დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ლაგოდეხში ჩავიდნენ და მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმები გააცნეს. შეხვედრას გუგული მაღრაძე და ვახტანგ ხმალაძე დაესწრნენ.
ადგილობრივ მხარდამჭერებს შორის ძიუდოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თემურ ხუბულურიც იყო. მან სიტყვით მიმართა ლაგოდეხელებს და პოლიტიკურ ბრძოლაში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.