ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი ტაქტიკიდან გამომდინარე, თითქოს უცნაურია, მაგრამივანიშვილი 27 მაისს ქუჩის აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. რის დემონსტრირებასმოახდენს 27 მაისს „ქართული ოცნება“? ქართული პოლიტიკის თავისებურებიდან გამომდინარე, ხომარ მოხდა ბიზნესმენში ღირებულებების გადაფასება?
- უბრალოდ, ეს ტაქტიკური მომენტია. რაღაც მომენტში შეიძლება ჩათვალო, რომ აქცია აუცილებელია, გარკვეულ მომენტში კი აქციები საჭიროდ არ მიიჩნიო. ამაში ვერანაირი ღირებულებების გადაფასებას ვერ ვხედავ. 27 მაისს იმის დემონსტრირება მოხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, ისევე, როგორც ასეთი აქციები წინა წლებშიც იყო, დაახლოებით, ასეთი სახის იქნება. აბსოლუტურად გასაგებია, რაც იქნება, როგორც ეს 26 მაისს იყო, სამი წლის წინ.
ხელისუფლებას არაერთგზის უნახავს ქუჩაში გამოსული მრავალრიცხოვანი ადამიანები. განსხვავება ახლა მხოლოდ პოლიტიკურილიდერის სახეცვლილებაშია?
- განსხვავება არის ის, რომ მაშინ, როცა ადამიანები ქუჩაში გამოდიოდნენ, ქუჩაში გამოსვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ შემთხვევაში კი, ქუჩის აქციები არის ტაქტიკის ნაწილი. აქ ლაპარაკია არჩევნებზე, ხალხის მობილიზებაზე, იხსნება „ქართული ოცნების“ ოფისები და ამასობაში, ქუჩის აქციაც რაღაც მთლიანობის შემადგენელი ნაწილია. მე მგონი, ეს ძალიან კარგია.
ბიძინა ივანიშვილის შესახებ აზრი ორადაა გაყოფილი. ერთნი აცხადებენ, რომ მან პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მოახდინაოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია ხელისუფლების წინააღმდეგ, მეორენი კი აცხადებენ, რომ პირიქით, ივანიშვილმა ოპოზიციადაყო. ჭეშმარიტება სად უნდა ვეძიოთ და რა გზა უნდა აირჩიოს თავად ბიძინა ივანიშვილმა? ისე, როგორც ეს ქუჩის აქციებისშემთხვევაში მოხდა და მან აზრი შეიცვალა, ამ შემთხვევაშიც, ხომ არ შეიერთებს სხვა ძალებს კოალიციაში?
- აქციის მოწყობა-არმოწყობა არანაირი ფასეულობის გადაფასება არ არის. მე პირადად ამას ასე არ ვუყურებ. რაც შეეხება ოპოზიციას, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი პირობითად სამ ნაწილადაა გაყოფილი. წინათაც ასე იყო, მაგრამ ახლა ივანიშვილმა მოახდინა ე.წ. საშუალო ნაწილის, ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ნაწილის, თავისთან კონსოლიდირება. პირობითად ასე ვთქვათ, ესაა პროსახელისუფლო, პროევროპული და პრორუსული ნაწილი. მან მოახდინა მეტ-ნაკლებად პროევროპული, პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია. რაც შეეხება კუკავასა და ბურჯანაძეს, ისინი სწორედ ამ ნიშნით რჩებიან კოალიციის გარეთ. ცხადია, ეს ნიშნებია, რეალურად ვინ ვინ არის და ხვალ რა იქნება, არავინ იცის.
შეიძლება, მათთან მიმართებით ივანიშვილმა აზრი შეიცვალოს?
- არა, აზრის შეცვლაზე არ ვსაუბრობ, არამედ - ოპოზიციაზე. მაგალითად, როდესაც ამერიკის მაგივრად მსოფლიო ზესახელმწიფო იქნება ჩინეთი, იქნება პროჩინური და ანტიჩინური განწყობა, არაფერი არ არის მარადიული, მათ შორის, - ზესახელმწიფობაც. ანუ, დღევანდელი ნიშნები ასეთია, პროდასავლური, პრორუსული და პროსახელისუფლებო. ივანიშვილმა კი მოახდინა პროევროპული, პროდასავლური ძალების კონსოლიდირება.
პერიოდულად საუბრობენ მესამე პოლუსის შექმნაზე, ბურჯანაძე-კუკავას ტანდემით. მესამე პოლუსის შექმნა იმ დროს, როდესაცგამოიკვეთა ორი ძირითადი მოთამაშე - ბიძინა ივანიშვილისა და ნაციონალების სახით, ისტორიული თვალსაზრისით, რამდენად გამართლებული იქნება?
- მეეჭვება, რომ ეს შესაძლებელია. ეჭვი მეპარება სტრუქტურულადაც, რომ მას ჰქონდეს აქტიური მხარდაჭერა. მე არ ვიცი, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მეორე მომენტია, მხარდაჭერა ექნება თუ არა. ამაში კი ეჭვი მეპარება. შეიძლება, ვცდები.
თავდაპირველად ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ბრძოლის სამარცხვინო მეთოდით უსწორდებოდა. თუმცა ახლა უფრო კორექტულნიგახდნენ. რით ახსნით ამას? მხოლოდ დასავლეთის ჩარევით?
- ეს დასავლეთის ჩარევის შედეგია. ამერიკის შეერთებული შტატების ისტებლიშმენტის გავლენაა. ჩვენ ვართ ვაშინგტონის პროტექტორატი და ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება ვერანაირად ვერ უკბენს იმას, ვისი ხელიდანაც ფულს იღებს და საჭმელს მიირთმევს. აქედან გამომდინარე, თავისთავად, ვიღაცის პროტექტორატი რომ ხარ, შეიძლება, კარგი არ არის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან კარგია, რომ გვყავს ასეთი მეთვალყურე, როგორიცაა ვაშინგტონი.
ხელისუფლების ადექვატურობასაც რომ შევეხოთ, სააკაშვილის ბოლოდროინდელი გამონათქვამები განსაკუთრებულად უცნაურადჟღერს. ანაკლიასთან მიმართებით აღნიშნა - ჩემი ფერფლი მოაბნიეთო, მას რომანტიკულობის დრო მოეძალა თუ რაშია საქმე?
- იგი საკუთარ თავს უკვე ხედავს, როგორც მკვდარს. ამის მიზეზი ეს არის. სინამდვილეში, მისთვის ყველაფერი უკვე დამთავრებულია და თავის თავს განიხილავს, როგორც მკვდარს.
გერმანული ანდაზა რომ მოვიშველიოთ - „იჩქარე ნელა“, ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ სწორედ ასეთი ტაქტიკა აირჩია. რამდენადგაამართლა ამ ტაქტიკამ?
- თუ შეიძლება, ასეთნაირად აღწეროს ვიღაცამ ეს ტაქტიკა, მე მგონი, ეს კორექტულია და, ალბათ, ეს სწორია.
ზოგიერთები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან საზოგადობის ნაწილმა შექმნა კერპი, ისევე, როგორც ეს წინამორბედების დროსხდებოდა. სულ ახლახანს თემურ შაშიაშვილმა მოუწოდა ივანიშვილს, ხელი შეუშალოს მისი პიროვნების გაკერპებას. თქვენიშთაბეჭდილებით, მართლაც ქმნის ბიძინა ივანიშვილი საკუთარი თავისგან კერპს თუ ეს ინტერპრეტაციაა?
- კერპს ქმნის ის, ვისაც უნდა კერპი. რა ვიცი, ასეთ მომენტს მე ვერ ვხედავ. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს ამის სურვილი, მაგრამ პირადად მე საჯარო სივრცეში ასეთ რამეს მაინცდამაინც ვერ ვხედავ. მე მგონი, ბევრად უფრო მშვიდი დამოკიდებულებაა, ვიდრე ეს იყო ზვიად გამსახურდიას ან თუნდაც, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ივანიშვილთან მიმართებით ბევრად უფრო მშვიდი დამოკიდებულებაა, რაც ძალიან კარგია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკვე საზოგადოების სიმწიფის ნიშანია.