დემონსტრანტების პროტესტი საქართველოს პრეზიდენტს

დემონსტრანტების პროტესტი საქართველოს პრეზიდენტს

დემონსტრანტებმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს პროტესტი გამოუცხადეს

სკანდირებით “დემოკრატია საქართველოში” დაახლოებით 20 ქართველ-ამერიკელი აქტივისტი და კიდევ სხვები შეიკრიბნენ სიმი ველიში, რონალდ რეიგანის ბიბლიოთეკასთან და მუზეუმთან ოთხშაბათს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოდიოდა. დემონსტრანტები დროშებს აფრიალებდნენ და აპროტესტებდნენ იმას, რასაც თავად სააკაშვილის დიქტატორულ, არადემოკრატიულ რეჟიმს უწოდებდნენ.

სააკაშვილი საქართველოს, დღეს უკვე დაშლილი საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი ქვეყნის პრეზიდენტი 2004 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მშვიდობიანი “ვარდების რევოლუციის” დროს გადადგა. ახალმა მთავრობამ დაიწყო დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ შემდეგ ის ტოტალირიზმის გზას დაადგა – აცხადებდნენ დემონსტრანტები, რომელთა შორის ბევრს, სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირა.

“სამწუხაროდ სააკაშვილმა ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას, როგორც ტირანი და ადამიანის უფლებების დამრღვევი,” განაცხადა დემონსტრაციის ორგანიზატორმა ლაშა შანიძემ. “პრეზიდენტ რეიგანს შერცხვებოდა იმის გამო, რასაც ის თავის ქვეყანას უკეთებს”. 37 წლის შანიძე, წარმოშობით ქართველი, ამბობს, რომ ის შეთითხნილი ბრალდებებით დააპატიმრეს, 50 დღის განმავლობაში აწამებდნენ. ამის შემდეგ მიიღო მან დროებითი პოლიტიკური თავშესაფარი შეერთებულ შტატებში.

როდესაც ბიბილიოთეკისკენ მიმავალმა შავი ატომობილების ქარავანმა, რომელშიც შანიძის თქმით სააკაშვილი იჯდა, პრეზიდენტის გზატკეცილთან და რუზველტის სასამართლოსთან დემონსტრანტებს ჩაუარა, ისინი კიდევ უფრო ხმამაღლა აყვირდნენ “დემოკრატია საქართველოში”. სააკაშვილი კალიფორნიაში ნატოს სამიტის შემდეგ ჩავიდა. სამიტი ჩიკაგოში ჩატარდა კვირას და ორშაბათს.

საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში, კომენტარი არ გააკეთა.

ყველა დემონსტრანტმა არ იცოდა, რას აპროტესტებდა.

როდესაც 22 წლის ჯესიკა ტომპსონს სიმი ველიდან ჰკითხეს, რას აპროტესტებდა, ის მეგობარს მიუბრუნდა, რომელმაც უთხრა, რომ ეს დემონსტრაცია სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული. მეორე დემონსტრანტმა კითხვას, რატომ უჭირავს ხელში შავი ვარდები, მორცხვად ასე უპასუხა – “რეალურად, არ ვიცი”.

სიმი ველის პოლიციის რამდენიმე ოფიცერი თვალს ადევნებდა დემონსტრანტებს. ინიციდენტი არ მომხდარა.
foreignpress.ge