რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რიგით მესამე ინაუგურაციის ცერემონიას ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ, მათ შორის: სილვიო ბერლუსკონი, მიხეილ გორბაჩოვი, მიხეილ პროხოროვი, ემირ კუსტურიცა. ასევე, რუსეთში მოღვაწე ქართველები - ზურაბ წერეთელი და დიანა ღურწკაია მეუღლესთან ერთად.
ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა უზარმაზარი დარბაზი გაიარა და ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს ხელიც ჩამოართვა. ათასობით სტუმრიდან პუტინმა მხოლოდ დიანა ღურწკაია გადაკოცნა.