უკრაინაში ცხრა მაისის წინ დაძაბულობას „შარვალჩახდილი სტალინის“ ძეგლების გახსნით მუხტავენ

უკრაინაში ცხრა მაისის წინ დაძაბულობას „შარვალჩახდილი სტალინის“ ძეგლების გახსნით მუხტავენ

უკრაინის ორ ქალაქში ცხრა მაისთან დაკავშირებით ერთობ უცნაური ძეგლები გაიხსნა. ძეგლი საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს  უხერხული ფორმით გაუხსნეს. ეს არის „შარვალგახდილი სტალინის“ ოქროსფერი სკულპტურა, რომელიც ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესშია გამოსახული.

ძნელია მიხვდე, ეს ნაბიჯი პროვოკაციული სვლაა თუ არა, მაგრამ ნათელი ისაა, რომ სტალინის „შარვალჩახდილი“ ფიგურა ხელოვნების ნამდვილ ძეგლს ნაკლებად ჰგავს.

სკულპტურები ლვოვსა და კიევში დაიდგა.  ლვოვში ის, დიდხანს არ მდგარა, რადგან აქციის ინიციატორებთან უცხო პირები მივიდნენ და დაშალეს. კიევში კი,  სტალინის ძეგლი ბრატსკის ქუჩაზე დადგეს და მას ამჟამად პოლიცია მეთვალყურეობს.

როგორც ცნობილი, ძეგლის  გახსნის ორგანიზება მართლმადიდებელთა საძმომ იტვირთა. საძმოს ერთ-ერთი წევრის ვიტალი ჩორნის განცხადებით, ეს ერთგვარი სახუმარო ფორმაა, რომელიც უკრაინელების სტალინისადმი დამოკიდებულებას ნათლად ასახავს.  ეს სახუმარო ძეგლი აირჩიეს, იმიტომ, რომ  ის დაძაბულობა  განმუხტონ,  რომელიც უკრაინაში 9 მაისის წინ ყოველთვის იჩენს თავს.