"რა ლამაზი თვალები გაქვთ, ბატონო ბიძინა", ანუ ვის მიულოცა ივანიშვილმა დაბადების დღე

5 მაისს ბიძინა ივანიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მსახიობ გივი ბერიკაშვილს დაბადების დღე მიულოცა. "საქართველოს საყვარელ მსახიობსა და ჩემს საყვარელ მეგობარს, გივი ბერიკაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს მე და ჩემი ოჯახი! გივი ბერიკაშვილი ნამდვილი სახალხო არტისტია. მისი როლები გამოირჩევა გულწრფელობით და მეტად ახლობელია ქართველი მაყურებლისთვის, ამიტომაცაა იგი განსაკუთრებით საყვარელი ყველა ქართველისთვის. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ხანგრძლივ შემოქმედებით ცხოვრებას საქართველოს გასახარებლად. ბიძინა ივანიშვილი".

ცნობილი ფაქტია, რომ პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი მსახიობების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს და ამას ღიად გამოხატავენ. ცნობილი ქველმოქმედი წლების განმავლობაში მათ ფინანსურად ეხმარებოდა. 16 მაისს კი "ფეისბუქზე" წინადღის ამსახველი სამი ფოტო გამოქვეყნდა. "ბიძინა ივანიშვილმა საყვარელ მსახიობს დაბადების დღე მეგობრულ გარემოში მიულოცა" - ასე ჰქვია ფოტოებს, სადაც ივანიშვილი ეკატერინა ხვედელიძესთან, მსახიობ გივი ბერიკაშვილთან, მის მეუღლესა და ბატონ კახი კავსაძესთან ერთად ოჯახურ გარემოშია გადაღებული. 

ფოტოობიექტივის წინ, იატაკზე მჯდომი ცნობილი ბიზნესმენის ნახვა ბევრს გაუკვირდა. მრავალწლიანი უჩინარობის ფონზე, მე მგონი, ბევრს კიდევ არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებობს, სურათებს იღებს, იატაკზე ჯდება, იცინის და მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავს. სურათები "ფეისბუქის" უამრავმა მომხმარებელმა გაიზიარა და კომენტარებიც არ დაიშურეს. გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანი თქვენთვისაც გამეცნო.

"ვაიმე, რა საოცარი ფოტოა. გავგიჟდი პირდაპირ. როგორი სოფლური ტიპია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ფულისა და დიდების პატრონია. ისე ზის, გეგონება ჭორვილას ორღობეაო, ჩემი ოცნებაა ამ კაცთან შეხვედრა".

"რა ლამაზი ფერის თვალები გაქვთ, ბატონო ბიძინა".

"იატაკზე იმიტომ სხედან, რომ ავადმყოფური ამბიცია არ აწუხებთ. თავმდაბლობა ყველაზე დიდი ღირსებაა ადამიანში".

"ოჯახური, მშვიდი და სასიამოვნო ფოტოა. მიშასავით სავარძლები არ სჭირდებათ, ადამიანად რომ იგრძნონ თავი. ესენი ისედაც დიდი ადამიანები არიან, ასე რომ, იატაკზეც მშვენივრად სხედან".
"აბა, ხალხნო, ყველანი იუმორინაზე".