რომელ ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად - Presage.tv-ის გამოკითხვებში 60.4%-ით ივანიშვილი ლიდერობს

რომელ ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად - Presage.tv-ის გამოკითხვებში 60.4%-ით ივანიშვილი ლიდერობს

 

რომელი პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად - ამ თემაზე Presage.tv-ის ინტერნეტგამოკითხვაში 60.4%-ით ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს. მეორე ადგილზეა ნინო ბურჯანაძე 9.4%-ით, მესამეზე ირაკლი ალასანია 5.4%-ით. ხმები კი პოლიტიკურ ლიდერებს შორის ასე გადანაწილდა:

მიხეილ სააკაშვილი           4.5%

ბიძინა ივანიშვილი            60.4%

                                                         ირაკლი ალასანია                5.5%

                                                         დავით უსუფაშვილი           2.8%

                                                         კახა შარტავა                       3.7%

                                                         გიორგი თარგამაძე              0.6%

                                                         ნინო ბურჯანაძე                 9.4%

                                                         დავით გამყრელიძე            3.7%

                                                         შალვა ნათელაშვილი          1.3%

                                                         სხვა                                    1.7%

                                                         არცერი                                6.3%

ინტერნეტგამოკითხვაში, რომელიც სამშაბათიდან, 1 მაისიდან მიმდინარეობს, მონაწილეობა უკვე მიიღო 3082-მა ადამიანმა. გამოკითხვაში მონაწილეობა ერთი IP მისამართიდან მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

presage.tv-სა და სხვა ინტერნეტ საიტებზე  ჩატარებული გამოკითხვების შეფასებისთვის, presage.tv  არჩევნების კვლევის ცენტრის ტექნოლოგიების ხელმძღვანელს, კახა კახიშვილს დაუკავშირდა.

კახიშვილის განცხადებით, გამოკითვების ჩატარების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ველის შერჩევა. ანუ კონკრეტული გამოკითხვა სად, რომელ საზოგადოებაში ტარდება. „მაგალითად, თუ საჯარო სამსახურში ან მოხელეებში ჩაატარებ გამოკითხვას ქართველი პოლიტიკოსებიდან რა თქმა უნდა,  ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის დიდ მხარდამჭერების რიცხვს მივიღებთ.  ვინაიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები გამოკითხვებში არც ისეთი გულწრფელები იქნებიან, რადგან   ასეთი ტიპის გამოკითხვა ფარულად არ ტარდება. ასევე თქვენს საიტზე, თქვენს საიტს ფაქტიურად  ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ეცნობა  და ბუნებრივია, რომ ივანიშვილისადმი  მხარდაჭერა მეტია“,-განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით,  NDI-ის  და IRI-ის ჩატარებულ  კვლევებს საზოგადოება იმიტომ არ ენდობა, რომ  არ  იციან  ველი, თუ სად ჩატარდა კონკრეტული გამოკითხვები.

კახიშვილს ზოგადად, გამოკითვების სარწმუნოობის თემა რთულ საკითხად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ  საზოგადოებაში,  სადაც მეგობრები და ცოლ-ქმარი ერთმანეთს ჩურჩულით ესაუბრებიან, ნაკლებად სავარაუდოა, ინტერვიუერმა ზუსტი პასუხი გაგცეს და თავისი პოლიტიკური მრწამსი და შეხედულებები არ დამალოს.

რაც შეეხება შეკითხვას, რომ რატომ ხდება, როცა NDI-ის  და IRI-ის ჩატარებულ  კვლევებში ხელისუფლება, ხოლო ინტერნეტ საიტებზე ოპოზიცია ლიდერობს, კახიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო წელს კვლევების გამოქვეყნება ძალიან გახშირდა და  ეს ერთ-ერთი პოლიტტექნოლოგიური საკითხია, როდესაც კვლევებით მოსახლეობის ზომბირება ხდება. 

„ის რომ სახელისუფლებო პარტიის ლიდერს და თვითონ პარტიას მაღალ პროცენტს უჩვენებენ, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას  იმ ციფრს  და იმ პროცენტულ მონახაზს, რისთვისაც ემზადებიან საპარალმენტო არჩევნების დროს აჩვევენ. ხოლო როდესაც  სხვადასხვა საიტებზე ჩატარებულ გამოკითხვებზეა საუბარი, აქ ველი, კონტიგენტია ისეთი, რომ მაგალითად ოპოზიციურად განწყობილ საიტებზე ნიუსებს არ წაიკითხავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი და  იგივე შედეგით არ მგონია დამთავრდეს, თუნდაც  იგივე კითხვა ხელისუფლებასთან ასოცირებულ საიტებზე, რომ დაიდოს“,-განაცხადა კახიშვილმა.

კახიშვილის განცხადებითვე,  NDI-ის  და IRI -ის მიერ  კვლევის ჩატარების შემთხვევებში, პირველ რიგში,  აშშ-ს მთავრობისთვის უნდა იყოს საინტერესო.

„ვინაიდან უკვე  ძალიან მანკიერი პრაქტიკაა, რომ მათ სახელს იყენებს ორი ფაქტობრივად, ამერიკული  ორგანიზაცია. ვინაიდან შედეგი მიკერძოებულია ამ ორგანიზაციების მიმართ  ნდობა მოსახლეობაში იკარგება. ამიტომ ყველასთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს, პოლიტიკური მიზნისთვის ღირს მოსახლეობის განწყობა   უნდობლობით აღჭურვილნი იყოს ?“- განაცხადა კახიშვილმა.კახიაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე მოსახლეობის ზომბირების მიზნით NDI,  IRI და სხვა ასეთი ინსტიტუტები ძალიან ბევრ ასეთი ტიპის გამოკითვებს გამოქვეყნდებს.