დავით გარეჯის თემის აქტუალიზაცია საზოგადოების გაკრვეულ ნაწილში ეჭვს ბადებს, რომ ეს ხელისუფლების მიერ ქართული საზოგადოების განწყობის მოსინჯვისთვის გაკეთდა. ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტორიც, რომ გუშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, რომლებიც 6 მაისის შემდეგ ჩიჩხიტურის ქედზე იდგნენ, რამდენიმე კილომეტრით გადაინაცვლეს და ამჟამად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დგანან. ფაქტია, რომ ისინი ვერც თავიდან, ანუ 6 მაისს გაბედავდნენ თვითნებურად საზღვის გადმოწევას და არც მისი დატოვება იქნებოდა მათი პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ჩნდება. ერთ-ერთი ვერსიით, რასაც ქართველი ექსპერტებიც ასახელებენ, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ სადავო ტერიტორია აზერბაიჯანს რაღაც ფინანსური გარიგების სანაცვლოდ დაუთმო. მეორე ვერსიით, რაზეც ზემოთაც ვიასაუბრეთ, შესაძლოა, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა იყო და მკვეთრი საზოგაროებრივი პროტესტის შემდეგ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. მესამე ვერსია უკვე გუშინ გაჩნდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თავიანთი დისლოკაციის ძველ ადგილს დაუბრუნდნენ. გაჩნდა კითხვა - ხომ არ გაკეთდა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას მონასტრის დაზიანებული ადგილები დაუმალონ? მოკლედ კითხვები ბევრია და პასუხის გამცემი - არავინ. მოგეხსენებათ, დავით გარეჯის მოსანახულებლად პარლამენტის ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები იმყოფებოდნენ. იმაზე, თუ რა სიტუაცია დახვდათ მათ ადგილზე ჩასვლისას, presage.tv ფრაქციის წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა. დიმიტრი ლორთქიფანიძე: „დიდ მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენი ვალდებულება იყო, ავსულიყავით ჩიჩხიტურის თხემზე. ეს გახლავთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი ნაწილი. მის უშუალო პროექციაში მდებარეოს უდაბნოს მონასტერი, რომელიც სახელდებულია, როგორ ბერთუბანი. როდესაც ჩვენ ავედით, იქ დაგვხვდნენ ჩვენი მესაზღვრეები, რომლებმაც არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე გავსულიყავით იმ პროექციაში, საიდანაც უშუალოდ კელიებში შევიდოდით. როდესაც ჩვენ დავინტერესდით, რატომ არ გვიშვებდნენ, მესაზღვრეებმა გვითხრეს, რომ ეს არის სახელმწიფო საზღვარი, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა. ჩვენ დავინტერესდით, ასრულებდნენ თუ არა ისინი კონკრეტულ ბრძანებას და რაში მდგომარეობდა იგი. მესაზღვრეებმა გვიპასუხეს, რომ ისინი ასრულებდნენ ბრძანებას, რომლითაც მათ დავალებული აქვთ, საქართველოს მოქალაქეები არ გადაუშვან ამ საზღვარზე, რადგან იქ მათ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დააკავებენ. ამდენად, თქვენ არ მოგეცათ იმ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება? - ცხადია, რომ ეს ბრძანება, რომელსაც ქართველი მესაზღვრეები ასრულებენ, თავისი არსით უკანონოა, მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვიცდია, რომ იმ ტერიტორტიაზე ძალით შევსულიყავით. უბრალოდ ჩვენ ძალიან დიდხანს ვიდექით იქ, თითქმის საღამომდე, რათა ჩვენი თვალით გვენახა, მოძრაობდა თუ არა იქ აზერბაიჯანული სასაზღვრო რაზმი. მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების სამ-ოთხ კაციანი ჯგუფი ჩიჩხიტურის თხემიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრის დაშორებით მოძრაობდა. ეს კი, გასაგები მიზეზების გამო, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ეს ავანტიურა საქართველოს ხელისუფლებისგან მომდინარეობს და აზერბაიჯანულ მხარესთან არავითარი შეხება არ აქვს. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ რაღაც მომენტში პრეტენზიები აზერბაიჯანული მხარის მიმართ გამოითქმის ხოლმე. მაქვს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის საელჩოსთან გარკვეული ჯგუფები საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებდნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქციის ადრესატი არის ჩვენი მთავრობა და არა აზერბაიჯანის საელჩო. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის, რომ ეს პრობლემა არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ნორვეგიელ ტურისტთა ჯგუფი, რომელსაც ასევე არ მიეცა ბერთუბანში შესვლის საშუალება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ახირება. თუ რა მიზანს ემსახურება ეს ახირება, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება. ძალიან გამიჭირდება მიზეზი პირდაპირ დავასახელო, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მომავალ არჩევნებთან არის დაკავშირებული და როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების გარკვეულ დაპირებასთან აზერბაიჯანული მხარისთვის. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის სადემარკაციო ხაზის მხოლოდ 70%-ია დადგენილი და მისი 30% ჯერ დასადგენია. ეს 30% კი ჩიჩხიტურის თხემსაც მოიცავს, სადაც დავით გარეჯის სამონსტრო კომპლექსის განუყოფელი ნაწილი, ბერთუბანი არის განთავსებული. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანის სასაზღვრო პატრულმა რამდენიმე კილომეტრით უკან დაიხია და რომ ისინი ჩიჩხიტურის თხემის გაკონტროლებას აღარ აპირებენ. ესეც ნიშანდობლივია, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი სწორედ ამ მონაკვეთზე პატრულირებდნენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ ისინი ე.წ. სასაზღვრო ზოლიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრში იმყოფებოდნენ. ბატონო დიმა, რამდნიმე დღის წინ იქ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ჩავიდნენ და მათაც დაადასტურეს ინფორმაცია, რომაზერბაიჯანელი მესაზღვრეები მართლაც ამ ქედზე იდგნენ. ასევე ადგილზე ბევრი სხვა ადამიანიც იყო ჩასული და იგივე ვითარებადახვდათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს აჟიოტაჟი ხელისუფლებამ საზოგადოებრივი განწყობის მოსასინჯად მოაწყო? - არ გამოვრიცხავ, რომ ეს ქმედება საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიზნით განხორციელდა. ამავე დროს თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება, რომ ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით ეს პრობლემა აღმოფხვრას, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს კრიზისი, შესაძლოა, სწორედაც ხელოვნურად შეიქმნა იმისთვის, რომ შემდეგ მისი განმუხტვის შედეგად ხელისუფლებამ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ესეც ერთი ვერსიაა, მეორე ვერსიაზე კი ზემოთ უკვე ვისაუბრე და არც ის არის საფუძველს მოკლებული. კერძოდ, შესაძლოა ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მოკლე გზით გადადგას ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენი საზოგადოება შეაგუოს იმ აზრს, რომ ჩიჩხიტურის ქედი გახდეს ოფიციალური სადემარკაციო საზღვრის დადგენის ზოლი, რასაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ერი არასოდეს შეეგუება. ეს არის დავით გარეჯის ერთიანი უზარმაზარი სამონასტრო კომპლექსი, მისი ნაწილების ერთმანეთისგან განუყოფელია. ეს არის ქართული კულტურის უძველესი ძეგლი, რომელშიც არავითარი ალბანური კულტურის კვალი არ არსებობს. ქართულ საზოგადოებაში არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს სადავოტერიტორია აზერბაიჯანს გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ დაუთმო. ექსპერტმა მამუკა არეშიძემაც განაცხადა, რომსაქართველოს ხელისუფლებაში მრავლად არიან ჩინოვნიკები, რომლებსაც ფარული ეკონომიკური გარიგებები აქვთ აზერბაიჯანულფირმებთან, რის გამოც ამ საკიხთზე ხმას ვერ იღებენ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ეს სიმართლე იყოს? - მე არაფერს გამოვრიცხავ იქიდან გამომდინარე, რომ თავად ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება ეროვნული სიწმინდეების საკითხში საზოგადოებრივ ინტერესებს არ უფრთხილდება. ნინო კალანდაძე შეეცადა შეერბილებინა თავისი ნათქვამი, ბევრად უფრო შელამაზებული და შერბილებული განცხადებები გააკეთა ბატონმა ნიკოლოზ რურუამაც, მაგრამ რომ არ ყოფილიყო სერიოზული საზოგადოებრივი ზეწოლა, ალბათ, ისინი თავის წინანდელ აზრზე დარჩებოდნენ და შესაბამისად, ეს იქნებოდა ანტისახელმწიფოებრივი აქტი. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ვერსია და ასეთი განცხადებების კეთების საფუძვლები, ის თავისი არსით არის ანტისახელმწიფოებრივი. იქ თავისი პირადი მერკანტილური მოტივებით მოქმედებდა ვიღაც, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ელფერი ედო ამ ყველაფერს თუ რამე სხვა, ეს რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში გამოვლინდება. ფაქტია, რომ ქართველი ხალხი ამას არ ეგუება, პერმანენტულად მიმდინარეობს აქციები დავით გარეჯის სამონისტრო კომპლექსის მონახულების კუთხითაც. მაგალითად, ბატონი ჯონდი ბაღათურია „ქართული დასის“ აქტივისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იყო იქ წასული. 21 მაისს ეროვნული ერთსულოვნების გამომხატველი უდიდესი აქტი იქნება, როდესაც სასულიერო პირთა დიდი კრებული ბერთუბანში გაიმართება და მას მრევლის ძალიან დიდი ნაწილი გაყვება. ეს იქნება ძალიან სერიოზული მესიჯი როგორც ანტისაზოგადოებრივად მოაზროვნე ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ასევე ჩვენი სამეზობლოს მიმართაც (ყველა მიმართულებას ვგულისხმობ), რომ ქართული საზოგადოება არ შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შეკვეცას და ხელყოფას. |