კომისიის შექმნაზე, პარლამენტის დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და ის ახალი ქალაქის-ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებით იმუშავებს.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს დებულება ქალაქ ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებით.
„ამასთან, უშუალოდ სტატუსთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით“,-განმარტებულია ბარათში.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით.
„ქალაქ ლაზიკას სტატუსის ორგანული კანონით განსაზღვრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი ქალაქის განვითარებას, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდას, ქალაქ ლაზიკას და მთლიანად საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ-საფინანსო და კულტურულ ცენტრად გადაქცევას“,-ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა არ მიუღიათ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე, ექსპერტი, მანანა ქოჩლაძე მიჩნევს, რომ განმარტებითი ბარათი დაუსაბუთებელია.
„მაგალითისთვის,- წერია, რომ „კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ქალაქი ლაზიკას სტატუსის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვის აუცილებლობა“,- რატომ არის აუცილებელი სად ჩანს?“,- ამბობს ქოჩლაძე.
მისთვის ასევე გაუგებარია, განმარტებითი ბარათის კიდევ ერთი პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
„ამ დროს ზემოთ ვკითხულობთ ქალაქ ლაზიკას სტატუსის ორგანული კანონით განსაზღვრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი ქალაქის განვითარებას, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდას, ქალაქ ლაზიკას და მთლიანად საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ-საფინანსო და კულტურულ ცენტრად გადაქცევას. პრინციპში, შეიძლება არაფერს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობიდან, ვინაიდან არ ვიცით ზუსტი ადგილმდებარეობა, მაგრამ თუ ეს რამსარის დაცულ ტერიტორიაზე ხვდება, ეს პუნქტი უნდა იყოს გამოკვლეული“, - განმარტავს ექსპერტი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანალიტიკოსი, ლიკა ბასილაია კი, ცვლილებებთან დაკავშირებით, აინტერესებს, რანაირად არ მოხდება, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.
"საინტერესო, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი რომ არ იცვლება. ანუ, ისმის კითხვა-რითი აშენებენ მაშინ?! პრობელმა ისაა, რომ ექსპერტებსი მონაწილეობა გჭირდება მაშინ, როდესაც თვითონ კონცეფციას ამუშავებ, მაგრამ ხელისუფლებამ ჯერ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც მერე ასახა კანონში. რაც შეეხება ექპსერტებსი მონაწილეობას, კანონი ამას არ ავალდებულებს, თუმცა ექპსერტებს შეეძლოთ მისვლა საჯარო განხილვაზე",-აცხადებს ბასიალაია.
პარლამენტის დადგენილების მიხედვით, ახალშექმნილი კომისიის თავმჯომარე, პავლე კუბლაშვილია, ხოლო, კომისიის შემადგენლობაში ასვე არიან პარლამენტარები - ლევან ვეფხვაძე, პაატა დავითაია, დავით დარჩიაშვილი, გიორგი მელაძე, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ მელიქიშვილი, ვახტანგ ბალავაძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ჩახვაძე, რატი მაისურაძე, ჯონდო ბაღათურია, ანდრო ალავიძე.
კომისიის შემადგენლობაშია, დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ვასილ გონაშვილი –სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი, ირაკლი ბურდული –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი, დავით კერესელიძე – აკადემიური პერსონალი, სრული პროფესორი, გიორგი კვერენჩხილაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი, ნანა ჭიღლაძე –იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, კახი ყურაშვილი–იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.
კანონპროექტის ავტორი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხოლო ინიციატორი პრეზიდენტია.