რა აუცილებელი ვალდებულებები აქვს ქვეყანას ევროკავშირში გასაწევრიანებლად?

რა აუცილებელი ვალდებულებები აქვს ქვეყანას ევროკავშირში გასაწევრიანებლად?

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველო მიზნად ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციას. დამოუკიდებლობის მოპოვებას მოჰყვა ღრმა კრიზისი ქვეყანაში, რადგან ქვეყანამ, რომელიც აქამდე, მთლიანად დამოკიდებული იყო საბჭოთა კავშირზე, დაკარგა ეკონომიკური ბაზრები, კავშირები, რასაც ემატებოდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა კონფლიქტები, პოლიტიკური არასტაბილურობა, სოციალური სიდუხჭირე და მრავალი სხვა ფაქტორი.

თითქოს, უნდა გვცოდნოდა, რომ დამორჩილების პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული არ იყო. ამის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ - „ქართული ოცნებადაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების უფრო გასაღრმავებლად. 2014 წელს, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, დაწესდა უვიზო მიმოსვლა, ამას მოჰყვა ვალდებულებები, რაზეც პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული.

თუ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ქრონოლოგიას გავყვებით, რაც ხდება დღეს, რა პოლიტიკას აწარმოებდა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არ არის ინტეგრაციის გზა, ეს დამორჩილების გზაა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის, სულ მცირე, 50%- გადასცემს ბრიუსელს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვნად ვერ მართავს სახელმწიფოს და გადასულია გარემართვაზე. გარდა იმისა, რომ ბრიუსელი წყვეტს, ვინ უნდა იყოს ქვეყნის მმართველი, ერევა ისეთ საკითხებში, როგორიც არის რწმენა და უმთავრესია, რომ ეკლესიებში შევიდნენ ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც იქადაგებენ არა ღმერთზე, არამედლიბერალიზმით გამოწვეულ სიკეთეებზე“.

პირველი და უმთავრესი ამ გაერთიანებისთვის არის ერთსქესიანთა ქორწინება. 2025 წლის მონაცემებით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან, დაკანონებულია 22 ქვეყანაში. ოთხ ქვეყანაში დაშვებულია არა ქორწინება, არამედ სამოქალაქო პარტნიორობა. პირველი ქვეყანა იყო ნიდერლანდები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება 2001 წელს დაკანონდა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც კანონით დაშვებულია ერთსქესიანთა ქორწინება და აქვთ ბავშვის აყვანის უფლება: ნიდერლანდები, ბელგია; ესპანეთი; შვედეთი; პორტუგალია; დანია; საფრანგეთი; ლუქსემბურგი; ფინეთი; გერმანია; მალტა; ავსტრია; ირლანდია; სლოვენია; ესტონეთი; საბერძნეთი; ლატვია; ლიტვა; ხორვატია; ჩეხეთი; იტალია; კვიპროსი.

ამ ჩამონათვალიდან, ევროკავშირის წევრ ხუთ ქვეყანაში: იტალია; უნგრეთი; ჩეხეთი; კვიპროსი და ხორვატია დაშვებულია მხოლოდ პარტნიორობა. ევროკავშირის წევრ ოთხ ქვეყანაში: ბულგარეთში; პოლონეთში; რუმინეთსა და სლოვაკეთში არც ერთსქესიანთა ქორწინებაა დაშვებული და არც პარტნიორობა. ეს კი მარტივი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა თუ არ იცავს ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს.

ლეგბტქ+ უკვე შევიდა ეკლესიებში. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალისწევრი, დავით ქართველიშვილი წერს, რომ ანგლიკანური ეკლესიის ისტორიაში, პირველად არჩეულიაარქიეპისკოპოსიქალი, ჩერრი ვანი - ღიად გაცხადებული ლესბოსელი, რომელიც თავის ცოლთან და ორ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ჩნდება კითხვა, რა აუცილებელი ვალდებულებები აქვს ქვეყანას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი?

ევროკავშირი გვავალდებულებს: ადამიანის უფლებების პატივისცემის რეზოლუცია (A4-0223/1996 and 1999), ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს, შეცვალოს ჰომოსექსუალიზმის შევიწროების კანონმდებლობა და შეუსაბამოს მათ საყოველთაო უფლებებს. ქალებისა და ფუნდამენტალიზმის რეზოლუცია (March 13, 2002, 2000/2174[INI) ავალდებულებს, როგორც ევროკავშირის წევრ, ისე წევრობის კანდიდატებს, აბორტი გახადონ ლეგალური.

რეზოლუცია ევროპაში ჰომოფობიის წინააღმდეგ (P6_TA [2006]0018, January 18, 2006) - ეს რეზოლუცია ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, მოახდინონ ჰომოფობიის კრიმინალიზაცია. ეს რეზოლუცია რასიზმს, ქსენოფობიასა და ჰომოფობიას ათანაბრებს ერთმანეთთან და ყველას კრიმინალად აღიარებს. რეზოლუცია რასიზმისა და ჰომოფობიით ძალადობის წინააღმდეგ (2012/2657[RSP] 24.05.2012), ასევე ათანაბრებს ჰომოფობიას რასიზმთან და აზუსტებს, რომჰომოფობია ხშირად იფუთება საზოგადოებრივი წესრიგის, რელიგიური თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ“ (სექცია B). ანუ, ქრისტიანები დაიჭირეთო, პირდაპირ უწერიათ.

ამავე რეზოლუციით, სავალდებულოა ერთნაირსქესიანთა ქორწინებებისა და ბავშვთა აყვანის უფლების ლეგალიზაცია (მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი გადის ევროკავშირის რეგულირების ზონიდან).

ევროკავშირის პარლამენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ვალდებულია, დააკანონოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან პარტიორობა. ეს ეხება კანდიდატ ქვეყნებსაც.

გასულ კვირას, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა, რომელიც საგერსკაში, უკრაინელი LGBTQI ვეტერანებს შეხვდა, აღნიშნა, რომ ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლით რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულებები არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.

ჯერჯერობით, საქართველოსთან დაკავშირებით, იგივე მოთხოვნა არ დამდგარა, მაგრამ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ქვეყანას ვადა 31 აგვისტომდე მისცა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუქმდება კანონებიოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ასევეუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეჩერდება უვიზო მიმოსვლა. შვედეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტებები მოითხოვა შვედეთის ხელისუფლებისგან, რა პოზიცია ექნებოდათ მათ კანდიდატ საქართველოსთან მიმართებაში.

მოგვიანებით, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, ჯესიკა როზენკრანცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის, ლგბტ თემის უფლებების სრული სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს მისი წევრი სახელმწიფოებისგან, ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში ლგბტ ქორწინების ზუსტად იგივე ცნება მიიღონ. როგორც ჯესიკა როზენკრანცი აცხადებს, შვედეთს უმცირესობების, მათ შორის, ლგბტ თემის უფლებების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს, რაც ევროპული ქვეყნების გაერთიანების ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის საგარეო უწყებამ დააკორექტირა შვედეთის პრემიერის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის ფორმალური კრიტერიუმების მიღმაა. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვისშესახებ კანონი, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს, შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული პრინციპები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, დარჩეს ჩვენი ურთიერთობის საფუძვლად და არ მოხდეს ცალკეული ქვეყნების, პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატიის მიერ, მათი თვითნებური ინტერპრეტაცია და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა. საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და აუცილებელია ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, პრინციპულად დავიცვათ ჩვენი ხალხის უფლებები“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, სადაც მრავალი მცდელობის მიუხედავად, .. პრაიდიც ვერ ჩაატარეს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ გაძლიერებულია გარე ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ არ დაუშვებენ სოდომ-გომორს საქართველოში.

ლგბტქ+ პრაიდი, ანუღირსების მარშიდასავლეთის მრავალი ქალაქის ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიებაა და მიზნად ისახავს ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ქვიარ-ადამიანების უფლებების მხარდაჭერას. 2025 წლის 14 ივნისს, უკრაინის დედაქალაქში, კიევში, ლგბტ თემის აღლუმი გაიმართა, რომელშიც 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები მარშიდან, სადაც ნათქვამია, რომპრობლემებისა და უთანხმოების მიუხედავად, კიევი სიამაყით ბრწყინავდა“.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსვლელობას შეუერთდნენ ევროკავშირის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის წარმომადგენლებიც. ეს მაშინ, როდესაც უკრაინას, ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, უმძიმესი ვითარება აქვს. მამაკაცების უმრავლესობა ქუჩაში გადაცმული მოძრაობს, რომ იძულებით არ გააგზავნონ ფრონტის ხაზზე. კიევში, პრაიდის მსვლელობა პირველად, 2024 წლის ივნისში გაიმართა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, უკრაინამ ორჯერ გამართა პრაიდი.

2025 წლის 26 ივლისს, გერმანიაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ლგბტ-თემის პრაიდი, დევიზით - Never silent again! ანუ, „აღარასდროს გავჩუმდებით“, რაც ასახავს ქვეყანაში მზარდ შეშფოთებას, დისკრიმინაციისა და ანტი-ლგბტ თავდასხმების მატების გამო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 500 000-მა ადამიანმა, ხოლო ოფიციალური წყაროების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ეს რიცხვი თითქმის მილიონს მიუახლოვდა.

ამ თვალსაზრისით, საინტერესო პროცესები განვითარდა უნგრეთში. მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა 28 ივნისს გამართულ ლგბტ პრაიდში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. უნგრეთის სახელმწიფო პოლიცია ბუდაპეშტის მერს, ივნისის ბოლოს ჩატარებული ლგბტ პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებით დაკითხავს. გამოძიების თანახმად, სწორედ გერგეი კარაჩონია ეჭვმიტანილი, აკრძალული ღონისძიების მასობრივ ორგანიზებაში, იმის პარალელურად, რომ ტრადიციული ღირებულებებისა და მცირეწლოვანების უფლებების დასაცავად, უნგრეთის მთავრობამ პრაიდი აკრძალა.