კატამ ჩვილი სიკვდილისგან იხსნა

კატამ ჩვილი სიკვდილისგან იხსნა

ირლანდიის ერთ-ერთ ქალაქში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.  საქმე იმაშია, რომ დედამ ჩვილი ქუჩაში მიატოვა და ბავშვი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 
საინტერესო სწორედ ისაა, რომ ჩვილი კატამ გადაარჩინა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, კატა 2 საათის განმავლობში, შემზარავად გაუჩერებლად კნაოდა. თურმე მან მიტოვებული ჩვილი დაინახა და მის გადარჩენას ყურადღების მიპყრობით ცდილობდა. მოახერხა კიდევაც,  ქალაქის მაცხოვრებლებმა კატის კნავილზე როგორც იქნა გამოიხედეს და გათოშილი ბავშვის დანახვაზე სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. ბავშვს ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა. ექიმებმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მკურნალი ექმების განცხადებით, ბავშვი რომ გარეთ კიდევ ერთი საათი დარჩენილიყო ვერ გადარჩებოდა. მისი ჩვილი ორგანიზმი სიცივეს ვერ გაუძლებდა და დაიღუპებოდა. 

ირლანდიის პოლიცია ბავშვის მშობლებს უშედეგოდ ეძებს.  ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტრო კი, ყველას  მსგავსი ფაქტებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. უფრო, მეტიც ირლანდიაში ბავშის ქუჩაში დატოვება კანონით ისჯება. ირლანდიის შესაბამისი ორგანოები აცხადებენ, რომ თუ მშობლებს ბავშების მოვლა არ შეუძლიათ ისინი ბავშვთა სახლში უნდა მიყვანონ, სადაც პატარებს მზრუნველობას არ მოაკლებენ.

ამ ამბავში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. სახლთან, სადაც დედამ ჩვილი დატოვა წყვილი ცხოვრობს, რომელთაც დიდი ხანია შვილი არ ჰყავთ. წყვილმა ბავშვის დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა, თუმცა პოლიციას ჯერ-ჯერობით ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა არ გაუცია.