Leap 3D-კომპიუტერის მართვა ჟესტიკულაციით (VIDEO)

Leap 3D-კომპიუტერის მართვა ჟესტიკულაციით (VIDEO)

კომპიუტერულმა კომპანიამ - Leap Motion,  ახალი უკონტაქტო კონტროლერის, Leap 3D პირველი ვერსია გამოუშვა. Leap 3D -ეს პოზიციონირების მაღალი სიზუსტე აძლევს საშუალებას, ამოიცნოს ხელის თითების მოძრაობა, და სხვა ნებისმიერი ჟესტი. Leap 3D-ის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ვებ-გვერდზე გადასვლა, კომპიუტერულ თამაშებში ჩართვა, ხატვა ან რუკების გადიდება. ახალი კონტროლერი სამგანზომილებიან სივრცეს ქმნის, რომლის მოცულობის ფარგლებში, სენსორები აღიქვამენ და მიყვებიან ცალკეული თითების (და არა მთლიანად ხელის) მოძრაობას რეალურ დროში.

როგორც კომპანიის დირექტორი დევიდ ჰოლცი აცხადებს, კონტროლერის მაღალ სიზუსტეს რთული ალგორითმებისა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნის შედეგად მიაღწიეს. მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიის შექმნაზე 4 წელიწადზე მეტი დრო დაიხარჯა. აპარატი კომპანიის ვებ-გვერდზე 70 დოლარად გაიყიდება და მისი მიღება 2012 წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.