„დაახლოებით აპრილის თვეს, აბსოლუტურად უსასყიდლობ დაგვიყენეს ეს თეფშები. ამის შემდეგ მალევე ადგილობრივი პოლიცია გამოჩნდა, დაიწყეს იმ ადამინების გვარების ჩაწერა, ვინც კომპანიისგან ეს საჩუქარი მიიღო. რამდენადაც ვიცი, პირდაპირ არავისთან მისულან და არ უთქვამთ, მოხსენიო, მაგრამ ყველა ოჯახი, ვისი ახლობელიც საჯარო დაწესებულებაში ან რომელიმე საწარმოში მუშაობდა, კატეგორიულად გააფრთხილეს GLOBAL TV-ის თეფში მოეხსნათ. ამიტომ სოფლის ძალიან მცირე ნაწილმა, ალბათ, სულ რამდენიმე ოჯახმა, ეს თეფშები თვითონ მოხსნა“ - საუბრობენ ახალი სამგორის მაცხოვრებლები. მათი თქმით, მოსახლეობის ნაწილმა ვისაც არც ერთი ოჯახის წევრი არ ჰყავს დასაქმებული და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვორობს, მთავრობისადმი პროტესტის გამოხატვის ნიშნად globaltv-ის თეფშები მაქსიმალურად გამოსაჩენ ადგილას დაამონტაჟეს.
„ჩვენ სოფელში უკვე წლებია გაყვანილია ბუნებრივი აირის მილები, მაგრამ ბუნებრივი აირი არც ერთ ოჯახს არ გვაქვს. ახლა მოვიდნენ და ამბობენ, რომ ბუნებრივ აირს 3 თვეში შეგვიყვანენ სახლში. კერძო კომპანიიდან იყვნენ მოსული. არ ვიცი, გვატყუებენ, თუ მართალა შემოიყვანენ, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთონ ეს სოფელი მთავრობას ხმას არ მისცემს.
წლებია უწყლობაში და სრულ უყურადღებობაში გვამყოფებენ. ჩვენს ნაკვეთებში სარწყავი წყალი არ არის, სასმელი წყალი კი 3 დღეში ერთხელ 1 საათით მოდის, ისიც - სასმელად უვარგისი. წყალს ვედროს 10 თეთრად ვყიდულობთ. როგორ გგონიათ ასეთი ხალხი მიშას მივცემთ ხმას? აქაური მოსახლეობა იმდენად უკმაყოფილოა ხელისუფლებით, რომ ბევრი ოჯახი მათ ჯინაზე GLOBALTV-ის თეფშებს ჭიშკარზე ამაგრებს“ - გვიხსნიან ადგილობრივები.
მათი თქმით, GLOBALTV-ის თეფშებს, რომელიც ახალი სამგორის სტალინის ქუჩაზეა დამონატაჟებული ტექნიკური ხასიათის პრობლემები აქვს: „სამწუხაროდ, რამდენიმეს თეფში არ მუშაობს, ზოგ ოჯახში კი მხოლოდ აზერბაიჯანულ არხებს იჭერს. ალბათ, კომპანიის წარმომადგენლები ისევ გვესტუმრებიან და გამოსწორდება ეს ამბავი“.
პრესაგე.ტვ არ გაუადვილებს მუშაობას ადგილობრივ კუდ-ს და, შესაბამისად, რესპოდენტების ვინაობას არ ვასახელებთ.