე შეგვეწიოს რომ მარტო იმის დონეზე არ იყოს, რომ „ვწუხვართ“ - ეს ვიშვიში და ასე წუხილი არაფერი არ არის თუ რაღაც არ მოჰყვა. ჩვენს გვერდზე არის იმპერია, თან პირი აქვს დაღებული, გადაყლაპვა უნდა მთლიანად საქართველოსი და აქედან ცოტა რაღაც ქმედითი ზომები აუცილებლად უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.

ძალიან ძნელია ძლიერი სახელმწიფო ააშენო, დღევანდელი მსოფლიოში, თუ თანამეგობრობის, მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების თანადგომა არ გვექნება და თანადგომა, ალბათ, პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და იმ ტერიტორიებზე მოსახლეობის დაბრუნებით უნდა გამოიხატებოდეს, რომლებიც აყრილები და გაგდებულები, იძულებით გადაადგილებულები არიან იქიდან.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ და ცოტა ფრთხილად ვიყოთ ხოლმე, როდესაც ახალი რაღაცეების დამკვიდრება გვინდა. ის, რაც მიუღებელია, იმას ვერ დავამკვიდრებთ ვერასდროს. ჯვარი წერია ქართველ ერს, რომ რაღაცა ისეთს შეეგუოს, რაც შესაგუებელი არ არის.  ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. იხარეთ ორსავ სოფელს შინა“.