პირველი რუსული ანდროიდი „რუსეთი-2045“-სგან (VIDEO)

პირველი რუსული ანდროიდი „რუსეთი-2045“-სგან (VIDEO)

გამომგონებელთა ჯგუფმა „რუსეთი-2045“ პირველი რუსული ანდროიდის პრეზენტაცია გამართა.

ანდროიდი ვიზუალურად მის შემქმნელს ჰგავს, ჯგუფი „რუსეთი-2045“-ის ორგანიზატორ დიმიტრი იცკოვს. ამ მომენტისთვის მას შეუძლია სახის მიმიკების შეცვლა და თავისა და თითების მოძრაობა. ჯგუფის საბოლოო მიზანია, ამ ანდროიდისგან შექმნას 2045 წლის უკვდავი ადამიანი. 

ანდროიდის  სერიული ანალოგების გამოშვება, 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

შემქმნელები ფიქრობენ, რომ შეძლებენ წლების განმავლობაში შეისწავლონ  ადამიანის სულიც, რომელიც სიკვდილის შემდეგ შესაძლოა ანდროიდის სხეულშიც გადასახლდეს.