ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით თბილისი დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გადის

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით თბილისი დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გადის

 

აშშ-ს უდაო მოკავშირე ამიერკავკასიაში, საქართველო, ამერიკულ შეხედულებებს ფაქტობრივად ყველა საგარეოპოლიტიკურ საკითხში ეთანხმება, გარდა ერთისა – ირანისა. თბილისს, რომელსაც არ სურს რეგიონში ამ პოტენციურ კონფლიქტში ჩაბმა, ცდილობს თეირანთან ურთიერთობებში ძალიან პრობლემურ თემებს გვერდი აუაროს, ინარჩუნებს რა იმავდროულად კარგ ურთიერთობებს ვაშინგტონთან.

ირანის საიდუმლო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული იარაღის ჟღარუნი საქართველოს ძალიან ძაბავს. თუკი აშშ, ევროკავშირი ან/და ისრაელი შეეცდებიან პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას, თბილისი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შეიძლება იოლად იქნას ჩათრეული ამ კონფლიქტში.

„მათ [ქართველ ლიდერებს] სურთ თავიდან აიცილონ კონფლიქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ არ აქვთ განცდა, რომ სიტუაციას აკონტროლებენ“, – ამბობს კავკასიის საკითხების ექსპერტი და კარნეგის ფონდის ექსპერტი თომას დე ვაალი.

დაპატიმრებებმა, რაც წელს მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელდა და დაკავშირებულია ამერიკელი და ისრაელელი მოქალაქეების და ობიექტების მიმართ ირანის მხრიდან ტერაქტების მოწყობის სავარაუდო მცდელობასთან, ასევე ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა ინციდენტმა თბილისში, ისრაელის საელჩოს ტერიტორიასთან, ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის შეშფოთების ზრდას. თომას დე ვაალი უსაფუძლოდ არ აცხადებს, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი… იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ირანის მეზობლად არიან, ისრაელთან ყველაზე მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც მათ მოწყვლადს ხდის ირანს და ისრაელს შორის ფარული საომარი მოქმედებების შემთხვევაში“.

იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეამციროს დარტყმის ტალღა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში, თბილისი ირანს ბეჯითად ეფერება, ცდილობს რა იმავდროულად კომფორტულად აფარებდეს თავს აშშ-ს კალთას.

შარშან ბევრი გააოცა საქართველოს მხრიდან ირანის მოქალაქეეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებამ – თეირანთან სავაჭრო და ტურისტული კავშირების გაფართოვებასთან დაკავშირებულ საუბრებთან ერთად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2012 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს ირანის თითქმის 13 600 მცხოვრები ეწვია, რაც 91%-ით აჭარბებს იგივე პერიოდზე შარშანდელ მონაცემებს. მარტში, ნოვრუზის ზეიმის პერიოდში მეზობელი სომხეთი ჩიოდა კიდეც, რომ ირანელი ტურისტების გადადინება მისგან საქართველოში მოხდა.

ირანის ზოგიერთმა მოქალაქემ, თბილისში EurasiaNet.org-თან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო მათ თავისუფალი გარემოს და იმ სიმარტივის გამო იზიდავს, რომლითაც აქ საქმის კეთება შეიძლება. „ეს ევროპაა“, – ამბობს ერთი ირანელი, რომელსაც თბილისში საქმიანი ვიზიტი ჰქონდა. „აქ ყველაფერი იოლად კეთდება და არსებობს ღიაობის განცდა“.

ღიაობა არსებობს, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. იმ დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერის ფონზე, რასაც აშშ საქართველოს მოსახლეობას უწევს, თბილისს შეუძლია ირანთან ოფიციალური მეგობრობა მხოლოდ შეზღუდულ ფარგლებში ჰქონდეს. როგორც EurasiaNet.org-ს შექმნილი სიტუაციის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა უთხრა, ვაშინგტონი „ირანთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებს მართავს“ და „მოუწოდებს მას შემოიღოს სანქციები, რომელიც განსაზღვრულია 2012 წლის ეროვნული თავდაცვის აქტის 1245-ე მუხლით“.

სხვა ზომებთან ერთად, 1245-ე მუხლი აშშ-ს პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას შეაჩეროს ან შეზღუდოს იმ უცხოური ბანკების წვდომა აშშ-ს ფინანსურ სისტემებთან, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს ირანის ცენტრალურ ბანკთან ან ისლამური რესპუბლიკის გარკვეულ ფიფნანსურ დაწესებულებებთან.

ჯონ ბასს არ დაუკონკრეტებია, კმაყოფილია თუ არა ვაშინგტონი სანქციებთან დაკავშირებული თბილისის პოზიციით და როგორ უყურებს ის თბილისს და თეირანს შორის ეკონომიკურ კავშირებს. საქართველოს საგარეოპოლიტიკურ უწყებასთან დაკავშირება კომენტარის მისაღებად, ვერ მოხერხდა.

მართალია, თბილისს ირანთან დაკავშირებულ სანქციებზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საქართველოში, როგორც ჩანს, მაინც არსებობს შეზღუდვები საბანკო ოპერაციებზე ირანის მოქალაქეებთან დაკავშირებით, როგორც EurasiaNet.org-ს, თბილისში მომუშავე ირანის ერთმა მოქალაქემ უთხრა, საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კერძო ბანკმა, კერძოდ კი „თი-ბი-სი“ ბანკმა, უარი უთხრა მას მიმდინარე ანგარიშის გახსნაზე, თუკი შენატანი 50 000 დოლარზე ნაკლები იქნებოდა და მიზეზად ფინანსური მიზანშეუწონლობა დაასახელა, რაც სახსრების წარმომავლობის შემოწმების აუცილებლობასთან არის დაკავშირებული. ანალოგიურ ისტორიებს ყვებიან სხვა პირებიც, მათ შორის ირანული წარმოშობის აშშ-ს მოქალაქე. ყველა ირანელი EurasiaNet.org-ს ვინაობის ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.

EurasiaNet.org-ის შეკითხვაზე, თი-ბი-სი“ ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბანკის პოლიტიკა იმ კლიენტების მიმართ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, „ეფუძნება რისკების შეფასებას და …საერთაშორისო წესებს და რეკომენდაციებს, რომელიც ზოგჯერ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს“.

კერძო ქართული ბანკის სხვა თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმად ისურვა დარჩენა, გვიამბო, რომ ისინი ირანელებს ისეთ ძირითად მომსახურებას სთავაზობენ, როგორიცაა ვალუტის კონვერტაცია და ქართული სახელმწიფო გადასახადების გადახდა. ყველა სხვა შემთხვევაში, ბანკი ცდილობს ირანული პასპორტების მფლობელებთან არანაირ ოპერაციებში არ ჩაერთოს, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო პრობლემები ამერიკის ფინანსთა სამინისტროსთან, აღნიშნა მან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.

მსგავსი შეზღუდვებით იოლად შეიძლება აიხსნას ის, რომ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები ორ სახელმწიფოს შორის მაინც შედარებით მოკრძალებულ დონეზე რჩება. ირანის პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 2010 წელს პიკს მიაღწია და 1,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ხუთჯერ მეტია 2009 წელთან შედარებით, მაგრამ მაინც 29-ჯერ ნაკლებია ამერიკული ინვესტიციის მოცულობაზე. იმპორტის მოცულობამ 2011 წელს, როდესაც ირანის და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა, იმპორტის მოცულობა 10 მილიონი დოლარით გაიზარდა, მიაღწია რა 65 მილიონ დოლარს, მაგრამ ექსპორტმა მხოლოდ 16,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებამ ერთდროულად ირანთანაც და აშშ-სთანაც, თბილისი შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს, თანაც არაერთხელ. მარტში საქართველოს მთავრობამ ირანის სამხედრო ატაშე ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებზე მიიწვია, რომელიც ავღანეთში ბრძოლისთვის მომზადების ფარგლებში გაიმართა, სადაც ირანი, როგორც ვარაუდობენ, ნატოს ძალებთან დაპირისპირებულ მებრძოლებს უჭერს მხარს. იმ მომენტისთვის, ელჩმა, ჯონ ბასმა ასეთ ირანელ დამკვირვებელთან დაკავშირებით აშშ-ს რეაქციის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარის აზრით, რომელიც კავკასიის პრობლემებზე მუშაობს, საქართველოს კავშირებს ირანთან ვაშინგტონისთვის ამ ეტაპზე „ძალიან დიდი მნიშვნელობა“ არ აქვს, მაგრამ ყველაფერი „შეიძლება შეიცვალოს თუკი ირანთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესდება“.

თუკი მსგავსი რამ მოხდა, თბილისს შეუძლია საკუთარი წარსულის გამოცდილება გაითვალისწინოს. მე-18 საუკუნის ბოლოს საქართველომ სპარსეთისგან დაცვის მიზნით რუსეთს მიმართა; შედეგად 1801 წელს საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა – ფაქტი, რომელიც დღეს საშინელ ბრაზს და წყენას იწვევს.

უხუცესი ქართველი პოლიტოლოგის ალექსანდრე რონდელის აზრით, რომელიც თბილისის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელია, საქართველოს შეუძლია საკუთარი პოზიცია შეინარჩუნოს. „თბილისს მოუწევს ნეიტრალურ პოზიციაზე ყოფნა და ფრთხილი დიპლომატიური პოლიტიკის გატარება, სწორედ ამისთვის არის საჭირო მთავრობა“, – აღნიშნავს იგი.
foreignpress.ge