მარინა ჩიტაშვილი: „ის აგრძელებს გაუგებარ ქცევას და ვერ გეტყვით, რამდენად აქვს რეალობის შეგრძნება“

მარინა ჩიტაშვილი: „ის აგრძელებს გაუგებარ ქცევას და ვერ გეტყვით, რამდენად აქვს რეალობის შეგრძნება“

სააკაშვილის უცნაური და აუხსნელი საქციელი  საქართველოში უკვე აღარავის უკვირს, თუმცა პრეზიდენტი არ იღლება და ყოველდღე ახალ-ახალ სიურპრიზს გვიცხობს. ამჯერად, სააკაშვილმა თავის არაორდინალურობას აშშ-ში ვიზიტის დროსაც არ უღალატა და პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს, ქართველი გიორგი სიგუას მიერ დასმულ მწვავე კითხვას რესპონდენტის მხრიდან უცენზურო პასუხი მოაყოლა.
„ყველა შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ. რაც შეეხება ჩვენს სასამართლო სისტემას, ის ახლა ტრანსფორმაციას გადის. ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სისტემის ნდობა საქართველოში 10% იყო, ახლა კი 70%-ია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლახან შემოვიღეთ ნაფიც მსაჯულთა სისტემა... ახლა არსებობს ხალხი, რომელიც მთავრობაში აპირებს მოსვლას და შეკითხვების დასმისთვის ზოგიერთებს ფულს უხდის..“- განაცხადა სააკაშვილმა.

რამდენად ადეკვატურად იქცევა საქართველოს პრეზიდენტი და რას ნიშნავს მისი დამოკიდებულება საზოგადოებისადმი ამ თემაზე ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი გვესაუბრება.

პრისტონის უნივერსიტეტშიროდესაც ქართველმა გიორგი სიგუამ სააკაშვილს მისთვის უხერხული კითხვები დაუსვასაქართველოსპრეზიდენტმა მას საკმაოდ უხეშად უპასუხასაქართველოშიმისი მხრიდან ოპონენტების „შემკობას“ მიჩვეული ვართმაგრამ როდესაცქვეყნის პრეზიდენტი უცხოეთშიც ღალატობს ეტიკეტსროგორ ფიქრობთეს რაზე მეტყველებს?

- ვთვლი, რომ პრეზიდენტი სულ ცოტა აკადემიური მაინც უნდა იყოს,რაც შეეხება ეტიკეტს, ამაში ვერ ვერკვევი და ამ თემაზე სჯობს დიპლომატებს ჰკითხოთ, ვისაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და იციან, როგორ უნდა იქცეოდეს ქვეყნის პირველი პირი...

ვიდრე სააკაშვილი ამერიკაში წავიდოდასაკმაოდ სკანდალური გახდა მისი მილანური „შოპინგის“ თემაციყო თუ არა ამ შემთხვევაშისაყიდლებზე წასვლა ადექვატური...

- შოპინგის თემაზე ვერ ვილაპარაკებ, ელემენტარულად იმის გამო, რომ როდესაც 12 მაისს საქართველოში წყალდიდობის შედეგაც 5 ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის პრეზიდენტმა თავს უფლება მისცა და 13 მაისს სლოვენიაში საქართველოს ნაკრების თამაშზე წავიდა. ამის შემდეგ, მისი შოპინგი უკვე აღარ მაინტერესებს...

ეს იყო ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს თავისი ქვეყნის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის მიმართ. იმასთან შედარებით, რომ 13 მაისს პრეზიდენტი ზის ტრიბუნაზე და ძალიან მხიარულია, ამასთან შედარებით შოპინგი არაფერი არ არის.

აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ პრეზიდენტმა საყიდლებზე არ უნდა იაროს და ახალგაზრდული ნაკრების (რომელმაც თავის მხრივ, სასწაული მოახდინა), მატჩს არ უნდა დაესწროს, მაგრამ როდესაც 12-ში ხდება თბილისში ეს ამბავი, მაშინ არ უნდა წახვიდე ფეხბურთზე და ამის შემდეგ მილანში წავა თუ პარიზში, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

ქართული საზოგადოების გასაკვირადპრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მილანში ვიზიტს და ითქვა,რომ სლოვენიიდან მილანის გავლით პრეზიდენტი აშშ-ში წავიდა. თუმცა, თარიღები ისეა არეულირომ ვერავინ დაადგინაროდის იყოპრეზიდენტი სლოვენიაშიროდის მილანში და როდის საქართველოში. დარჩა შთაბეჭდილებარომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამაცარასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. როგორ ფიქრობთთავად ეს დამოკიდებულება რაზე  მეტყველებს?

- პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლება იტყუება? როდესაც ტონი ბლერმა მოიტყუა იმის შესახებ, რომ თითქოს ერაყში იყო მასობრივი განადგურების იარაღი და ამიტომ შევიდა კოალიციაში, იმ დღიდან დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა.

საქართველოში 2007 წლიდან ეს მმართველობა არ დასრულებულა, იმის მიუხედავად, რომ ეს მმართველობა იტყუება.

პოლიტიკურ კარიერას ამთავრებს ლიდერი, როდესაც მისი ხალხი გადაწყვეტს, რომ მას არ სჭირდება მატყუარა ხელისუფლება. როგორც ჩანს, ჩვენ ეს ჯერ ვერ გადავწყვიტეთ.

ჩვენს ძირითად პარტნიორ ქვეყანაშიაშშ-ში დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნის პირველი პირების ქცევის ეტიკეტსაც და მათი ცხოვრებისმორალურ მხარესაცთუმცა საქართველოში საზოგადოების მხრიდან ნაკლები რეაქცია მოჰყვება ხოლმე ქვეყნის ხელისუფალთაცხოვრების მორალურ მხარესთუნდაც რამდენიმე წლის წინანდელი სკანდალური ფაქტი რომ გავიხსენოთმასაჟისტის ჩამოყვანასვგულისხმობცოტა ხანს ილაპარაკეს და შემდეგ ეს ამბავი ყველამ მიივიწყა. როგორ ფიქრობთრა დაემართა ქართულ საზოგადოებას?

- ქართული საზოგადოება ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, ეს არის იმ პოლიტიკური ძალების ვალი, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში უნდათ მოსვლა. როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლები, ან სააკაშვილის პოლიტიკური კონკურენტები დიდ პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ პრეზიდენტმა თავს უფლება მისცეს, მასაჟისტი ქალი ჩამოიყვანოს უცხოეთიდან და ამაში გადაიხადოს ფული, რომელსაც საშემოსავლო გადასახადის სახით იხდის ჩვენი მოსახლეობა.

ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ როდესაც ამას არ ეძლევა რეზონანსი, ალბათ, საზოგადოებისათვის ჩვეულებრივ, სტანდარტულ ფორმად არის მიღებული, ან საზოგადოება ელოდება, რომ სხვა პოლიტიკოსებიც ასე მოიქცევიან.

მაინც ვფიქრობ, რომ, გარკვეული ქცევითი ნორმების მიმართ საზოგადოების აზრს, როდესაც ქვეყნის ლიდერზეა საუბარი,   მისი პოლიტიკური კონკურენტი უნდა გამოხატავდეს. ეჭვი მაქვს, რომ პოლიტიკური ოპონენტები მინიმალურ ყურადღებას უთმობენ ასეთ საკითხებს.

თუმცა გამოითქვა ეჭვირომ ფოტოებირომელიც გამოქვეყნდასწორედ მისი პოლიტიკური ოპონენტების მცდელობის შედეგია. თუ ესმართლაც ასეაგამოდისრომ ყინული დაიძრა?

- სააკაშვილი თავისი პოლიტიკური კონკურენტების მიმართ სწორედ ასეთ მეთოდებს იყენებს და საერთოდ, პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთს უნდა დაჰყვებოდნენ კუდში, იმიტომ, რომ გავიგოთ, ვინ რას აკეთებს. რასაც ამბობენ და ლაპარაკობენ, რამდენად შეესატყვისება სიმართლეს.

ეს ნიშნავს, რომ ხალხის ბედზე აღელვებული პრეზიდენტი თუკი გზად შოპინგობს და არ არის ეს საჯაროდ გამოტანილი იმიტომ, რომ არ გაირკვეს, ის თავის ფულს ხარჯავს ამაში თუ ხალხის ფულს (ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა), თუკი, ის ერთი დღით რჩება მილანში და ამ დროს თავის საქმეებს ახმარს, ასეთ შემთხვევაში, მთელი მისი ხარჯები არ უნდა იყოს დაფარული პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯებიდან.

თუ ის თავის ფულს ხარჯავს, მაშინ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ აქ უკვე მორალურ მხარეზე იქნებოდა ყურადღების გამახვილება საჭირო.

მაგრამ, აქ ორი რაღაცაა გადაჯაჭვული. თუ პოლიტიკურ ოპონენტს შეუძლია გადაიღოს ასეთი ფოტო, პარალელურად, უნდა დაასაბუთოს კიდეც, რომ მან ჩვენი ფული დახარჯა. ასეთ შემთხვევაში, უკვე საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება, უნდა თუ არა ფული იხადოს იმისათვის, რომ სააკაშვილმა მილანში ამ ფულით „შოპინგზე“ იაროს.

სააკაშვილი მიჩვეულია ყველა სიტუაციიდან მარტივად გამოვიდეს და ეს გამოსდის კიდეცმაგალითადპრისტონის უნივერსიტეტშიროდესაც ერთ-ერთმა ქართველმა მას მილანურ „შოპინგზე“ საკმაოდ მწვავე შეკითხვა დაუსვასააკშვილმა მას მისი პოლიტიკურიოპონენტებისგან მოსყიდული უწოდა...

- როდესაც თვითონ უსვამს მწვავე კითხვებს ოპოზიცია, იმას ვიღა უხდის ფულს? მე შეიძლება თქვენ გადაგიხადოთ ფული და დაგასმევინოთ მწვავე შეკითხვა, მაგრამ როდესაც მე თვითონ ვსვამ მწვავე შეკითხვას და ამაზე პასუხს ვერ ვიღებ, მაშინ, მე ვიღა მიხდის ფულს?

როდესაც მიხეილ სააკშვილის უცხოური ვიზიტები შუქდება ნაციონალური ტელევიზიებითრბილად რომ ვთქვათარაზუსტიინფორმაციები ვრცელდებათითქოს, ქვეყანაში წარმატებული რეფორმები ტარდება და უცხოელები ამით აღფრთოვანებულები არიან.როგორ ფიქრობთასეთი პიარი ვისზეა გათვლილი უცხოურ დიპლომატიაზე თუ ქართულ საზოგადოებაზე?

საქართველოს მოსახლეობაზეა გათვლილი. უცხოელებმა მშვენივრად იციან, სად არის საქართველო და რამდენი ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ საქართველო რაც არის ასეთი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ეს გათვლილია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე.

სააკაშვილი რომ ასეთ ისტორიებს ჰყვება, იმასაც ხომ გვაჩვენებენ, რომ ისინი, ვინც მას უსმენენ, ვითომდა ამ ყველაფერს იჯერებენ. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ შიდა მომხმარებელზეა გათვლილი.

ბოლო დროს სააკაშვილი ხშირად აპელირებსრომ მისი პოლიტიკური ოპონენტები დიდ თანხებს ხარჯავენ ლობისტურ კომპანიებზეიმისათვისრომ როგორც თვითონ ამბობსსაქართველოზე ცუდი ინფორმაცია გაავრცელონრაზეა გათვლილი ასეთი ტიპისგანცხადებებიმითუმეტესრომ უცხოეთში საკუთარ პიარზე არანაკლებ თანხებს ხარჯავს თავად სააკაშვილიც...

- მისი პოლიტიკური ოპონენტები რასაც ხარჯავენ, ის მათი საკუთარი ფულია,  სააკაშვილი ჩვენს თანხებს ხარჯავს. ლობისტურ კომპანიებზე ფულის ხარჯვა ნამდვილად არ შედის არც ერთი ქვეყნის მეთაურის კომპეტენციაში, მაშინ, როცა ეს მისი პირადი ფული არ არის. ხოლო ის ადამიანი თავის პირად ფულს ხარჯავს და არა ჩვენი ჯიბიდან წაღებულ ფულს, ამაშია პრინციპული სხვაობა.

სააკაშვილმა ერთხელ თქვა, რომ მას მოსწონს ლუდოვიკო XIV და მისი ძირითადი სავიზიტო ფრაზა - „სახელმწიფო ეს მე ვარ“, ასევე სააკაშვილის საყვარელი ფრაზაა, შესაბამისად, უნდა ვიფიქრიოთ, რომ ინფორმაციას, რასაც ოპოზიცია მის მიმართ ავრცელებს, ის აიგივებს საქართველოსთან.

ეს არ არის საქართველოზე გავრცელებული უარყოფითი ინფორმაცია, ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოში არის სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი და ხელისუფალი, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი, აჭარბებს თავის უფლებამოსილებას. ასეთ შემთხვევაში, ეს არ არის საქართველოზე ცუდი ინფორმაციის გავრცელება. ეს არის ერთ კონკრეტულ ადამიანზე ერთი კონკრეტული ინფორმაციის გავრცელება.

სახელმწიფო ფინანსების საკუთარი შეხედულებისამებრ ხარჯვაქვეყანაში გადაწყვეტილებების ერთი პირის მიერ მიღებაიმინფორმაციის გავრცელება რაც სახელმწიფო აპარატს აწყობს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ... როგორფიქრობთრისთვის სჭირდება ესყველაფერი სააკაშვილსქვეყნის ნორმალურად მართვის შემთხვევაში, ის სასურველი ხელისუფალი იქნებოდა როგორც ქვეყნის შიგნითისე გარეთ...

- ამას კლასიკური პროპაგანდა და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ჰქვია. ქვეყნის შიგნის ის ცდილობს, რომ წარმოსახვითი რეალობა შექმნას, ხოლო ქვეყნის გარეთ ის ცდილობს აჩვენოს, რომ მას მხარს უჭერენ...

თუმცა, სააკაშვილმა, წესითუნდა იცოდესრომ ეს წარმოსახვითი რეალობა დიდხანს ვერ გაგრძელდება და ადრე თუ გვიანაუცილებლად დაიმსხვრევარამდენად  ადექვატურია მისი ქცევა ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში?

- ვერ გეტყვით, უნდა იცოდეს თუ არა, იმ თვალსაზრისით, რომ მისი ქცევა ვერ ჩაითვლება რაციონალურ ქცევად თუნდაც იმიტომ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მას უკვე უნდა დაესახელებინა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. თუ ის იქნება ლიდერი, მაშინ პრეზიდენტობა უნდა დატოვოს.

რაციონალური იქნებოდა, დაესახელებინა ამ ორგანიზაციის ლიდერი და მისთვის დაეჭირა მხარი, ეს იქნებოდა ნამდვილად რეალობაში არსებობა და ახლა, როდესაც ის კვლავ აგრძელებს გაუგებარ ქცევას, ვერ გეტყვით რამდენად აქვს რეალობის შეგრძნება. თუმცა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ არსებობს გარკვეული გეგმა და ჩვენს პარლამენტს სულაც არ სჭირდება დიდი სჯა-ბაასი, ისინი ყველაფერზე მოაწერენ ხელს.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მისი, როგორც პოლიტიკოსის ქცევა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და სწორედ აქედან გამომდინარე, დასავლეთი სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებს, რომ ისინი ელოდებიან სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს ოქტომბერში.

ამაზე მეტყველებს სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიც, რომლისკენაც „მივისწრაფით“ ისე, რომ არ გვინდა შევცვალოთ არაფერი, რასაც საქართველოსგან ევროკავშირი ითხოვს.