ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური განახლების პროცესი საქართველოს რესპუბლიკაში ქვეყნის მესაკუთრეთათვის ერთგვარ კატასტროფად იქცა.
2007 წელს, საქართველომ USAID-ის დაფინანსებით მიწის რეგისტრაციის ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადატანა დაიწყო. ამ ძალისხმევის მიზანი ინვესტორების თვალში ქვეყნის რეპუტაციის გაზრდა იყო. ამის ნაცვლად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გამოძიების თანახმად, კერძო მესაკუთრეთა ასობით მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში აღმოჩნდა. ასეთი შემთხვევები ყველაზე ხშირად აჭარასა და სვანეთში ფიქსირდება, ადგილებში სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ დეველოპერულ პროექტებს ავითარებს. საერთაშორისო გაჭვირვალობა ამას საკუთრების უფლების „სერიოზულ დარღვევას“ უწოდებს. მაგალითად, ქართველი ომარ აქუბარდია 2007 წელს რუსეთიდან ქალაქ ანაკლიაში დაბრუნდა და სანაპირო სახლის კეთილმოწყობაზე 160 000 დოლარი დახარჯა. სამი წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა ანაკლიაში მეგა-ტურისტული განვითარების პროექტის დაწყების შესახებ გამოაცხადა – პროექტი აეროპორტის და პორტის მშენებლობასაც გულისხმობდა. თავდაპირველად, აქუბარდია პროექტმა აღაფრთოვანა. მაგრამ როდესაც ის შეეცდა საკუთარი ქონება ხელახლა დაერეგისტრირებინა ციფრულ მონაცმთა ბაზაში, აღმოაჩინა, რომ საკუთარ მიწაზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნდა. როგორც Eurasianet იუწყება: „ის ამტკიცებს, რომ ისე, რომ იგი საქმის კურსში არ ჩააყენეს, მის მიწას რეგისტრაციის კოდი შეუცვალეს და ახალი GPRS (General Packet Radio Service) მისამართი მიანიჭეს. საბოლოოდ, მთავრობამ ეს მიწა 2009 წელს ანაკლიას ახალი პორტის მშენებლობაზე პასუხისმგებელ კერძო კომპანიას მიჰყიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი გვილავა მთავრობას გაუმართავი სისტემის გამო ადანაშაულებს. რეგისტრაციის ძველი დოკუმენტაცია, როგორც ჩანს, არ იქნა თანაბრად განახლებული ახალ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვინც საკუთარი ქონება ციფრული რეგისტრაციის დაწყებამდე დაარეგისტრირა, ხშირ შემთხვევაში ბაზაში არ მოხვდა, და მათი საკუთრების უფლება გაქრა“. მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ მათ ძველ არქივებში „ამომწურავი ძიება“ ჩაატარეს. foreignpress.ge |