გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა.

შეხვედრაზე, გურიაში კულტურის სფეროს განვითარების კუთხით არსებულ ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რეგიონების კულტურული პოტენციალის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა და კოორდინაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება.