ვლადიმერ პუტინს ინაუგურაციას ანონიმი ჰაკერები რუსულ ინტერნეტსაიტებზე თავდასხმით მიულოცავენ

ვლადიმერ პუტინს ინაუგურაციას ანონიმი ჰაკერები რუსულ ინტერნეტსაიტებზე თავდასხმით მიულოცავენ

6 მაისს, მოსკოვში დაგეგმილი ოპოზიციის მიტინგის მხარდაჭერის მიზნით რუსეთის სამთავრობო საიტებზე თავდასხმას ანონიმი ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ. ვიდეო მიმართვას ამის შესახებ ჰაკერები youtube-სა და Twitter-ზე ავრცელებენ. ჯგუფის განცხადებით, ისინი საერთაშორისო ჰაკერული ჯგუფის Aonymous-ის წევრები არიან.  შეგახსენებთ, ჰაკერთა  ჯგუფი Anonymous-ი,  ვირტუალურ სამყაროში ცნობილი, სხვადასხვა, საიტებზე კიბერშეტევებით არიან.

ჩვენ ვართ „ანონიმები“, ჩვენი სახელია ლეგიონი! ჩვენ არავის ვპატიობთ და არაფერს ვივიწყებთ, გველოდეთ! - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვას გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. ექსპერტების აზრით ჰაკერული თავდასხმის  აცილება თითქმის შეუძლებელია. „ჩვენი სამთავრობო საიტების თავდაცვის სისტემა სრულიად ჯანსაღია. მასზე ძალიან ჭკვიანი ხალხი მუშაობს და ამაზე  ბევრი ფულიც იხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის შესახებ ცნობილია მისი თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ ვიცით რა სახის კიბერშეტევაზეა საუბარი“,-აღნიშნავენ ექსპერტები.