ავსტრალიელმა მილიარდელმა გადაწყვიტა ტიტანიკის ანალოგი შექმნას. როგორც მილიარდელი კლაივ პალმერ იუწყება, ლაინერის ოკეანეში გაშვება 2016 წლისათვის იგეგმება.
პალმერმა აღნიშნა, რომ გემის კოპიოს აშენება 2013 წლის ბოლოს დაიწყება. ახალი „ტიტანიკის“ ინტერიერი ზუსტად ძველის ანალოგიურად იქნება მოწყობილი. განსხვავებული იქნება შიდა ტექნოლოგიური მოწყობილებები. გემი მთლიანად აღიჭურვება თანამედროვე მართვის ტექნოლოგიებით, ნავიგაციის ახალი სისტემითა და უსაფრთხოების მაღალი ნორმებით.
ლაინერი პირველ რეისს 2016 წელს განახორციელებს, მარშუტით ლონდონი ნიუ-იორკი.
ავსტრალიელი მილიარდელი, კლაივ პალმერი ქვანახშირის მსხვილი მწარმოებელია. აქამდე ის დაკავებული იყო ტურიზმის სფეროში. პალმერი მფლობელია ლუქსის კლასის კურორტისა კვინსლენდში. ამასთან ერთად, მილიარდელი ბიზნესის გაზრდის პარალელურად საკურორტო ლაინერების მთელი ფლოტის შეძენას გეგმავს.
წელს, ლეგენდარული საზღვაო ლაინერის, ტიტანიკის ჩაძირვიდან 100 წელი შესრულდა. საუთჰემპტონიდან ნიუ იორკში მიმავალი ლაინერი, ატლანტის ოკეანეში, აისბერგის დაჯახების შედეგად, 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძირა. მემორიალური თარიღის აღსანიშნავად საუთჰემპტონის პორტიდან და ნიუ იორკიდან ორი საკრუიზო ლაინერი გავიდა და ერთმანეთს ტრაგედიის ადგილზე შეხვდა. მგზავრებმა ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ 1500-ზე მეტ ადამიანს პატივი მიაგეს.