საინტერესო ფაქტები პოკერის მოყვარულთათვის

საინტერესო ფაქტები პოკერის მოყვარულთათვის

 

მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც აზარტული თამაშების მოყვარულთა რაოდენობა  დღითი-დღე იზრდება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პოკერები, როგორც „ლაივ პოკერი“ ინტერნეტსივრცეში, ასევე თამაში კლუბებსა თუ კაზინოებში.

მიუხედავად ამ თამაშების მიმართ მილიონობით ადამიანის  სიყვარულისა, „პოკერდამოკიდებულების“  უმრავლესობამ, ცოტა რამ  თუ იცის იმ ფაქტების შესახებ, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

დავიწყოთ პოკერის სახელის  წარმოშობით, რომელზეც დაზუსტებული ინფორმაცია დღემდე არ არსებობს. პოკერის წესებსა და სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით კამათი ისევ მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, თამაშის სახელწოდება გერმანული სიტყვიდან pochen მოდის, რაც კაკუნს ნიშნავს. პოკერი, როგორც თამაში უკვე  500 წელზე მეტია რაც არსებობს. იგი  ევროპაში წარმოიშვა, თუმცა პოკერის წესები მაშინ,  განსხვავებული იყო. დროთა განმავლობაში წესები დაიხვეწა. პირველი წერილობითი მასალა პოკერის წესების შესახებ გვხვდება მსახიობ ჯო კაუელის მემუარებში, რომელიც 1829 წელს დაიწერა. დღეისთვის მსოფლიოში პოკერის თამაშის 130-ზე მეტი სახეობა არსებობს.

ცნობილია, ისიც რომ 1834 წლიდან  პოკერის თამაში 54 კარტიანი დასტით დაიწყეს.  თავის მხრივ, კარტი  პირველად   ქრისტეს შობამდე 900 წელს აზიაში გამოიგონეს. ძველად ყველაზე მაღალ კარტად მეფე ითვლებოდა. ტუზი, კი ყველაზე დაბალი კარტი იყო.

არის მოსაზრება, რომ კარტის დასტას  რაღაც მეტაფიზიკური მნიშვნელობა აქვს. მოსაზრების მიხედვით, 52 კარტი განასახიერებს წლის 52 კვირას, 4 ფერი- წელიწადის დროებს,  ერთი ფერის 13 კარტი-მთვარის ციკლის 13 ფაზას. თუ ამ ყველა მნიშვნელობებს შევკრებთ, გამოვა 365, როგორც წელიწადის დღეები. ხოლო თუ დავუმატებთ ჯოკერს, გამოვა 366- ნაკიანი წელიწადის დღეები.

დავუბრუნდეთ პოკერს, იცით თუ არა, რომ 52 კარტიანი, სტანდარტული კარტის დასტიდან შესაძლებელია, რომ პოკერის 2,598,960 კომბინაცია შეგროვდეს.

1994  წელს ამერიკელმა ალექს ჰემსტრიმ ლას-ვეგასის, ერთ-ერთ, კაზინოში (The Mirage) ზედიზედ ორჯერ შეაგროვა როიალ ფლეში. იმის ალბათობა, რომ როიალ ფლეშს ზედიზედ ორჯერ შეაგროვებ, ტოლია იმის ალბათობისა, რომ მაიმუნს დასვამ როიალთან და ის ამონარიდს მთვარის სონატადან 3 წუთის განმავლობაში უშეცდომოდ დაუკრავს.

როგორც წესი, კაზინოში ყოველი 15 წუთის შემდეგ კარტის დასტას თამაშის შეუჩერებლად ცვლიან. რაც შეეხება ფიშკებს, მათი ზომა ყოველთვის შეუცვლელია. დიამეტრი 39მმ-ი, წონა 4გ-მსუბუქი ფიშკა, 5-დან 9 გრამამდე-საშუალო,11,5 გრამი-მძიმე ფიშკა, ხოლო 13 გრამის ზემოთ-სუეპრ მძიმე ფიშკა. ჩვეულებრივად კაზინოებში ფიშკის სტანდარტული წონა 11,5 გრამია. როგორც წესი,  ფიშკების ფასს მისი წონა განსაზღვრავს.

პოკერი ამერიკის ნაციონალურ თამაშად ითვლებოდა.  ამერიკაში ის დღესაც  ყველაზე პოპულარული თამაშია.  ამერიკის შეერთებული შტატების 43 პრეზიდენტიდან 19 პოკერს თამაშობდა. 37-ე პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს კი, განსაკუთრებით უყვარდა პოკერი. რიჩარდმა ზუსტად პოკერის დახმარებით შეაგროვა საჭირო თანხა წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, პოკერში მოგების მიზეზი, ის კი არ არის, თუ რამდენად კარგად ითამაშებ, არამედ ის, რომ გქონდეს უნარი მოწინააღმდეგე შეცდომაში შეიყვანო. ამბობენ, რომ პოკერს ჭუჭყიან ტანსაცმელში თუ ითამაშებ წარმატებას მოგიტანს, ხოლო პოკერის თამაშზე ძაღლის დასწრება ცუდის ნიშანია.

რაც შეეხება, ყველაზე დიდი ფულად პრიზს პოკერში 12,000,000, დოლარია და ის 2006 წელს World Series of Poker-ში ჯეიმი გოლდმა 8772 მოთამაშის დამარცხების შემდეგ მოიგო.

WSOP -მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ტურნირია. ის ყოველ წელს  ლას-ვეგასში ტარდება. ტურნირი ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება და 50-ზე მეტი პატარა ტურნირისგან შედგება. ტურნირის გამარჯვებული ჯილდოვდება პოკერის სამაჯურით.  World Series of Poker - ი მთავრდება „მთავარი ტურნირით“ Main Event პირველადი შენატანით 10 000 დოლარი. WSOP-ის 11 ოქროს სამაჯურის მფლობელია ფილ ხელმუტი, რომელიც მსოფლიო რეკორდს ამყარებს.

პირველი მასშტაბური პოკერ ტურნირი  1968 წელს ჩატარდა. ტურნირს  The Texas Gamblers Reunion ერქვა, ის World Series of Poker  პირველ ტურნირად ითვლება და მასში გაიმარჯებული კრენდელ ადინგტონია.

რაც შეეხება, პირველ ოფიციალურ ტურნირს, 1970 წელს Benny Binion-ის ინიციატივით ჩატარდა. ტურნირი სასტუმრო Benny Binion’s Horseshoe- ში ერთი კვირა გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას მხოლოდ 7 მოთამაშე იღებდა.  გამარჯვებული Johnny Moss-ი გახდა. სწორედ მან მიიღო პირველად ვერცხლის თასი და მსოფლიო ჩემპიონის წოდება პოკერში. ამის შემდეგ ტურნირს World Series of Poker დაერქვა.