ეს ორგანიზაცია ყოველ წელს აქვეყნებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე მოხსენებას. ორგანიზაციამ 2012 წლის მოხსენება 24 მაისს გამოაქვეყნდა, სადაც საქართველოს 1.5 გვერდი აქვს დათმობილი.
მოხსენება საქართველოზე 4 ძირითად საკითხს ეხება: 1.სიტუაცია შეიარაღებული კონფლიქტების შემდგომ, 2. იძულებით გადაადგილებული პირები, 3. შეკრების თავისუფლება, 4. სასამართლო სისტემა და უნდა ითქვას, რომ ოთხივე მათგანში საქართველო საკმაოდ კრიტიკულად არის შეფასებული.
რა პასუხი აქვს ამაზე საქართველოს ხელისუფლებას და იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს ესაუბრა.
Amnesty International-ის შეფასებით, პოლიციამ უკანონოდ დაშალა 2011 წლის 3 იანვარს თბილისში ვეტერანების მიერ მოწყობილისაპროტესტო აქცია, 26 მაისის აქციის დაშლის დროს გადამეტებული ძალა გამოიყენა. ამის გამო დაშავდნენ ჟურნალისტები, აქციისმონაწილეები. რაც მთავარია, ნათქვამია, რომ 2007 წლისა და 2009 წლის აქციების დაშლის მსგავსად, ქართველმა სამართალდამცავებმავერ უზურნველყვეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას პოლიციელთა ძალის გადამეტების ეფექტური გამოძიება. ხელისუფლება ამშეფასების შემდეგ მაინც თუ იღებს პასუხისმგებლობას ამ ფაქტებზე?
პავლე კუბლაშვილი: რაც შეეხება მიტინგებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკითხს, ჩვენთან ეს არის კანონით აბსოლუტურად რეგულირებადი საკითხი. ყველა ეს საკითხი მოქცეულია კანონის ჩარჩოში და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. შესაძლოა, ამ ორგანიზაციას მიეწოდა არასწორი ინფორმაცია.
ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება არ ყოფილა?
- მე იმას ვამბობ, რომ ყველაფერი იყოს კანონის ჩარჩოში. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება იმისთვის, რომ წესრიგი აღდგენილიყო თავისუფლების მოედანზე და ეს, პირველ რიგში, იმ პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო საქციელს უკავშირდებოდა, რომლებიც შარშან რუსთაველზე მიტინგს მართავდნენ და ცდილობდნენ, რომ არ ჩატარებულიყო აღლუმი, არ აღნიშნულიყო დამოუკიდებლობის დღე. ამიტომ, სწორედ ამ პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რაც მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევას უკავშირდებოდა.
ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ აკისრია?
- თუ იყო სამართლებრივი გადაცდომები, ამაზე რეაგირება მომხდარია და, თუკი კონკრეტული ფაქტები გაგაჩნიათ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ.
მართლმსაჯულების სიტემის შეფასებისას ეს ორგანიზაცია მთავარ პრობლემად სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობას,პროკურორის გაზრდილ როლსა და წინასწარ პატიმრობებს მიიჩნევს. ამ პრობლემაზე მუდმივად საუბრობს ოპოზიცია და თქვენფიქრობთ, რომ ესეც პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებაა?
- შეგიძლიათ, ესეც გადაამოწმოთ და ყველგან, სადაც საპროცესო შეთანხმების სისტემა არსებობს, ასეთივე სტატისტიკა არსებობს. ძირითადი ნაწილი სწორედ საპროცესო შეთანხმებით წყდება და სრულდება. ამ ნაწილის გათვალისწინების გარეშე სტატისტიკაზე საუბარი არასწორია. თუ ამას გავითვალისწინებთ და ვნახავთ, რამდენი საქმე მიდის სასამართლოში, ან რამდენი საქმე წყდება თავიდანვე, მე ვფიქრობ, სტატისტიკასაც სხვა კუთხით შეხედავთ.
ანგარიშში ისიც არის ნათქვამი, რომ დევნილთა გამოსახლებით დაირღვა მათი უფლებები...
- ვიცი, რომ დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული განცხადებები. მაგრამ საბლოო ჯამში, რამოდენიმე ათასი დევნილის მდგომარეობა დღეს არის გაუმჯობესებული. მათ საშუალება აქვთ, რომ უკეთეს პირობებში იცხოვრონ, თავისი ოჯახებისთვის უკეთესი პირობები შექმნან და ეს არის მთავარი.
ვიღაცის პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით არა მგონია, რომ გადამწყვეტი იყოს. დევნილების პირობების გაუმჯობესებისთვის კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
მე ჩემი თვალით ვნახე სამი ათასზე მეტი ოჯახი, რომელიც ფოთში, ახალაშენებულ რაიონში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ამ ხალხის ყველა პრობლემა არ არის მოგვარებული და კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი, მათ შორის - დასაქმებასა და კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, მაგრამ ცალსახაა, რომ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ამაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის მთავარია, რომ ერთი მხრივ, დევნილების საცხოვრებელი პირობები იყოს უკეთესი და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, შევქმნათ სამუშაო ადგილები, რადგან ეს ისევ და ისევ, ამ ადამიანების დასაქმებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ფოთში იხსნება არაერთი საწარმო და იქმნება სამუშაო ადგილები.