„ახალ მემარჯვენეებთან აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ტაბუდადებულია“

„ახალ მემარჯვენეებთან აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ტაბუდადებულია“

„ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი პოლიტიკოსი დაემატა. გუშინ „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილმა წევრმა დავით საგანელიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა განცხადება, რომ გადაწყვიტა „ქართულ ოცნებას“ შეუერთდეს. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ საგანელიძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ „ახალ მემარჯვენეებში“ ყოველგვარ თანამდებობას ტოვებდა და მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, იგი „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებულიყო. მაშინ საგანელიძემ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, მაგრამ ახლა აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების გადაწყვეტილება გუშინწინ ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „კავკასიაში“ სტუმრობის შემდეგ მიიღო.

„ახალი მემარჯვენეები“ დავით საგანელიძეს წარმატებებს უსურვებენ, თუმცა არჩევანს - კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებას უწუნებენ.

თავის მხრივ, „ახალ მემარჯვენებთან“ ყოფნას ბიძინა ივანიშვილი დავით საგანელიძეს უწუნებდა.

„ეს არის უნიკალური შემთხვევა, კარგი მაგალითი, ნურავის ერიდება საკუთარი შეცდომების გამოსწორება. შეიძლება, იდგა ეს კაცი (დავით საგანელიძე) სადღაც, მაგრამ მან ნახა, რომ სწორ გზაზე არ დგას და დადგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება. ბევრ პოლიტიკოსს მოვუწოდებ, მსგავსი გააკეთოს“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა დავით საგანელიძეზე საუბარში.

რა გახდა საგანელიძისთვის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავი „ქართულ ოცნებაში“ და როგორი ურთიერთობა ექნება თავის ყოფილ თანაგუნდელებთან, ამის შესახებ presage.tv-ს დავით საგანელიძე ესაუბრება.

„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?

დავით საგანელიძედამიჯერებთ, რომ გითხრათ, რომ რომელიმე რიცხვში მივიღე გადაწყვეტილება?!

„მინდა დავაზუსტო, რომ ასეთ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, ერთ დღეში და ერთ საათში არ ღებულობ. ამაზე დიდხანს ფიქრობ, მაგრამ დგება რაღაც კულმინაცია, როდესაც უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობ. ჩემს მიერ ამ გადაწყვეტილების ბოლო ბიძგი იყო ის, რომ ბატონი ბიძინა გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ მათ ყველაფერ სასწორზე დადო იმისთის, რომ ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოიყვანოს. ასეთ დროს მივიჩნიე, რომ ალბათ, არასწორი იქნებოდა იმ ადამიანებთან ერთად არყოფნა, ვინც მართლაც წრფელი გულით ცდილობს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეცვლას.

მოგეხსენებათ, უკვე დაახლოებით ნახევარი წელია, რაც დავტოვე ის პარტია, რომელიც დღესაც ძალიან მიყვარს და რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი, დავტოვე ყველა თანამდებობა, თუმცა პარტიიდან გასული არ ვიყავი. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან რამდენჯერმე იყო შემოთავაზება, რომ მათთან გავერთიანებულიყავი. სხვათაშორის, ეს შემოთავაზება სხვა პარტიებიდანაც იყო, მაგრამ მაშინ მე ვთქვი, რომ არც ერთ პარტიაში არ გავწევრიანდებოდი და მოღვაწეობას დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სახით გავაგრძელებდი. დღეს მე ვხედავ, რომ ეს გზა სწორი არ არის. მიმაჩნია, რომ თუ საჭიროა, ადამიანმა შენი შეხედულებები უნდა გადააფასო. მეც ასე მოვიქეცი და მივხვდი, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებლად კანდიდატურის დაყენება ჩემის მხრიდან მართებული არ იქნებოდა, რადგან ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამდა წყალს. ამით ოპოზიციას ხმებს გავუყოფდი.

მეორე მხრივ, დავინახე, რომ „ქართული ოცნების“ სახით იქმნება გარკვეული კრიტიკული წონა, რომელიც მმართველი გუნდის რეალური ალტერნატივაა. ამდენად, შესაძლებელია ქვეყანაში მართლაც მოხდეს ის ცვლილებები, რაც ძალიან მინდა რომ მოხდეს. თუ „ქართული ოცნება“ სწორი მიმართულებით ივლის და არ გადაუხვევს იმ გზიდან, რომელზეც ახლა დგას (მიმაჩნია, რომ ასეც იქნება), მაშინ, ალბათ, ყველას ვალია, ვისაც მართლა საქართველოს კეთილდღეობა სურს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დაუდგეს ყვერდით. ყოველთვის ვამბობდი, რომ ალბათ, ჩვენი, ანუ ოპოზიციის სერიოზული ნაკლი იყო ის, რომ ხშირად ერთმანეთთან საერთო ენას ვერ ვპოულობდით. ერთმანეთში კონსოლიდაციას ვერ ვახდენდით, რადგან ჩვენს შორის რაღაც არაჯანსაღი კონკურენცია არსებობდა. ხშირად ერთმანეთის დაძახებულზე არ მივდიოდით და რატომ ხდებოდა ასე, ეს ცალკე მსჯელობის საგანია. ახლა ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ.

ალბათ, რაღაც გარკვეული შენიშვნები შეიძლება „ქართული ოცნების“ მიმართ მეც გამოვთქვა, შეიძლება ამ კოალიციაში გაერთიანებული გარკვეული სახეებიც არ მომწონს, მაგრამ შეუძლებელია ყველას ყველაფერი მოსწონდეს. მიმაჩნია, რომ ახლა ამის დრო არ არის და ყველამ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და უნდა მოხდეს კონსოლიდაცია, რათა ქვეყანაში რეალური ცვლილებების განხორციელება შევძლოთ. ჩემთვის აბსოლტურად მისაღებია ის, რომ პარლამენტში მოვიდეს კოალიცია, რომელიც არის მრავალპარტიული და ამდენად, პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული. მიმაჩნია, რომ ჩემი პოლიტიკური გამოცდილება (მათ შორის, მაჟორიტარად რამდენჯერმე ვიყავი პარლამენტში წარმოდგენილი) კოალიციას სასიკეთოდ წაადგება.

თქვენ განაცხადეთრომ „ახალ მემარჯვენეებთან“ თქვენი შეხედულებები გაიყოთუმცაამავდროულადაღნიშნავთრომ „ქართულოცნებას“ ყველაფერში არ ეთანხმებითრომელიმე თქვენი პრინციპის დათმობა მოგიწიათრომ „ქართულ ოცნებაშიგაწევრიანებულიყავით?

- თუ რა იყო ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი „ახალ მემარჯვენეებთან“, მე ამ თემაზე არასდროს ვსაუბრობ. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ტაბუდადებული თემაა და არავის ეხება. ეს პირადი საქმეა.

რაც შეეხება მომწონს თუ არა ყველაფერი კოალიციაში, პირდაპირ გეტყვით, რომ იმ გადასახედიდან, საიდანაც მე ვხედავდი კოალიციის საქმიანობას, ბევრი რამ არ მომწონს. მეტსაც გეტყვით, შეიძლება, რამდენიმე ადამიანი, ზოგიერთი ლიდერი მაინცდამაინც არ მესახებოდეს იმ ლიდერად, როგორადაც უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთს ვიტყვი, ყველამ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ.

საქართველო დაღუპა იმან, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის მუდმივად იყო ჭიდილი, რომ ვინ ვისზე უკეთესი იყო, ერთის მიტინგზე მეორე არ მიდიოდა... ეს შეცდომები ჩვენ გავიარეთ.

ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ, ალბათ, დღეს ეს ბარიერი გადალახა. ბიძინა ივანიშვილმა ამ ძალების გარკვეული კონსოლიდაცია მოახდინა. არ მაქვს უფლება, როცა ვხედავ, რომ რეალურად არსებობს შანსი იმისა, რომ ქვეყანა უკეთესი გზით წავიდეს და კონსტიტუციური, ნორმალური გზით შეიცვალოს ეს ხელისუფლება, იქ არ ვიყო და ჩემი სათქმელი არ ვთქვა.

მაინც რომელი ლიდერი არ მოგწონთ „ქართულ ოცნებაში“?
- მოდით, ამაზე ნუ დავკონკრეტდებით. მომწონს თუ არა, მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი დავივიწყე და გადავწყვიტე, გავაგრძელო ის გზა, რომელი გზითაც მინდა ვიარო ქვეყნის სინათლისა და წარმატებისკენ. ამ შემთხვევაში, რომ ვთქვა, ეს მომწონს და ის არ მომწონს, სწორი ნამდვილად არ იქნება. მე ეს ყველაფერი დავივიწყე.

აქამდე რატომ არ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- რაჭველი ვარ და რაჭველებმა, ხომ იცით, გადაწყვეტილების მიღება გვიან ვიცით...

თქვენს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან თუ გქონდათ საუბარი?

- ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მე გუშინ საღამოს განვაცხადე და მათთან მხოლოდ სატელეფონო საუბრები მქონდა. მათი მხრიდან გამოხატული იყო მადლიერება და სიხარული და იმის მზაობა, რომ ერთად გავაკეთოთ საქმე.

ბიძინა ივანიშვილთან თუ გქონდათ შეხვედრა?

- ბატონ ბიძინას მე დღეს სამების ტაძარში შევხვდი. ბუნებრივია, ჩვენ მოვიკითხეთ ერთმანეთი, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ გვქონია. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება საუბრის საშუალება და კოალიციის საქმიანობასთან დაკავშირებით თუ რამე შენიშვნა მაქვს, მე მას აუცილებლად ყველაფერს ვეტყვი.

დღეს გავრცელდა მანანა ნაჭყებიას კომენტარი თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითიგი ამბობსრომ მისთვის ესგადაწყვეტილება მიუღებელიასაინტერესოაამ ფონზე როგორი ურთიერთობა გექნებათ თქვენს ყოფილ თანაგუნდელებთან?

- ამ განცხადებას მეც გავეცანი და მასში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ბუნებრივია, მანანა ჩემს გადაწყვეტილებას ვერ მოიწონებს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი ხედვები დიამეტრალურად განსხვავებულია. სწორედ ეს გახდა თავის დროზე იმის მიზეზი, რომ მე „ახალ მემაჯვენეებში“ ყველა თანამდებობა დავტოვე. დღეს მე ვარ კოალიციაში, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ „ახალი მემარჯვენეები“ მართლაც გულწრფელად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. უბრალოდ, ჩვენი ხედვები განსხვავდება. ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჩემი მეგობრები აღარ არიან და ერთმანეთს პატივს აღარ ვცემთ. იმის საპასუხოდ, რომ მანანა ჩემს არჩევანს არ იწონებს, მეც შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე პარტიიდან იმიტომ წამოვედი, რომ მათ ხედვებს არ ვიზიარებდი.

ბატონო დავით, „ახალ მემარჯვენეებს“ თუ გააცანით თქვენი გადაწყვეტილებასანამ მის შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებდით?

- შეიძლება ვინმესთვის ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ყველა იმ ადამიანს, ვისაც პატივს ვცემ, გავაცანი ჩემი არჩევანი. სანამ ტელევიზიის მეშვეობით ამ განცხადებას გავაკეთებდი, დღის განმავლობაში ჩემს მეგობრებს შევხვდი და ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, რადგან არ ვაკადრებდი მათ, რომ ამის შესახებ ტელეეთერიდან გაეგოთ.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და რამდენიმე პოლიტიკოსითქვენს თავს როგორ ხედავთ კოალიციაშიროგორცდამოუკიდებელ პოლიტიკოსსთუ როგორც პარტიის წევრს?

- როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აქამდე ვფიქრობდი, რომ ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელ პოლიტიკოსად განვაგრძობდი მოღვაწეობას, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არამართებული იქნებოდა. ამიტომ, უფრო სწორი იქნება, რომ პოლიტიკურ პარტიაში გავწევრიანდე.

ალბათ, პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებადემოკრატიულ საქართველოს“ გულისხმობთ?

- დიახ.

ახალი მემარჯვენეები“ იმ კომისიაში მონაწილეობენრაც საარჩევნო სიების დაზუსტებას უკავშირდებარეალურად ქმედუთი იქნებამათი ამ კუთხით მოღვაწეობა?

- ეს გზაც სწორია, ჩვენ ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ, ეფექტური იქნება, თუ - არც ისე ეფექტური, რაც საბოლოო ჯამში, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. მაინცდამაინც, ამ კომისიის დიდი იმედი არ მაქვს, რადგან კომისია ვერ შეძლებს იმ ამოცანების მაქსიმალურ შესრულებას, რაც მას აქვს, მაგრამ რაღაც  ნაწილს მაინც გააკეთებს.