საიდუმლო არ არის, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი „მონაპოვარი“ იარლიყების მიწებებაა. ხელისუფლება ამ ინსტრუმენტს (იდეოლოგიურად მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ) დიდი ხანია იყენებს. ბოლო წლების საქართველოში რეჟიმმა რუსეთის ჯაშუშის იარლიყი პრაქტიკულად ყველა მოწინააღმდეგეს მიაწება, რამაც კომიკური ხასიათი მიიღო, მაგრამ ამ წერილში ყურადღებას გავამახვილებ არა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ მის ყოფილ ფანებზე, რომლებიც საკუთარ თავს ამავე ხელისუფლების ოპონენტებს უწოდებენ... თუმცა, რჩებიან რა რეჟიმის სულიერ და-ძმებად, ხელისუფლების მსგავსად, იდეოლოგიურად მიუღებელ ადამიანებს ისინიც მუდმივად იარლიყებს აწებებენ. იარლიყების მიწებებაში განსაკუთრებით აქტიურნი არიან საზოგადოების იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც ქართველმა საზოგადოებამ ფსევდო-ლიბერალი სექტანტები უწოდა და რომლებმაც შეგვაწუხეს ქსენოფობების, ჰომოფობების, თუ სხვა მსგავსი იარლიყების მოწებებით. ამ წერილში მათ იარლიყების მიმწებებლებლად მოვიხსენიებ. უნდა აღინიშნოს, რომ იარლიყების მოწებება ემყარება, ერთი მხრივ, ცოდნის დეფიციტს, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების დაყოფას : „პროგრესულებად“ და „ბნელებად“. სხვათა შორის, ეს ტერმინებიც სწორედ იარლიყების მიმწებებლების მიერაა დამკვიდრებული. იძულებული ვარ, იარლიყების მიმწებებლებს განვუმარტო: თუ კაცს ქართველობა მოსწონს და უხარია, ის ამ სიხარულით არავის შეურაცხყოფს. შეურაცხყოფს მაშინ, როცა ადამიანი სხვისადმი მიუღებლობას ავლენს, განსხვავებულის შუღლი აქვს, ან სძულს იგი. მე და ჩემნაირებს კი, სომეხიც გვიყვარს, ქურთიც და ფრანგიც, ყველა ერს პატივს ვცემთ, დედაჩემი გვარად მარტინენკოა... მაგრამ სხვისი პატივისცემა ხელს არ მიშლს, - ჩემი ქართველობით ვიამაყო და არც სხვისი სომხობით, ფინელობითა, თუ უკრაინელობით ვარ შეურაცხყოფილი. უფრო მეტიც, არც საქართველოში მცხოვრები სომეხი, აზერბაიჯანელი, თუ ბერძენია შეურაცხყოფილი ჩემი ქართველობით. სწორედ ეს არ ესმით (და არც უნდათ, რომ გაიგონ) იარლიყების მიმწებებლებს, მათი მიდგომა ვიწრო და მავნებლურია. მეტსაც გეტყვით, დასავლური აზროვნებისთვის შეურაცხმყოფელია. არადა, ეს ხალხი მუდმივად დასავლურ ღირებულებებზე გვესაუბრება. დალოცვილო, შენ ვერ გაგიგია,- ქართველობა გსურს, თუ არა. მე კი, გარკვეული ვარ, რომ მსურს და მიხარია... ამის გამო, შენ მიბრაზდები, ანუ შენი გაურკვევლობის გამო, მე იარლიყს მაწებებ. შენ ვერ გარკვეულხარ, -ღმერთი გწამს, თუ არა. მე კი, გარკვეული ვარ. მწამს ღმერთი. ამით შენ შეურაცხყოფას არ გაყენებ. ჩემს მრწამსში მე რომ გარკვეული ვარ, შენ ამას შეურაცხყოფად რატომ იღებ და იარლიყს რატომ მაწებებ? ჩემს რწმენას რომ შეურაცხყოფ, ეს აზრისა თუ თავისუფლების გამოხატვად რატომ მიგაჩნია? მე ქალი ვარ და მამაკაცობა არ მსურს. შენ კი, ვერ გაგირკვევია,- კაცი გინდა იყო, თუ - ქალი. მერე მე რას მერჩი, იარლიყს რატომ მაწებებ? შენ შენს გზაზე იარე. როცა იქნება, ხომ გაერკვევი,- მამაკაცობა გსურს, თუ მანდილოსნობა... მაგრამ ჩვენ, ვინც გარკვეულნი ვართ, რომ ქალებს ქალობა გვსურს და კაცებს- მამაკაცობა, თავი დაგვანებე და იარლიყებს ნუ გვაწებებ. გასაკვირია, რომ ზურაბ კაკაბაძისა და ნათია ამირეჯიბის შვილი, ჭაბუა ამირეჯიბის დისშვილი და ირაკლი კაკაბაძის და (ნინია კაკაბაძეზე ვსაუბრობ) ასეთ გაურკვევლობაშია. 2 დღეა ხან ქსენოფობს მეძახის, ხან ჰომოფობს, ხან არმენოფობს. თან, ამბობს,- ინაშვილის ციტატებს რატომ დავიმახსოვრებო. პირდაპირ ვპასუხობ: ყველა ერს პატივს ვცემ და ჩემი ქართველობით ვხარობ. ყველა რელიგიას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი მართლმადიდებლობით ვხარობ. ყველა ადამიანს პატივს ვცემ და ჩემი მანდილოსნობით კმაყოფილი ვარ. მკაფიოდ მაქვს გააზრებული, რომ ჩემი ვაჟი კაცია და კაცად გაიზრდება, ხოლო ჩემი ქალიშვილი მანდილოსანია და მანდილოსნად დარჩება... და რაც ვთქვი, ამით არც არავის შევურაცხყოფ და არც სიძულვილს გამოვხატავ, ხოლო ნინია კაკაბაძის ბრალდებები ცილისწამებაა. ვერც ერთ ჩემს ციტატას ვერ მოიტანს და ვერც ფაქტებით ისაუბრებს, რადგან არც ერთი ჩემი გადაცემისთვის არ უყურებია, ხოლო ჩემი ქსენო-ფობო და არმენო-ფობობის დამადასტურებელი ციტატები ბუნებაში არ არსებობს. ინტერვუდან, რომელიც ნინია კაკაბაძემ „ობიექტივის“ ჟურნალისტებს მისცა, ნათლად ჩანს, რომ ნინია კაკაბაძემ არაფერი იცის „ობიექტივის“ თაობაზე, ან თუ იცის, სხვათა (თანაც, არასწორ, ცუდ) მონაჭორს აჟღერებს. ამჯერადაც იძულებული ვარ, პროფესიით კინომცოდნეს, რომელსაც საკუთარი თავი, რატომღაც, ბუმბერაზი მედია-ექსპერტი ჰქონია, ქალბატონ ნინიას ორიოდე სიტყვით მოვუთხრო „ობიექტივის“ შესახებ. მედია-კავშირი „ობიექტივი“ მაუწყებლობს თბილისსა და ქუთაისში, ტალღაზე FM 105.0, აჭარაში- ბათუმის 25-ე არხის მეშვეობით, ასევე, ახორციელებს თანამგზავრულ მაუწყებლობას „თურქსატისა“ და „ეუტელსატის“ საშუალებით. „ობიექტივი“ ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს, ახორცილებს 24 საათიან მაუწყებლობას. „ობიექტივის“ ეთერში ყოველკვირა 70 ერთსაათიანი და 28 ორსაათიანი თოქ-შოუ გადის, ანუ, ჯამში, 98 თოქ-შოუ კვირაში. 98 გადაცემას სხვადასხვა წამყვანი ჰყავს. გარდა ამისა, არის თოქ-შოუები, რომლებიც ეთერში ორ კვირაში, ან თვეში ერთხელ გადის. საბოლოო ჯამში, „ობიექტივში“ 130-ზე მეტი წამყვანია. კვირაში თითო საათი ეთმობა გადაცემებს აზერბაიჯანულ, სომხურ, ქურთულ, ოსურ, აფხაზურ, ბერძნულ და რუსულ ენებზე. გადაცემები მიჰყავთ სრულიად სხვადასხვა მსოფლმხედველობისა, თუ მრწამსის ადამიანებს. არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ადვოკატებს, უფლებადამცველებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და ექსპერტებს. მათ შორის, რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომ წამყვანებს. ამგვარი მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მოსაზრებათა ფართო სპექტრისა და რადიკალურად განსხვავებული პოზიციების წარმოჩენას. პირადად მე კვირაში მხოლოდ ორი თოქ-შოუ მიმყავს. კვლავ ვიმეორებ: არასდროს ჩემს გადაცემებში არც რელიგიური, არც ეროვნული, თუ სხვა რაიმე შუღლი არ გამიღვივებია. ქალბატონი ნინია ცრუობს და ცილს მწამებს, რაც არაა უცხო ამ ტიპის ადამიანებისთვის, რომლებსაც თავად არაფერი უნახავთ, არაფერში (მათ შორის, საკუთარ თავშიც) გარკვეულნი არ არიან და სხვათა მონაჭორის საფუძველზე გვაწებებენ იარლიყებს... ანუ, მარტივად რომ ვთქვა, ნინია კაკაბაძე ერთი, ყველაფერში გაურკვეველი არსებაა და, ჩემი პირადი შეფასებით, უბრალოდ, შტერია (შტერი, იგივე სტერი- რომელ არს მოკლებული), რომელსაც ვერც ქსენოფობია და ვერც სხვა ფობიები გაუგია, რა არის... და, საერთოდ, კარგი ცუდისგან ვერ განურჩევია. ამასობაში კი, ის და მისნაირები ჩვეულებრივ ქართველოფობებად, ქართველთმოძულეებად და ცილისმწამებლებად ჩამოყალიბდნენ. ისინი ქართველი საზოგადოების სულსა და სხეულზე მოკალათებული წურბელები არიან, რომლებიც ამ საზოგადოებას სისხლს სწოვენ და, სამწუხაროდ, ვერა და ვერ გაძღნენ. დასასრულს, ყველა იარლიყის მიმწებებელს, რომელმაც დიდი ხანია სულიც და სამშობლოც უცხოურ გრანტებზე გაყიდა... თან, ხელისუფლების ოპონენტის ნიღაბი მოირგო (სინამდვილეში კი, რეჟიმის სულიერ ძმად რჩება), ყველა წურბელას მინდა განვუმარტო: მართალია, თქვენ ღმერთის არ გეშინიათ, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოროტება დასჯადია. |