Google-ს ახალი ინტერაქტიული ლოგოტიპი Minimoog-ის შემქმნელს ეძღვნება

Google-ს ახალი ინტერაქტიული ლოგოტიპი Minimoog-ის შემქმნელს ეძღვნება

დღეს, Google-მ ჩვეულებრივი ლოგოტიპის ადგილზე მომხმარებელს, ახალი კლავიშებიანი  სინთეზატორი შესთავაზა, სახელწოდებით „მუგის სინთეზატორი“. როგორც ინტერნეტ-კომპანია აღნიშნავს, ახალი ლოგოტიპი მიეძღვნა ამერიკელი ფიზიკოსისა  და ელექტრონული მუსიკის პიონერს, მსუიკალური სინთეზატორის ფუძემდებელის რობერტ მუგის 78-წლის იუბილეს.

სინთეზატორის ამუშავება მაუსის, ან კლავიატურის დახმარებით შეიძლება. ის იძლევა, სხვადასხვა, სახის ხმოვან ეფექტებს. დაკრული მუსიკა შეგიძლიათ ჩაიწეროთ და იქვე მოუსმინოთ კიდევაც.

რობერტ მუგი დაიბადა  და გაიზარდა ნიუ-იორკში.  სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც ელექტოტექნიკის ბაკალავრი გახდა, ხოლო კორნელის უნივერსიტეტში აიმაღლა ხარისხი, გამოყენებით ფიზიკაში.

მუგმა დააარსა ორი კომპანია, სადაც ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს აწარმოებდნენ, “R.A. Moog Co”, რომელსაც შემდეგ „Moog Music“ დაერქვა და მეორე, „Big Briar“.

მუგმა პირველი სინთეზატორის დემონსტრაცია 1964 წელს, მუსიკალური ინსტრუმენტების სპეციალისტთა სპეციალურ ყრილობაზე მოაწყო.

1970 წელს მუგს მიენიჭა გრემის პრესტიჟული ჯილდო მუსიკალური ტექნოლოგიის განვითარებისთვის, 2002 წელს კი, მან გრემი სინთეზატორ Minimoog-ის შექმნისთვის მიიღო. მისი სიკვდილის შემდეგ, მუგის ოჯახმა დააფუძნა მუგის სახელობის ფონდი Bob Moog Foundation, რომელიც ელექტრონული მუსიკის განვითარებას დღემდე ემსახურება.