10 მაისს „პატიმრებისა და მათი ოჯახების დახმარების ფონდმა“ საქველმოქმედო აქცია – „მადლის ქისა“ დაიწყო. აქციის მიზანი პატიმრებისთვის შემოწირულობის შეგროვებაა. პატიმრების ფორმაში გამოწყობილი ოცამდე გოგონა შემოწირულობას გუდვილის ჰიპერმარკეტთან აგროვებდა. „პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდის“ მიერ წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის მეორე დღე ბანკებთან გაიმართა. საქველმოქმედო კამპანიაში აქციის მონაწილე სხვა გოგონებთან ერთად პატიმრის ფორმაში ჩაცმული „ობიქეტივისა“ და „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტებიც შეუერთდნენ და ჭავჭავაძის გამზირზე „თიბისი ბანკის“ ოფისთან შეიკრიბნენ. „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობა აქციის ორგანიზატორს კოტე ინაშვილს „პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდში“ თანხის გადარიცხვას ოფიციალური წერილით მიმართვის შემდეგ დაპირდნენ. 12 მაისს აქცია „მადლის ქისა“ რუსთაველის ქუჩაზე მაგდონალდთან აგროვებდა შემოწირულობას. „აქცია „მადლის ქისა“ გრძელდება. ვთხოვ ჩვენს საზოგადოებას დაეხმარონ პატიმრებს და მათ უპოვარ ოჯახებს. ჩვენ მივალთ პარლამენტის შესასვლელთან და დეპუტატებს მოწყალების გაღებას ვთხოვთ. 14 მაისს აქციას ევროკავშირის შენობასთან გავმართავთ. საქველმოქმედო კამპანიის მონაწილეებს პატიმრის ფორმები ეცმევათ. „პატიმართადა მათი ოჯახების დახმარების ფონდი“ აქციების ციკლის „მადლის ქისა“ პირველ ეტაპს ამით დაასრულებს“, – განაცხადა კოტე ინაშვილმა. |