ათობით ათასმა ადამიანმა გაავსო საქართველოს დედაქალაქის ქუჩები, რათა დასწრებოდნენ პოლიტიკურ მიტინგს, რომლის ორგანიზატორიც იყო ქართველი მილიარდერი და ოპოზიციის ლიდერი.
ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის უმდიდრესი კაცი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიას ატარებს.
ეს იყო უდიდესი ანტისამთავრობო დემონსტრაცია წლების განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრის მიხეილ სააკაშვილის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის იანვარში იწურება.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სამომავლო გეგმები ცხადი არ არის, მას არ გამოურიცხავს პრემიერ-მინისტრად გახდომა.
ივანიშვილი პოლიტიკაში გასულ ოქტომბერს მოვიდა და განაცხადა, რომ აყალიბებს პოლიტიკურ პარტიას საპარლამენტ არჩევნებში გამარჯვებისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების მიზნით.
მან თავისი ქონება ოპოზიციის გაერთიანებისა და საარჩევნო კამპნიის დაფინანსებისათვის გამოიყება.
მიმართავდა რა შეკრებილ მასებს, მან განაცხადა: „ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხს წარმოადგენს”.
„ჩვენ უეჭველად გავიმარჯვებთ, თუმცა მხოლოდ სურვილი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის“.
ივანიშვილის მხარდამჭერები პეზიდენტ სააკაშვილს ავტორიტარიზმში დებენ ბრალს და ამბობენ, რომ მან საკმარისი არ გააკეთა სიღარიბისა და უმუშევრობის დასაძლევად.
თუმცა ბევრი ქართველი ამომრჩეველი ეჭვით უყურებს ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში 1990-იან წლებში შეიძინა.
BBC-ის კორესპონდენტი თბილისში, დემიან მაკგინესი ამბობს, რომ დემონსტრაცია დღეს თბილისში ისე აღიქმება, როგორც ოპოზიციის საზოგადოებრივი მხარდაჭერის ტესტი.
ოპოზიციის განცხადებით, მიტინგზე 300,00 კაცი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველ პარტიას უფრო მეტი ექნება საბრძოლველი, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი.
გასულ წელს ოთხი ადამიანი დაიღუპა, როდესაც პოლიციას შეტაკება მოუვიდა აგრესიულ დემონსტრანტებთან კიდევ ერთი ოპოზიციური გამოსვლის დროს.
სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე, საქართველო თითქმის არშემდგარი ქვეყანა იყო, კიმინალის მაღალი მაჩვენებლით.
ჩვენი კორესპონდენტის განმარტებით, არსებობს შიში, რომ ხელისუფლების შეცვლა ქვეყანას იმ წარსულთან მიაბრუნებს.
foreignpress.ge