ნოდარ მგალობლიშვილი: საბოლოოდ ერთი ვირთაგვა რჩება და იმ ერთს ქართველი ხალხი ბოლოს მოუღებს

ნოდარ მგალობლიშვილი: საბოლოოდ ერთი ვირთაგვა რჩება და იმ ერთს ქართველი ხალხი ბოლოს მოუღებს

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანის როგორც ბოროტებას, ისე სიკეთეს ზღვარი არ აქვს. ამიტომ, მისი აზრით, საზოგადოება ხელისუფლებისგან დაგეგმილი ყველანაირი წინააღმდეგობისთვის მზად უნდა იყოს.  

Presage.tv ესაუბრება ნოდარ მგალობლიშვილს.

ქართველი ხალხი შეეჩვიარომ გამოდის ქუჩის აქციებზეშემდეგ სახლში ბრუნდება და ასე გრძელდებაგაუთავებლადამ შემთხვევაშირა შეიცვალა ხალხის მენტალობაშირომ 27 მაისს ერთდღიან აქციაზეგასასვლელად მზადყოფნას გამოთქვამენ დაამავე დროსიციანრომ ამ ერთ დღეში ხელისუფლება არდამთავრდება?

- ჩემი აზრით, 7 ოქტომბრამდე ხალხი მიჩვეული იყო, რომ ვიღაც დაუძახებდა, გავარდებოდა სუყველა, დადგებოდნენ ტრიბუნასთან, მთავრობის სასახლის წინ, იყო „გადადექი, გადმოდექი“-ს ძახილი და ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ხალხს უკვე არავითარი იმედი აღარ აქვს, რომ ვინმე  დაუძახებს და რაღაც შეიცვლება, მაგრამ საზოგადოებამ ერთი რამ უნდა გაიგოს, 7 ოქტომბრამდე ისე მიწყნარებული და მკვდარი იყო პოლიტიკური სეზონი, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. ამიტომ, ხალხი აუცილებლად უნდა გამოვიდეს 27 მაისს, რათა გაიგოს, რა სიახლეა თავისუფლების მოედანზე მოწყობილ შეკრებაში. ამ გამოსვლას კვლავაც იგივე რომ მოჰყოლოდა - ახლა წავიდეთ სახლებში და შემდეგ კიდევ ვიყვიროთ „გადადექი, გადადექიო“, რა თქმა უნდა, ხალხი ამას არ დაიჯერებდა და არ გაჰყვებოდა არავითარ მოძრაობასა თუ მოწოდებას. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში სრულიად სხვა სფეროდან მოვიდა, ერის საკეთილდღეოდ ყველაფერს გააკეთებს.

მართალია, ბიზნესი და პოლიტიკა რაღაცებში ერთად არიან, ხერხებიც თითქოს ჰგავს ერთმანეთს, იქაც საკუთარი აზრებისა და საკუთარი სურვილების გატანა აუცილებელია და საკუთარი მდგომარეობის დემონსტრირება ხდება, მაგრამ პოლიტიკა ძალიან სათუთია. ბიზნესი იმდენად სათუთი არ არის, როგორც პოლიტიკა, რადგან პოლიტიკა და დიპლომატია ეხება ყოველი ადამიანის სულს, ბიზნესი კი, პირველ რიგში, მატერიალურს ეხება და მერე გადადის სულზე. პოლიტიკა და დიპლომატია პირდაპირ სულის მკვებავია. ან შხამიანია ის საკვები, ანდა, არის სასარგებლო და საზოგადოების მომავალს კვებავს. აი, რა სჭირდება საქართველოს.

27-დან თუ არ დაიწყო ეს მოძრაობა, ამ ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ ექნება და მისი დასასრული იქნება ნოლი. თავისუფლების მოედანზე 27-ში ისეთი ძალა გამოჩნდება, რომელსაც ყურის დაგდება სჭირდება და არა - მექანიკურად ნაბიჯის აყოლა. „პალატკების“ გაწყობამ და იქ ღამის თევამ თავისი დრო მოჭამა.

მაგრამალბათესეც უნდა გაგვევლო.

- იცით რა, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, ჭეშმარიტებამდე მივიდეს, რადგან ჭეშმარიტების დადგენა ადვილი არ არის. რა სჭირდება ამ საზოგადოებას, ჯერ ჩვენ არ ვიცით. რაც მთავარია, მოთმინება სჭირდება და რისთვის ვითმენთ?  - არჩევნებისთვის. ეს კოალიცია გვეუბნება, რომ მოთმინებაა საჭირო, არავითარი ზედმეტი საქციელი არ შეიძლება, არჩევნებზე უნდა მივიდეთ და დავაფიქსიროთ საკუთარი არჩევანი. არ უნდა იყოს ისე, რომ ჩემი ხმა რას იზამს? მაინც არაფერს, რა მნიშვნელობა აქვს ერთ ხმას? ეს აზრი უნდა მოისპოს.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადარომ ოქტომბრამდე ხელისუფლება პროვოკაციებზე უარს არ იტყვის და მოსალოდნელიარომფორმიანებს თუ სამოქალაქო ფორმაში გადაცმულ პოლიციელებს ერთმანეთს დაუპირისპირებსპროვოკაციის მორიგი მცდელობაერთხელ უკვე ვიხილეთროცა იმერეთისკენ მიმავალ გზაზე ბიძინა ივანიშვილის კორტეჟი შეაჩერეს და მის რეაქციას ელოდნენ.

- სანამ ერთი ადამიანი მაინც იარესებებს ამ სამყაროში, მისი გონება განსაზღვრულია და ბოროტებისა და სიკეთის ზღვარს გადის. ახლა რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე და როგორ შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცას არ მოუვა რაღაც ავადმყოფური აზრი, რომელიც საზოგადოების წყობისთვის არასასარგებლო იქნება. ერთი რამის მჯერა, რომ ადამიანის ბოროტებასა და სიკეთეს ზღვარი არ აქვს, როგორც სიკეთეს, ასევე, - ბოროტებას. ამიტომ, სადაც კი რაიმე წინაღობა  გამოჩნდება, ამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს. ამიტომ დაიგეგმა 27 მაისი, რომ ხალხმა დაინახოს, რას ითხოვს ახალი მოძრაობა. ბიძინა ივანიშვილი მოვიდა თუ არა პოლიტიკაში, აღნიშნა, მთელ ჩემს ქონებას ვდებ იმისთვის, რომ საქართველო  სწორ გზაზე დავაყენო. მე არ ვებრძვი კონკრეტულად არავის, არამედ ვებრძვი მოძრაობას, რომელიც ამ ქვეყნის მომავლის დამთრგუნველია. ეს სისტემა ადამიანის ყველაზე აქტიური ბუნების - თვითგამოხატვის საშუალებას არ იძლევა.

ხალხი  დაჩაგრულია, ადამიანებს რომ ვუყურებ, მეცოდება ჩემი თავიც და სხვაც, რადგან საზოგადოება ასეთ ურთიერთობაშია - რას იტყვის ის, რას გაკეთებს სხვა, რომ მერე მე ვისარგებლოო. ეს არის ყველაზე ცუდი საზოგადოებისთვის. ეს საშინელებაა, ანგარებითი დამოკიდებულება. ამიტომ არ მაქვს გარანტია, რომ მთავრობა თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყველაფერს არ გააკეთებს, ის დანაშაულზეც წავა, მაგრამ ამასაც ზომა და წონა სჭირდება, თუ როგორ უპასუხოს ამაზე საზოგადოებამ.

არჩევნებზე რომ მიხვალ, მერე უნდა დაიცვა შენი ხმები. რუმინეთში ხალხმა ხმა რომ მისცა და შემდეგ არასწორი შედეგები გამოცხადდა, საზოგადოება გამოვიდა და აღნიშნა, აქ იმიტომ ვდგავართ, რომ საკუთარი ხმები დავიცვათ. 8 საათზე, როცა  ყველაფერი იკეტება, მაშინ უნდა იაქტიუროს ამომრჩეველმა და არ დაუშვას, რომ ვინმემ რაიმე დამატებით ჩააგდოს. ამას ორგანიზება სჭირდება. ახლა მმართველი პარტიაც აცხადებს, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს არჩევნები და დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, მაგრამ არჩევნები მაინც ყალბდება, დამონებული ხალხი კი ვის რაში სჭირდება, მით უმეტეს, ნატოში?!

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადარომ მიხეილ სააკაშვილი არ იცნობს ქართველი ხალხის ბუნებას და ამას 27-ში დაინახავსთქვენიაზრითამდენი ხნის მანძილზერაც სააკაშვილი პრეზიდენტიაიგი ვერ ჩაწვდა ქართველი ერის ბუნებასამიტომაც დადის ვოიაჟებზე,როცა აქ წყალდიდობებისტიქიები მძვინვარებსამიტომაც ყიდულობს ძვირადღირებულ საათებსამიტომაც მიმართავს გიორგისიგუასნაირ ადამიანებს უცენზურო სიტყვებით?

- სააკაშვილი ძალიან კარგად იცნობს ქართველი ადამიანის თვისებასა და ბუნებას, მაგრამ ისე გათავხედებულია თავისი ძალაუფლებით და ისე ლაპარაკობს დამატებით ორ-სამ წელიწადზე, ხუთ წელიწადზე, მერე 20 წლის, 50 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ყოფნაზე, რომ, რა მეფეა?! უფლისგან აქვს მიცემული სამუდამოდ ქვეყნის მართვის უფლებები? მე მგონი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით იგი იმდენად არაადექვატურია, რომ რას ლაპარაკობს, თვითონაც აღარ იცის. იმდენად შეშინებულია მომავლით, რომ რა იქნება, უკვე ამას ხედავს.

როგორ შეიძლება, არ იცოდეს, ვისთან აქვს საქმე? მაგრამ იფიქრა, მე რომ წიხლს დავაჭერ ერთ ადამიანს, ამით მეორე შეშინდება. აქამდე ამას მიაღწია, ახლა კი აღმოაჩინა, რომ ერთმა ადამიანმა სრულიად შეცვალა განწყობა და სიტუაცია. ძალიან კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, სააკაშვილმა იცის, რა შეიძლება მოხდეს. კერძოდ, ერმა თავისი თვისებები უცებ წამოატივტივოს ზედა ფენაზე და ის განრისხება, რომელიც ყველა ადამიანშია დაგროვილი, გამოავლინოს. საერთოდ, ყველა ადამიანში თუ ერში ასე ხდება. ახლა ჩვენ ვიძახით, ქართველები  განსაკუთრებული ერი ვართ. რასაკვირელია, საამაყო გვაქვს. ასი ათასი მოწამე რომ გვყავს და ექვსი ათასი საეკლესიო მოძღვარი რომ გაანადგურეს ქრისტიანობისთვის, ეს ერის განსაკუთრებულობას მიუთითებს. ამისთანა ერი არსებობს და შენ, ხელმძღვანელი რომ ხარ, ამას ანგარიში უნდა გაუწიო.

არაჩვეულებრივი რეიტინგით მოვიდა ეს ხელისუფლება, მათ შეეძლოთ, 50 წელიწადი ყოფილიყვნენ სათავეში, ოღონდ ქვეყანა წესიერად ემართათ. რად უნდოდათ ამდენი შეშინება, დაჭერა, თავში ჩარტყმა, ქუჩაში მკვლელობები, ახალგაზრდობის განადგურება?! ეს აბსოლუტური უჭკუობაა. არავითარი ფაშიზმის გამომსახველი ეს არ არის, არამედ ეს არის უჭკუობა.

ტრადიციების აღმოფხვრასალბათნაწილობრივ მიაღწიესჩვენ ვიხილეთ გეი-აღლუმირასაც აქამდე საქართველოში სააშკარაოდვერავინ ბედავდა.

- ვფიქრობ, ვერ მიაღწიეს, პირიქით, უფრო გაღიზიანდა ის ნაწილი, რასაც ქართველი ერი ჰქვია. ჩვენმა ხელისუფალმა ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რაც მოხდა, ძალიან კარგია. ქართველი ერი მიძინებული იყო და მისი საქციელით აიწია ერის ნამდვილი ცხოვრება. მიშას ჭკუა რომ ჰქონოდა, თავისი საქციელით, კარგი მოპყრობით, პატარ-პატარა ქრთამების მიცემით ქართველ ერს აბსოლუტურად გაანადგურებდა. თანაც ისე, რომ ვერც გაიგებდა ამას მოსახლეობა.

როგორც ეს თავის დროზე ვორონცოვმა გააკეთა

- სხვათაშორის, ვორონცოვის პერსონა დღესაც გაურკვეველია - დადებითი როლი ითამაშა თუ უარყოფითი? ძალიან ბევრ საკითხში - დადებითი. ეს ფაქტებია, მაგრამ იმ დროს როგორ დააბეჩავა ერი? ქეიფებზე გადავედით. ასეთი რამის გაკეთება ამასაც შეეძლო, მაგრამ ამდენი ჭკუა არ ეყო, რადგან ბოროტებას მოკლე ჭკუა აქვს. ახლა ამბობს, საქართველოში მენტალური რევოლუცია მოხდაო. მაგას ჰგონია, რომ დღეს, კომპიუტერიზებულ ეპოქაში, რასაც შელამაზებულად იტყვის, მის უკან მიჩქმალულ რეალობას ვერავინ დაინახავს. ბოლოს და ბოლოს, ტელეფონი არსებობს, დავრეკავ და სინამდვილეს გავიგებ. თქვენ გგონიათ, გიორგი სიგუა საქართველოში  ცხოვრობს? მაგრამ ამერიკაში, ათეულ ათასობით კილომეტრზე, ინფორმაციის გადატყორცნა კომპიუტერის საშუალებით ხდება. ყველამ იცის სინამდვილე და ვის რას ატყუებს? ჩვენისთანა ქვეყანა არ არსებობს არსადო, - ყველგან იძახის. ევროპაში არ არის ამისთანა ქალაქი, წყალტუბო რომ არისო! კაცი აბსოლუტურად სხვა სამყაროშია. იმ ორას ადამიანს, ვინც ყვლეფდა ჩვენს ქვეყანას, დაედო ნაყაჩაღარი ფულის ნახევარი მაინც და ამ ქვეყანას მიწასთან გაასწორებდნენ. მათი მიზანი ხომ ქვეყნის განადგურებაა? ხომ ეს უნდოდათ? მაგრამ იმდენად ხარბები არიან, ესეც ვერ გაიმეტეს. მიშა ამისთვისაც ვერ გაიმეტებს მოგროვილ ფულს, ისევ სხვებს დაიბარებს და ფულს დაადებინებს. ერთი ნაციონალი დადებს თანხას, მეორეც დადებს, მაგრამ თვითონ მიშა არ დადებს. მერე ნაციონალები ერთმანეთს ვირთაგვებივით დაერევიან. როგორც წესი, ვირთაგვები ერთმანეთს ჭამენ და საბოლოოდ ერთი ვირთაგვა რჩება და იმ ერთს ქართველი ხალხი ბოლოს მოუღებს. ერის განადგურება უნდათ, მაგრამ არ იციან, რით გაანადგურონ, ამის შნოც კი არ აქვთ. არადა, შეეძლოთ, იმ ზომამდე მიეყვანათ  ქვეყანა, ხალხს ეთქვა, აღარ მინდა, არაფერი, ოღონდ მომკალითო. ასე რომ გაეკეთებინათ, პროტესტის გრძნობაც ისე გამძაფრდებოდა, ხალხი სხვანაირად მოიქცეოდა. ზოგადად, პროტესტის გრძნობა ისეა აღზევებული ადამიანის შინაგან ბუნებაში, რომ ასეთი ადამიანი მზადაა, დახვდეს მოწინააღმდეგეს და სულ რომ არაფერი, ქვა მაინც ესროლოს.