მერაბიშვილი გორელ პედაგოგებთან და ჟურნალისტებზე ზეწოლა (VIDEO)

მერაბიშვილი გორელ პედაგოგებთან და ჟურნალისტებზე ზეწოლა (VIDEO)

შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გორელ პედაგოგებს კულტურის სახლში შეხვდა. ჟურნალისტებისთვის სხდომა დახურული აღმოჩნდა. 

დაცვის თანამშრომლებმა კარებზე არც ხმების მოსმენის საშუალება მოგვცეს. ვანო მერაბიშვილი პედაგოგებს ეუბნებოდა, რომ მისი დეპარტამენტის ყველა უფროსი ხუთოსანი მოსწავლე იყო. ასევე ვანო მერაბიშვილის თქმით, ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრა. დანარჩენი დეტალები დარბაზიდან ვეღარ ისმოდა, რადგან დაცვის წევრები მოშორებით დგომას ითხოვდნენ. შეხვედრიდან გამოსული პედაგოგები კომენტარებს არ აკეთებენ.