ქეთევან ტომარაძე: „ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, რადგან ქვეყანას გადარჩენა სჭირდება“

ქეთევან ტომარაძე: „ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, რადგან ქვეყანას გადარჩენა სჭირდება“

მაია მიმინოშვილის სამსახურიდან დათხოვნას ძალიან საინტერესო მოვლენები მოჰყვა. კერძოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრის რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა განცხადებები დაწერა და სამსახურიდან წამოვიდა.

ასეთი სოლიდარობის აქტებით უკანასკნელი წლების განმავლობაში განებივრებულები არ ვართ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანის ყოფილი თანამშრომლები თავიანთ პოზიციის დაფიქსირებას არათუ ღიად, არამედ ერთმანეთთან ჩურჩულითაც კი ვერ ბედავენ.

როგორც ჩანს, დღეს ვითარება შეიცვალა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამ ადამიანებს ისედაც გამოუშვებდნენ, მაგრამ მათ არც კი უცდიათ სამსახურების შენარჩუნება, პირიქით თავიანთი პროტესტი ღიად გამოხატეს.

კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტის ქეთევან ტომარაძის ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები. ალბათ, დიდი გამბედაობა სჭირდება იმას, რომ როდესაც სამსახურიდან გამოგიშვებენ, ამის შემდეგ კი არ დაიწყო ხელისუფლების კრიტიკა, არამედ, როდესაც ამ სისტემაში მუშაობ და არავინ გემუქრება სამსახურიდან გაგდებით, სწორედ ამ ეტაპზე გამოხატო შენი კრიტიკული პოზიცია. მით უმეტეს გასათვალისწინებელია ნაცმოძრაობის წევრების აგრესიული დამოკიდებულება მათდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ.

საზოგადოებას შევახსენებთ გიგი წერეთელის გუშინდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, თუკი საჯარო სამსახურში მუშაობ, საპროტესტო აქციაზე მისვლის უფლება არ გაქვს.

რაც შეეხება ქეთევან ტომარაძეს, იგი მაია მიმინოშვილსა და დიმიტრი შაშკინს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შაშკინი უბრალოდ შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა მიმინოშვილზე შური ეძია.

presage.tv გთავაზობთ ინტერვიუს ქეთევან ტომარაძესთან.

ქეთევან ტომარაძე: ფაქტია, რომ შაშკინს რაღაც პოლიტიკის გატარება უნდა და ამაში, როგორც ჩანს, გამოცდების ეროვნული ცენტრი უშლიდა ხელს. როდესაც მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და ამის შესახებ ცნობილი გახდა, თვითონ შაშკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი პოზიციები შეუთავსებელია. მეორე მხრივ, განათლების სისტემაში ეს სეგმენტი, ანუ გამოცდების სეგმენტი ყველაზე წარმატებულია. აქვე მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს სკოლებში შეისწავლა მდგომარეობა კითხვის უნარისა და წაკითხულის გააზრებისა და გადმოცემის თვალსაზრისით, აღმოჩნდა, რომ საქართველო არის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე. აღსანიშნავია, რომ ამაზე შაშკინს არავითარი რეაქცია არ ჰქონია. პირიქით, მან კატეგორიულად მოითხოვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამგვარი კვლევები აღარ ჩატარებულიყო, რადგან თითქოსდა, ასეთი კვლევები საქართველოსთვის საჭირო აღარ იყო.

გასაოცარია, რომ წარუმატებლობაზე არ რეაგირებ, ხოლო წარმატებულ სეგმენტზე გაქვს ასეთი რეაქცია, რომ ამ სეგმენტის ხელმძღვანელს, რომელიც გამოცდების, შეფასების და საერთოდ რეფორმის სულის ჩამდგმელია, ათავისუფლებ სამსახურიდან. ეს უკვე ბადებს ეჭვს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პიროვნულ და არა განათლების პოლიტიკის საფუძველზე წარმოშობილ დაპირისპირებასთან.

მაია მიმინოშვილის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაციარომ შესაძლოა, ამას პოლიტიკური სარჩულიადევს და მისი ვაჟის „ქართული ოცნების“ აქციაზე მისვლასთან არის დაკავშირებულითქვენი აზრითრას უკავშირდება ასეთ რთულპერიოდში მაია მიმინოშვილის განთავისუფლება?

- ეს შეიძლებოდა მხოლოდ საბაბი გამხდარიყო, მაგრამ ჩემი აზრით, მიზანი უფრო სიღრმეებში უნდა ვეძებოთ. კერძოდ, შაშკინმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ მისაღები გამოცდები გაუქმებულიყო და აბიტურიენტები უმაღლეს სასაწავლებლებს სასკოლო ატესტატების საფუძველზე მიეღოთ, ან მხოლოდ უნარ-ჩვევების გამოცდა ჩაბარებულიყო. ამას მაია მიმინოშვილმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შაშკინს დაუმტკიცა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან თუკი ამ გზით წავალთ და მხოლოდ უნარ-ჩვევების გამოცდის საფუძველზე ჩავრიცხავთ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში, სულ მალე უვიც და უცოდინარ თაობას მივიღებთ. ამაში მაშინ როგორც ჩანს კი დაარწმუნა მაიამ შაშკინი, მაგრამ ეს უკანასკნელი შესაფერის დროს ელოდებოდა იმისთვის, რომ თავისი გაეტანა, რადგან როგორც მინისტრი ეტყობა შეურაცხყოფილი იყო.

როგორც ჩანს, შაშკინს მიაჩნდა, რომ მიმინოშვილზე მაღლა დგას და გამოცდების ცენტრი მას უნდა დამორჩილებოდა. ახლა კი, ამ დემონსტრაციის და ამ ყველაფრის ფონზე, მან მომენტი იხელთა, დაიბარა მიმინოშვილი და გაანთავისუფლა.

ანუ თქვენ ფიქრობთრომ ეს შაშკინის დონეზე გადაწყდა და პრეზიდენტთან შეთანხმებული არ ყოფილა?

- ასეთი რაღაცეები პრეზიდენტის გარეშე არ წყდება. აქვე გეტყვით, რომ მაია მიმინოშვილს ადრეც შესთავაზეს სხვა თანამდებობაზე გადასვლა, რაზეც მიმინოშვილმა უპასუხა, რომ იგი ან გამოცდების ეროვნულ ცენტრში დარჩებოდა, ან საერთოდ წავიდოდა. მაიამ მაშინ თქვა, მე ვაკეთებ საქმეს და მაცალეთ საქმის კეთებაო.

ქალბატონო ქეთევანსაერთოდ, უკანასკნელ წლებში საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანები თავს იკავებენ ხოლმე ისეთიგანცხადებებისგანროგორსაც თქვენ აკეთებთ. რატომ გადაწყვიტეთ საჯაროდ თქვენი პოზიციის დაფიქსირება?

- ქვეყანა არის უაღრესად კრიტიკულ მდგომარეობაში, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური და თუ გნებავთ კულტურისა და განათლების კუთხით. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს არავინ უნდა გაჩუმდეს. ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, რადგან ქვეყანას გადარჩენა სჭირდება.

თქვენი ამგვარი პოზიცია კომიტეტში მუშაობის პროცესში თუ გამოგიხატავთ და რაიმე ზეწოლა თუ ყოფილა ამის გამოთუნდაც მასშემდეგრაც საჯარო განცხადებები გააკეთეთ?

- იყო მხოლოდ მეგობრული გასაუბრება, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. უბრალოდ, რბილად მაგრძნობინეს, რომ არ არის საჭირო კრიტიკული გამოსვლები კომიტეტზე და - საერთოდაც.

თქვენს დღევანდელ განცხადებებს თუ მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე რეაგირება?

- არა, კომიტეტის თავმჯდომარემ თათბირი ჩაატარა და უბრალოდ გაგვესაუბრა.

როგორც წესი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ უყვართ მათ რიგებში განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების ყოფნადა არ გეშინიათრომ შესაძლოა თქვენც მაია მიმინოშვილის ბედი გაიზიაროთ?

- კი, გასაგებია, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. მე მაქვს ჩემი პროფესია და ცხოვრებაში ჩემს ადგილს ყოველთვის ვიპოვი.