უკრაინულ რადაში რუსული ენის გამო ხელჩართული ჩხუბი გაიმართა(VIDEO)

უკრაინულ რადაში რუსული ენის გამო ხელჩართული ჩხუბი გაიმართა(VIDEO)

უკრაინის რადაში, მმართველი რეგიონების პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატებს შორის დაპირისპირება, ჩხუბში გადაიზარდა.  ჩხუბი ენის შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. ნაცემ დეპუტატებს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ.

ახალი კანონპროექტი რუსული ენისთვის სტატუსის ამაღლებას და მისთვის, თითქმის, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ძალაში შედის ნორმა, რომლის თანახმადაც შეიძლება მეორე სახელმწიფო ენის დაშვება იმ ტერიტორიებზე, სადაც ამ ენაზე მოსაუბრე მოსახლობა 10% შეადგენს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ რუსული ენა რეგიონალური ენა  უკრაინის 13 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე გახდება.

ოპოზიციამ ტრიბუნა განხილვის დაწყებამდე დაბლოკა და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა. სპიკერმა სხდომა დახურა.  ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ვადიმ კოლესნიჩენკო, პრეზიდიუმიდან მთავრობის ლოჟაში ჩაიყვანეს და სცემეს.

ოპოზიციის მტკიცებით, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უკრაინული ენა გაქრება. კულტურისა და სულიერების კომიტეტის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ პროექტი უკრაინაში „ორ-ენიანობის“ შემოღებას გულისხმობს.