რეგიონული საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერს მანანა მანჯგალაძეს სიცრუეში ადანაშაულებენ.
15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე რეგიონული მედიის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა იზღუდება. მანჯგალაძის განმარტებით, პრეზიდენტი ყოველდღიურ რეჟიმში უამრავ ღონისძიებას მართავს და არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ღონისძიებებზე დაშვების უფლება არ ჰქონოდა მედიის რომელიმე წარმომადგენელს.
მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს აკრედიტაციას და ყველა ჟურნალისტი, ვინც აკრედიტებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, სარგებლობს სრული უფლებით დაესწროს პრეზიდენტის ღონისძიებებს. ასევე, იყო შემთხვევა, როცა ზოგიერთ ჟურნალისტს არ ჰქონდა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა.
„მანანა მანჯგალაძე პირადად გამოჰყვეს ხოლმე პრეზიდენტს რეგიონებში ვიზიტის დროს და თავის თვალით ნახავს როგორც გვექცევიან. რაც შეეხება აკრედიტაციას, გვაქვს ჟურნალისტის მოწმობები, გავდივართ შემოწმებას, წინასწარ ვატყობინებთ ნათია ბანძელაძეს, რომ გვსურს ღონისძიებაზე დასწრება, თუმცა პერიმეტრის საზღვრებში გვიდგენენ მუშაობის წესებს. პრესსამსახურის თანამშრომლებს სურთ, რომ მათ გვერდით ვიყოთ და მუდმივად მათ ინსტრუქციებს დავემორჩილოთ. მანჯგალაძე ცრუობს, თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც პრეზიდენტი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გორში აღლუმზე იყვნენ ჩამოსულები, პოლიციელები და პრეზიდენტის დაცვის წევრები ოფისში შემომეჭრნენ - კადრებს ნუ იღებთო. ეს რა არის? არ არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა? მანჯგალაძეს ამის დანახვა არ უნდა და არც ხედავს“, - განუცხადა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონული ჟურნალისტების შეზღუდვა ნაციონალური მედიისგან განსხვავებით იმიტომ ხდება, რომ პრესსამსახურს არ სურს მათთვის არასასურველი კადრები დაფიქსირდეს და გავრცელდეს.
„რამდენჯერაც პრეზიდენტი ჩამოვა რეგიონში, იმდენჯერ იქმნება ეს პრობლემა. გამოსავალი არ ვიცი რა არის, რას გვთავაზობს მანჯგალაძე? საჯარო სივრცეში შეხვედრების გადასაღებად აკრედიტაციის ბარათებს დაგვირიგებს? არა მგონია, რომ ეს პრობლემა ასე მოგვარდეს, რადგან იქ ჩვენი თავისუფლად მუშაობის ნება არ არსებობს“, - ამბობს წიწიკაშვილი.
მანჯგალაძის განცხადებას არ იზიარებს აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის (tspress.ge) რედაქტორი ელისო ჯანაშია, რომელიც ამბობს, რომ არა მხოლოდ ღონისძიებებზე დასწრება იკრძალება მათი ჟურნალისტებისთვის, არამედ აპარატურასაც ართმევენ ხოლმე.
„მანჯგალაძე ცრუობს როგორც ყოველთვის. მან ყველაზე კარგად იცის, როგორც ექცევიან ჩვენს ჟურნალისტებს. არც მქონდა ილუზია, რომ ამ ფაქტებს შეისწავლიდნენ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ჟურნალისტებს გადაღების საშუალებას არ აძლევენ, იმ მიზეზით, რომ აკრედიტაცია არ აქვთ, რაც ტყუილია, აპარატურასაც ართმევენ და ეს რომელ კანონში ჯდება ამაზე გაგვცენ პასუხი? ჩვენს ჟურნალისტს ჩიპი რატომ წაართვეს? არ მინდა ასეთი ზოგადი ფრაზებით საუბარი კონკრეტულ კითხვებზე და ფაქტებზე მოახდინონ რეაგირება“, - აცხადებს ელისო ჯანაშია.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ან სამართალდამცავებს რეალური სიტუაცია რომ აინტერესებდეთ, ამ ფაქტებს გამოიძიებდნენ, მაგრამ ეს მათი დაკვეთით ხდება და შესაბამისად, საგულდაგულოდ მალავენ ასეთ ფაქტებს.
„არსებობს უამრავი მოწმე, რომლებმაც თავისი თვალით ნახეს, როცა ჩვენი ჟურნალისტი გაჰყავდა პრეზიდენტის დაცვას და ჩიპი წაართვა. ეს მოხდა ფოთში საავადმყოფოს გახსნაზე. დაკითხონ თვითმხილველები თუ რეალურად აინტერესებთ რა მოხდა. პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ერთ - ერთი თანამშრომლის ფოტოც კი დავდეთ ჩვენ საიტზე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ ფაქტს და ამის მიუხედავად, მანჯგალაძე ასეთ განცხადებებს აკეთებს“, - აღნიშნავს ჯანაშია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის თქმით, გურჯაანში, ახლად აშენებული საავადმყოფოს გახსნაზე მათი ჟურნალისტი იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ ნათია ბანძელაძემ ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობის ხარისხი დაიწუნა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 1-ლი მაისიდან 7 მაისის ჩათვლით, ჟურნალისტებს ელექტრონული სისტემით აკრედიაცია უნდა გაევლოთ, თუმცა აკრედიტაციის გავლის ვადა ისე ამოიწურა, ეს ინფორმაცია ძალიან ბევრი ჟურნალისტისთვის უცნობი დარჩა.
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი პრეზიდენტის პრესსპიკერთან მანანა მანჯგალაძესთან და პრესსამსახურის წარმომადგენელთან ნათია ბანძელაძესთან დაკავშირებას შეეცადა იმის გასარკვევად, თუ რისთვის არის საჭირო ეს აკრედიტაცია, რეზიდენციაში შესასვლელად თუ საჯარო სივრცეში, მაგალითად, როცა პრეზიდენტი კახეთის ან ქუთაისის ცენტრში ჩადის იქ ჟურნალისტების შესაშვებად, თუმცა ვერცერთთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.