ბიძინა გიორგობიანი: პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი არასდროს მითქვამს

ბიძინა გიორგობიანი: პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი არასდროს მითქვამს

ცოტა ხნის წინ ფონდი „ქომაგი“  დაარსდა, რომელსაც სპეცოპერაციისას დაღუპული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ხელმძღვანელობს. ფონდის მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკური მოტივით დევნილ მოქალაქეებს ფინანსურად და იურიდიული მომსახურებით.

რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის, „ქომაგის“ ანგარიშები იმ მიზეზით დააყადაღა, რომ ფონდს თანხა ამჟამად ევროპაში მცხოვრებმა, საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოდან დევნილმა, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილმა ბიძინა გიორგობიანმა გადმოურიცხა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

presage.tv ბიძინა გიორგობიანს ამ თემაზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

ბატონო ბიძინა კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა ფონდ „ქომაგის“ ანგარიშები დააყადაღა და როგორც განმარტაამგადაწყვეტილების მიზეზი, 17 მაისსფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ საგარეოურთიერთობათა მდივნისბიძინა გიორგობიანის მიერ 90 ათასი ევროს გამორიცხვა გახდაქართული მედიისთვის ასევე ცნობილიგახდარომ თქვენ არც „ საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ წევრი ხართ და არც თქვენს პირად შემოწირულობაზეა ლაპარაკი.იქნებ განგვიმარტოთსინამდვილეში რა მოხდა?

 -შემოწირულობა განახორციელა გერმანულმა ფონდმა „Osteuropa - Medien & Gesselschaft“ და მე ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვარ. ასე რომ, მე არ განმიხორციელებია პირადი შეწირულობა, თუნდაც იმ მარტივის მიზეზის გამო, რომ ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.

გერმანიაში არსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას მე არ განვსაზღვრავ ერთპიროვნულად. ფონდი დაფუძნებულია რამდენიმე ადამიანის მიერ, მათ ვინაობის გამხელა მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი.

რაც შემეხება მე, გერმანული კანონმდებლობით განსაზღვრული „Treuhandstiftung“- (“სანდო პირის ფონდის“), კანონის საფუძველზე და დამფუძნებელთა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვარ როგორც - „სანდო პირი“.

ფონდი რეგისტრირებულია ასევე ფინანსურ და საგადასახადო უწყებაშიც და მოქმედებს გერმანული კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩემი გვარი კი ტრანზაქციის შესრულებისას ფიგურირებს როგორც ფონდ „Osteuropa - Medien & Gesselschaft“  აღმასრულებელი დირექტორის გვარი, რომელმაც შეასრულა ფონდის გადაწყვეტილება.

რაც შეეხება პარტიის წევრობას, საქართველოს ნაციტური ხელისუფლების თხოვნით, ესპანეთში 2011 წლის აგვისტოში, ჩემი დაპატიმრების შემდეგ, იმ მიზეზით, რომ ვერ ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას, 2011 წლის სექტემბერში „კონსერვატიული პარტიის“ ეროვნულ კომიტეტს მივმართე თხოვნით და შევიჩერე უფლებამოსილება. ალბათ, პარტიის კანცელარიაში, არსებობს წერილობითი დოკუმენტიც.

დავამატებ, იმასაც, რომ მანამდეც ჩემს მოვალეობას საზოგადოებრივ საწყისებზე ვასრულებდი, ვინაიდან მე გერმანიის მოქალაქე ვარ და როგორც ვიცი, უცხო ქვეყნის მოქალაქე მაშინდელი კანონმდებლობით არ შეიძლებოდა პარტიის წევრი ყოფილიყო.

ჩემი მაინც და მაინც არ ეშინოდათ ნაცისტებს, ჩემი სეხნიის შიშით კი ეს კანონი ახლა მგონი შეცვალეს კიდეც. ასე რომ, მე, თავისუფალი ადამიანი ვარ, კონსერვატიული მრწამსის და შეხედულებების. კონტროლის პალატის მოქმედება კი ჩვეულებრივი რეკეტია. თუმცა, იმედი მაქვს, პატიმართა და სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანთა დახმარებისათვის გათვალისწინებულ თანხას დიდხანს ვერ დააყადაღებენ. ჩვენ ძალიან ეფექტურად და სწრაფად ვიმოქმედებთ.

გარდა იმისარომ საქართველოს მთავრობას თქვენს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეუწყვეტიარა გახდა მიზეზირომპოლიტიკურ საქმიანობაზე უარი თქვით?

- პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი არასდროს მითქვამს. მე ვმონაწილეობდი და ვმონაწილეობ ყველა იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, ვმონაწილეობ ინდივიდუალურად.

სხვა საქმეა, რომ მე და „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერ ზვიად ძიძიგურს, 26 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და ყოველთვის ერთად ვიყავით, ჯერ - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, შემდეგ - ქაოსის და ანარქიის წინააღმდეგ. ახლაც ერთად ვართ, საქართველოში არნახული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უსამართლობის და კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგობის ბრძოლა, სულაც არ საჭიროებს პარტიულ კუთვნილებას და დისციპლინას. უკვე 8 წელია, რაც მეორე ემიგრაციაში ვიმყოფები და შეიძლება, ჩემი ბრძოლა ისეთი ეფექტური ვეღარაა როგორიც ჩვენ შეგვეძლო ახალგაზრდობაში.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილში პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა მიეღო გერმანიის პარლამენტის,ბუნდესტაგის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი და დიპლომატი დიტერ ბოდენი. ამ თემაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომსაკმაოდ გაურკვეველი განმარტებები გაავრცელათუ გაქვთ ინფორმაცია რა მოხდა და გერმანიის მთავრობამ როგორ აღიქვა სააკაშვილისპროტესტი?

- მე ერთხელ უკვე დავწერე, რომ სააკაშვილი გერმანიისა და საერთოდ, ევროკავშირის სტრუქტურებში აღიქმება როგორც უკიდურესად არასერიოზული ადამიანი, მას უჭირს ჩვეულებრივი კომუნიკაცია და განსხვავებული აზრის მოსმენაც კი.

მისი დემარში არავის სწყენია. ქართული ანდაზა ამბობს, „ვირისგან წიხლი რა საწყენიაო“ და სააკაშვილის ამ საქციელს კარგად ერგება. არა მგონია პროფესორი დიტერ ბოდენი, რომელსაც საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს, სააკაშვილის ამ დემარშს გაენაწყენებინოს.

ალბათ, გასაგებია, რომ სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია დიტერ ბოდენის ოპოზიციის ლიდერ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ. ჩემი ვარაუდით, პროფესორ ბოდენის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სამომავლოდ უფრო მეტი შედეგების მომტანი იქნება, ვიდრე სააკაშვილთან ლაპარაკში დროის კარგვა.

იგივეს ვიტყოდი ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონის მიმართაც, რომელთანაც რამდენიმეჯერ მისაუბრია და გარწმუნებთ, იგი ძალიან კარგადაა ინფორმირებული საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, იგი ძალიან მწვავე კითხვებს დაუსვამდა სააკაშვილს, რომელსაც კრუნჩხვები ემართება თუ ვინმემ სიტყვა შეუბრუნა. ასე რომ, ეს შემთხვევა საქართველოსათვის არა არის დრამატული, სააკაშვილისათვის კი კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქაა.

სააკაშვილი გვპირდებარომ თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდეევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს გადაწყვეტსდა საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრიც გახდებაევროპული განწყობების გათვალისწინებით რამდენად რეალურიასააკაშვილის ეს დაპირება?

- ევროკავშირს 2008 წლიდან მოყოლებული, ძალიან მძიმე პერიოდი უდგას, რაც გამოიხატება საბერძნეთის კრიზისში. ამ თემაზე მე რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე. ძალიან საეჭვო ვითარებაა ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაშიც. ევროკავშირი გადაღლილი და გამოფიტულია გაფართოებით.

ინგლისი, რომელიც ტრადიციულად, გამიჯნულია კონტინენტური ევროპის პრობლემებს, არ იზიარებს პასუხისმგებლობას ევროს სავალუტო კრიზისის შესახებ და მხოლოდ დიდაქტიკური რჩევებით შემოიფარგლება.

სააკაშვილი პოლიტიკური ნაცარქიაა, მისი დაპირებების ღირებულებას, ალბათ, უკვე მიხვდნენ საქართველოს მოქალაქეები, ვინც ვერ მიხვდა, იმას აღარაფერი უშველის.

ევროკავშირმა საქართველოს თვითონ გაუწოდა დახმარების ხელი 2008 წლის ომის შემდგომ, მაგრამ საქართველოს ნაცისტურ რეჟიმს ჯერაც არ შეუსრულებია ის მოთხოვნები, რასაც ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის სანაცვლოდ აყენებს.

ევროკავშირის პირობების შესრულების სანაცვლოდ, კრიმინალური წარსულის რუსი ოლიგარქი კახა ბენდუქიძე და მისი დაქირავებული შარლატანი მიშა თავხელიძე ევროკავშირის კომისარს შტეფან ფულეს, ლამის რუსეთის აგენტობას სწამებდნენ. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო და რჩება ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა-ფუნქციონირება. ანტიმონოპოლიური სამსახური  ბენდუქიძის დაჟინებული მოთხოვნით და იმჟამინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ბრძანებით 2006 წელს გაუქმდა.

სამსახურის გაუქმების მოტივაცია ბენდუქიძის მხრიდან სწორედ ბაზარზე  სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის აღკვეთა იყო. საქართველოს მხრიდან, ევროკავშირის მიერ მინიჭებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გამოუყენებლობის და საქართველოს ხელისუფლების გაურკვეველი ქმედებების შემდეგ,  ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა შტეფან ფულიემ  2010 წელს საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოში არსებული  „ზედმეტად ლიბერალური“ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.

ამ შემთხვევაშიმიხეილ თავხელიძე რა შუაშია?

- სავარაუდოდ, ევროკომისარს ქართული ეკონომიკის მომავალზე სწორედ კახა ბენდუქიძე, მიშა თავხელიძე და მათი „გუნდის“ წევრები ესაუბრნენ.

ევროკომისრის განცხადების შემდეგ აღნიშნული ჯგუფის პროპაგანდისტულ ფურცლებზე (ჟურნალი „ტაბულა“, N13), დაიბეჭდა თავხელიძის წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: „მე და ევროკავშირის კომისარი შტეფან ფიულე ვერასდროს შევთანხმდებით. ევროკავშირის გაფართოებაზე (მე ვიტყოდი, გაფართოების არ-დაშვებაზე) პასუხისმგებელი ბატონი ფულე ამასწინათ, თბილისში იყო და „ზედმეტად ლიბერალური“ ეკონომიკური პოლიტიკის გამო, გვისაყვედურა. მისგან ეს გასაგებიც არის: მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (МГИМО) დაამთავრა და 1989 წლამდე ჩეხოსლოვაკეთის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მერე, როგორც სხვა ბევრი ევროკომუნისტი, ევროსოციალისტი გახდა“.

მხოლოდ ამ კომისრის მსოფლმხედველობაში რომ ყოფილიყო საქმე, არც კი ვახსენებდი, მაგრამ ეკონომიკური ლიბერალიზმის მტერი მხოლოდ ბატონი ფულე როდია: ეკონომიკურ ლიბერალიზმს ვერ იტანს ბრიუსელის მთელი ევრო-აღმასკომი. თან, გარდა იმისა, რომ ვერ იტანს, აქტიურადაც ებრძვის.

პოლიტიკური შარლატნის, მიშა თავხელიძის ეს სიტყვები სრულად გამოხატავს ნაცისტური პარტიისა და პირადად, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას ევროკავშირისადმი.

ასე რომ, თუ მიიღებს კიდეც საქართველო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, ეს არამც და არამც არ იქნება „ნაცპარტიის“ სურვილი და დამსახურება, არამედ მხოლოდ ევროკავშირის კეთილი ნებით მოხდება.

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაციარომ თქვენ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდითთუმცა კოალიციის წევრები მსგავს ფაქტსარ ადასტურებენგეგმავთ თუ არა კოალიცია „ქართულ ოცნებასთან’ თანამშრომლობას და როგორი იქნება ეს ფორმატი?

- როგორც აღვნიშნე, მე ვარ და ვრჩები უპარტიო ადამიანად, ჩემი საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები და მრწამსი, რა თქმა უნდა, გამაჩნია. ასევე გამაჩნია ჩემი მოტივაცია, რომ ყველანაირად დავეხმარო იმ ადამიანებს, ვინც უსამართლოდ რეპრესირებულნი არიან იმ რეჟიმის მიერ, რომელმაც მე დაუსწრებლად 6 წელი ციხე მომისაჯა, მხოლოდ იმისათვის, რომ არ შევედი კორუფციულ გარიგებაში კუდის მაღალჩინოსნებთან და არ დავთანხმდი ბენდუქიძის მოთხოვნას, ტყეების აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ. ასე რომ, მოტივაცია საკმარისზე მეტი მაქვს.

როგორც თქვენ ამბობთსაქართველოდან ხელახალი დევნილობა გამოიწვია ქვეყნის მთავრობის მიერ ტყის რესურსების საკუთარიშეხედულებისამებრ განკარგვის სურვილმათუ არის თქვენთვის ცნობილირა ხდება ამ სფეროში საქართველოში და რამდენად სწორიპოლიტიკა აქვს არჩეული ამ მიმართულებით დღევანდელ მთავრობას?

- ინფორმაცია საკმარისად მაქვს, მაგრამ დღეს ჩვენ სხვა თემებზე ვსაუბრობდით და ეს ვრცელი სასაუბრო თემა მოდით, სხვა დროისათვის გადავდოთ. მოკლედ კი გეტყვით, რომ ის, რაც საქართველოში ხდება გარემოს დაცვის მხრივ, არც ერთ ქვეყანაში მსგავსს, არ მოითმენდნენ.