ივანიშვილმა უკან დასახევი გზა მოიჭრა

ივანიშვილმა უკან დასახევი გზა მოიჭრა

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. საზოგადოება ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არაერთი ბლოკის, კოალიციისა თუ გაერთიანების მოწმე ყოფილა, თავისი ნდობა და თანადგომაც არაერთხელ გამოუხატავს პოლიტიკური სუბიექტებისადმი, თუმცა, როგორც „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხი, ამჯერად, პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილისთვის ნდობის გამოსახატავად მოვიდა.

რა მოლოდინი აქვს ხალხს, რა სჭირდება ქვეყანას და რამდენად შეუსრულდება მას აღთქმული ქართული ოცნება, ალბათ, ამაში დასარწმუნებლად გარკვეული დროა საჭირო, მაგრამ როგორია თავად „კოალიციის ლიდერის“ ძირითადი გზავნილები ქართველი ამორჩევლისადმი და რამდენად სწორი ტაქტიკა აქვს არჩეული ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.

როგორც ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე presage.tv-სთან ინტერვიუში ამბობს, ივანიშვილმა უკან დასახევი გზა თავადვე მოიჭრა და  მიზნის მისაღწევად ერთადერთი შანსი აქვს - ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა.

27 მაისს თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანი ვიხილეთროგორც კოალიციის წარმომადგენლები აცხადებდნენეს იყოთბილისის ამომრჩევლის „გადახედვა“ და ერთად დგომის დადასტურებამართლაც უამრავი ხალხი გამოვიდა გარეთთქვენიშეფასებითრას ნიშნავს ამხელა მხარდაჭერა თავად კოალიიციისათვისარის თუ არა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა?

27 მაისს, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, თბილისმა ფაქტობრივად, თავისი ხელისუფლება აირჩია. თბილისმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და ახლა ჯერი რეგიონებზეა. რეგიონების არჩევანზე მართლაც ექნება ბიძინა ივანიშვილს სამუშაო, რადგან რეგიონები გადაწყვეტს არჩევნების ბედს.

თბილისსა და რეგიონს შორის ამხელა განსხვავებას განსაზღვრავს ის, რომ ქვეყანა ფაქტობრივად, ორ სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობს. ერთშია თბილისი და მეორეში დანარჩენი საქართველო. აქედან გამომდინარე, თუ ივანიშვილი შეძლებს, გააფართოებს თბილისის საინფორმაციო ველს და მოიცავს მთელ საქართველოს, მაშინ, მას შეიძლება არჩევნებში ძალზე სოლიდური გამარჯვების იმედი ჰქონდეს.

27 მაისის აქციის წარმატება განაპირობა იმან, რომ დედაქალაქს ხელი მიუწვდება რეალურ ინფორმაციაზე, რაც არ არსებობს რეგიონებში.

ამ დღემ გაზომა არა იმდენად ივანიშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა, არამედ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც საკუთარ თავს აჯობეს. ეს იყო იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც საკუთარი მომავლისთვის საკუთარ შიშს სძლია, იმიტომ, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, მაგრამ სხვადასახვა ფაქტორთა გამო, ისინი, უბრალოდ, ქუჩაში არ გამოვიდნენ. მაგრამ ის რაოდენობა ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარ თუ სამსახურის დაკარგვის ან სხვა, ათასი რამის შიში დაძლია, ძალიან შთამბეჭდავია საიმისოდ, რომ ვთქვათ - თბილისმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილმა თბილისი წინასწარ შეამზადა 24 და 25 მაისს ტელეკომპანიების, „კავკასიისა“ და „მაესტროს“ ეთერითგამოსვლისასთქვენი შეფასებითრა ძირითადი გზავნილები მიიღო თბილისის ელექტორატმარომელმაც, როგორც თქვენ თქვით,სძლია საკუთარ თავს და გარეთ გამოვიდა?

- „კავკასიის“ ეთერს მე დავარქმევდი უფრო განწყობის შექმნას. ეს განწყობა ორი ძირითადი მიმართულებით გაიშალა. ერთია ის, რომ იგრძნობიდა აბსოლუტურად გადამდები და ყოვლისმომცველი გულწრფელობა, რაც ძალიან მომგებიანია ამომრჩეველთან ურთიერთობისას და დისტანციას - „გამოღმით შენ ხარ, გაღმით მე“ - რაც ხშირ შემთხვევაში არის პოლიტიკოსსა და ამომრჩეველს შორის, ამცირებს და მინიმუმამდე დაჰყავს.

მეორე მიმართულება იმ განწყობისა, რაც შეიქმნა „კავკასიის“ ეთერში იყო, თავდაჯერებულობაა. ეს არის ორი ძალზე მნიშვნელოვანი განწყობა, რომელიც რეალურად, გზავნილად მივიდა საზოგადოებამდე.

ანუ ივანიშვილი აქამდე ნაკლებად ტოვებდა თავდაჯერებული ფიგურის შთაბეჭდილებას?

- ივანიშვილს თავდაჯერებულობა არც მანამდე აკლდა, მაგრამ ის, რაც ამ გამოსვლისას ვნახეთ, წინა პერიოდისგან განსხვავებით, იყო ის, რომ ამ თავდაჯერებულობას ჰქონდა  გადამდები ძალა, ეს არ იყო მხოლოდ ერთი კაცის თავდაჯერებულობა, რომელსაც თავისი გზის და თავისი წარმატების სჯერა. მაყურებელსა და ივანიშვილს შორის ამ შემთხვევაში თანაგანცდა იყო და ეს თავდაჯერებულობა არ დარჩა მის პერსონალურ შეგრძნებად, ის გადაეცა მსმენელსა და მაყურებელს.

როგორფიქრობთასეთი ეფექტი იმ კონკრეტულ თემებზესაუბარმა შექმნა რაც ხალხს განსაკუთრებით აინტერესებს?

- აქ არის ერთი არსებითი მომენტი, ივანიშვილმა წინა პლანზე წამოსწია სოციალური თემატიკა. თითქოს ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს, რადგან მსოფლიოში წამყვანი სწორედ სოციალური თემატიკაა, მითუმეტეს, ისეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ წინა წლების ქართული ოპოზიციური სპექტრის აქტიურობას თუ გადავხედავთ,  მართლსაც საოცრება იყო, რომ სოციალურ თემატიკას ისინი გაურბოდნენ. სწორედ ეს იყო არა ერთადერთი და ყველაზე მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა. ანუ, ისინი ფაქტობრივად, საზოგადოების ძირითად მოთხოვნებს აცდენილები იყვნენ. ამ მრავალწლიანი პაუზის შედეგ ივანიშვილმა კვლავ ასწია სოციალური მოთხოვნების დონე და წინა პლანზე გამოიყვანა.

როგორც ვხედავ, მის საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკაში წინა პლანზე სწორედ სოციალური თემატიკა წამოვა.

ამისი ნიშანი იყო ის, რომ მოლოდინი იქმნება - არავინ იცის, ივანიშვილმა იყიდა თუ იყიდის „თელასისა“ და „ყაზრტანსგაზის“ აქციებს, მაგრამ ის, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო და ის, რომ კატეგორიულ უარს არ ამბობს და შეკითხვებს არ გაურბის, იმას ნიშნავს, რომ  მან ზუსტად იცის, რა მოლოდინები უნდა შექმნას საზოგადოებაში.

ეს ძირითადი სოციალური მოლოდინები მან ძალიან კარგად გაზომა და იცის, რომ ქველმოქმედების გარდა ეს იქნება ის ძირითადი მოლოდინი, რომელსაც ივანიშვილი თითოეულ ამომრჩეველში ჩადებს. უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ გადასახადი, რაც მძიმე ტვირთად აწევს ხალხს, ნებისმიერ შემთხვევაში გადაიხედება და ეს შემცირებული გადასახადის სახით აისახება მის სოციალურ ყოფაზე. სწორედ სოციალური თემების წინ წამოწევა არის მისი წარმატების ყველაზე სოლიდური გარანტი და სწორედ ეს მოლოდინი, „თელასისა“ და „ყაზტრანსგაზის“ ყიდვისა, რაც რეალურად იქმნება მის გარშემო და რასაც თვითონაც უწყობს ხელს თავისი პასუხებით, სწორედ იმისი ნიშანია, რომ ის ზუსტად მიხვდა, რა ენაზე უნდა ელაპარაკოს საზოგადოებას.

ანუ, ის კომუნიკაციარაც ოპოზიციურ პარტიებსა და ხალხს შორის ვერ ხდებოდაშედგა...

- ფაქტობრივად, მისი გამოსვლის ფორმა და შინაარსი თანხვედრაში იყო, გამოჩნდა, რომ მან იცის, რა უნდა უთხრას საზოგადოებას და როგორ უნდა უთხრას. როდესაც  ვსაუბრობთ სოციალურ თემატიკაზე და იმ ფორმაზე რა ფორმითაც მოხდა ამისი მიწოდება საზოგადოებისადმი, სწორედ აქ ხდება თანხვედრა. ნაციონალურ არხებზე ისმოდა კრიტიკა, რომ არ ყოფილა კონკრეტული დაპირებები და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, რომ არც იყო ამისი აუცილებლობა. ის სათქმელი, რაც უნდოდა, რომ მიეტანა საზოგადოებამდე, აბსოლუტურად სრულად მიიტანა.

არ აქვს მნიშვნელობა, რა კონკრეტული ფრაზებით იყო გადმოცემული. რაც არ უნდა ჩამოეთვალა მას, ეს იქნებოდა 500-ლარიანი ხელფასი თუ სხვა, მისი გულწრფელობით ეს ყველაფერი განივთდა და მოსახლეობაში მისი ნდობის ხარისხი ამაღლდა. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან და სასიცოცხლო პრობლემას შეეხო და აგრძნობინა, რომ  მე ვიცი თქვენ რა გაწუხებთ და შეგიძლიათ, მენდოთ ამ საკითხების გადაწყვეტისას.

თითქოს „კავკასიის“ ეთერში ივანიშვილმა თქვა ყველაფერირაც ხალხს აინტერესებდამაგრამ არანაკლები ინტერესი იყოსაზოგადოების მხრიდან მეორე დღესაცროდესაც ის „მაესტროს“ ეთერით გამოვიდა...

- მაესტროს ეთერში ჩვენ სულ სხვანაირი ივანიშვილი ვიხილეთ, ტრანსფორმაცია 6 თვის წინანდელი ივანიშვილისა, აშკარად თვალსაჩინო იყო. ის ბარიერები, რომელიც მას ჰქონდა მედიასთან ურთიერთობაში, რომელიც ვიზუალურადაც ჩანდა, დაძაბულობაში და ტექსტობრივადაც, ეს ყველაფერი მოხსნილი იყო. ამ შემთხვევაში, სულ სხვა სახით წარსდგა ივანიშვილი ხალხის წინაშე.

აქაც ახალი არაფერი თქმულა და მხოლოდ კონკრეტული მიმართულებებით დაკმაყოფილდა ამომრჩევლის ინტერესი. ითქვა საგარეო კურსის შესახებ, კიდევ ერთხელ დაკონკრეტდა პროდასავლური მიმართულება, კიდევ ერთხელ გაიჟღერა ბურჯანაძის თემამ...

სხვათა შორისბურჯანაძის თემა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდანვე საკმაოდ მტკივნეულია საზოგადოების ერთინაწილისთვის...

- არ მტოვებს განცდა, რომ ეს თემა არ არის ისეთი აქტუალური, ხელოვნურად ხდება მისი გააქტიურება და ეს გამოწვევა შესაძლოა, გარკვეული ტაქტიკაც კი იყოს ამ პოლიტიკური ძალების მხრიდან.

რას გულისხმობთ?

- პრორუსული ელექტორატი, რომელიც ივანიშვილს არ ემხრობა მისი პროდასავლელობის გამო, მაშინ, როდესაც თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - საკითხს ამ კუთხით რომ შევხედოთ, გონიერი პოლკიტიკოსი აუცილებლად იფიქრებდა, რატომ დავტოვო ეს ხმები აუთვისებელი. მინიმუმ, რატომ დავტოვო ეს ხალხი სახლში არჩევნებისას. მე თუ მის გემოვნებას არ ვაკმაყოფილებ, როგორც პროდასავლური მიმართულების, ეს ხალხი დარჩება სახლში და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რასაც ცარიელი ბიულეტენების გაყალბება შეიძლება მოჰყვეს.

ამ ამომრჩეველს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ამერიკაზე განაწყენებული ამომრჩეველი, რომელმაც ამ თავისი იმედგაცრუების გამო, მზერა ისევ რუსეთისკენ მიმართა და ასეთი ცოტა არ არის. რატომ უნდა დარჩეს ამ ამომრჩევლების ხმები გამოუყენებელი, როდესაც არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ამ ხმებმა მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალები თუნდაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც შეიყვანონ პარლამენტში. ამ ტიპის ელექტორატი არის სწორედ ბურჯანაძე-კუკავა-შაშიაშვილის სეგმენტის ამომრჩეველი და რატომ უნდა დარჩეს ეს ამომრჩეველი ჰაერში, როდესაც ის რეალურად, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია და არა პროსახელისუფლებო.

კიდევ ერთ, რუსულ ორბიტაზე მოტრიალე პოლუსს შესაძლოა, ჰქონდეს პარლამენტში მოხვედრის შანსი და ასეთ შემთხვევაში, ის მკვეთრად ოპოზიციურ ნიშას დაიკავებს.

შესაძლოა, ეს ტაქტიკაც იყოს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ანალიზის შედეგია და არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება არ გამაჩნია.

ძალზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი თემარაზეც ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრაეს არის კოალიციისუმრავლესობით მოსვლის შემთხვევაშიქვეყანაში  ორხელისუფლებიანობის თემარამაც შესაძლოასერიოზული პრობლემები შექმნას...

- პირველად ამ თემამ გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ფრენკ ვიზნერის ვიზიტისას გაიჟღერა, როდესაც ითქვა, რომ განიხილეს არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული სიტუაცია, არამედ ის დილემაც, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება შეიქმნას და ამაში იგულისხმებოდა სწორედ ორხელისუფლებიანობა.

ეს მართლაც ძალზე სერიოზული პრობლემაა და ამისი გადაჭრის გზებზე, ალბათ, მუშაობენ. თუმცა რამდენად არის შესაძლებელი, პაზრალიზება მოახდინოს ამ ორხელისუფლებიანობამ ზოგადად, ხელისუფლების ფუნქციონირების თვალსაზხრისით, ამისი თქმა ჯერჯერობით, მიჭირს, იმიტომ, რომ ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

თუკი ივანიშვილი აბსოლუტური უმრავლესობით მოვიდა პარლამენტში, ვფიქრობ, რომ არ გაუჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება. ამ შემთხვევაში ეს ბევრ პრობლემას გადაჭრის და საბაბი და მიზეზი საძებნელი და თითიდან გამოსაწოვი არ იქნება.

ალბათ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებების გამოყენებაზე უარის თქმის თემაც...

- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებით სარგებლოობაზე უარი თქვა, ამითი, გარდა იმისა, რომ გამოავლინა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მიდგომა საკითხისადმი და აღიარა ის, რომ ყველა ნორმალური სახელმწიფოსა და მოქალაქისთვის კონსტიტუცია უფრო მაღლა დგას, ვიდრე მისი პირადი ამბიციები, აქ კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი, ფსიქოლოგიური ფატორი გამოიკვეთა - მან ფაქტობრივად, ამ ნაბიჯით გზა მოიჭრა დამარცხებისკენ, უფრო სწორად, საკუთარი გამარჯვების მარჟა გაცილებით მაღლა ასწია. შეიძლება ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ დიდგორის ომის დროს ქართველ მეომრებს რომ უკან დასახევი გზა ჰქონდათ მოჭრილი, ასე მოუჭრა საკუთარ თავს უკან დასახევი გზა. ამით ივანიშვილმა საკუთარ თავს მიზნად დაუსახა, რომ სულ ცოტა, 2/3-ით უნდა მოვიდეს პარლამენტში, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ, ორი კვირის ვადაში მოასწროს მოქალაქეობის მიღება და პრემიერ-მინისტრად არჩევა.

ეს იმდენად შეზღუდული ვადაა, რომ მართლაც საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა მოახერხო პარლამენტში შესვლა, რომ ეს ცვლილებები ასე უცებ განახორციელო.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ისარგებლებდა ამ ცვლილებით და თეორიულად, თუნდაც ხმების 50 პროცენტს აიღებდა, მას უფრო მშვიდად შეეძლო  პარტნიორების ძიება და ბლოკის თუ კოალიციის შექმნა პარლამენტში გასული სხვა პოლიტიკური ძალებისგან, რომ ებრძოლა პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის.

ასეთ შემთხვევაში, მას არ დასჭირდებოდა ბრძოლა მოქალაქეობისთვის და დრო მასზე იმუშავებდა.

ასეთ სიტუაციაში კი ის უბრალოდ, იძულებულია და ვალდებულია, იბრძოლოს 2/3-სთვის, იმიტომ, რომ  მან ბევრი რამ უნდა მოასწროს პირველი საპარლამენტო სხდომიდან ორ კვირაში და მას ფაქტობრივად, დროც აღარ დარჩება, პარლამენტში მოლაპარაკებებისა და კონსულტაციებისათვის.

თუკი ივანიშვილი შეძლებს და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა პარლამენტში, მას ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობის პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობაც მიეცემა. 

თუმცა, ივანიშვილს ელოდება ძალიან რთული ერთი წელიწადი საპარლამენტო არჩევნებიდან საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ამისათვის სჭირდება ძალიან ხარისხიანი საპარლამენტო წარმომადგენლობა. არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ასახვაც იმიტომ, რომ თუ ორხელისუფლებიანობაზე ვისაუბრებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012-2013 წლების შუალედში არსად წასვლას არ აპირებს და როგორც ვიცით, ეს არის პოლიტიკაში ერთ-ერთი აქტიური ძალა.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ოპონენტი და როგორც ოპოზიცია ეს ურთულესი რამაა და არ არის ასე მარტივად გადასატანი საკითხი, მათი ინტელექტუალური რესურსებიდან გამომდინარე.

ამიტომ, ივანიშვილისთვის არსებითია ისეთი დეპუტაცია, რომელიც შეძლებს, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ქვეყნის ინტერესების გატარებას და რაშიც აუცილებლად დასჭირდება ინტელექტუალური, პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანები, იმიტომ, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოუწევს გამკლავება.

შეინიშნებოდა თუ არა ივანიშვილის მხრიდან იმ რთული ვითარების რეალური აღქმარომელიც არის დღეს ქვეყანაში?

- მას ამ თავდაჯერებულობის გარკვეული საფუძველი აქვს. თუ თეორიულად დავუშვებთ იმას, რომ ივანიშვილი იყიდის „თელასსა“ და „თბილყაზტრანსგაზს“, ასეთ შემთხვევაში, ის ფაქტობრივად გამარჯვებული ძალაა, მაგრამ თავდაჯერებულობის საფუძველს თბილისი ნამდვილად აძლევს.

რეგიონებში ვერ გეტყვით რა სიტუაციაა, თუმცა რამდენადაც ვიცი, რეგიონებში დღემდე შემორჩენილია საინფორმაციო ვაკუუმი და ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა, იმიტომ, რომ მიიღოს ის სასურველი შედეგი, რაც ქმნის საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში.