„ცოცხალ თოჯინა” ,- რობოტი Geminoid F ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს. მას შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს, იღიმება, მღერის, გამოხატავს დამცინავ მიმიკებს. ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ რეზინის კანის ქვეშ განლაგებული მექანიკური სტიმულატორები. ქალის ფორმის Geminoid F-ს შეუძლია წარბები აწიოს, პირი ამოძრავოს, თუმცა უფრო ხშირად გაოცების მსგავსი გამომეტყველება აქვს. ის უკრავს, წინასწარ ჩაწერილ სიმღერებს ან, იმეორებს სხვა ადამიანთა ხმებს.
რობოტის მექანიზმი აღჭურვილია 12 მოტორიზებული სტიმულატორით, რომლებიც ენერგიას ჰაერის წნევით იღებენ. ამის მეშვეობით Geminoid F ადამიანთა სახის გამომეტყველებებს „აკოპირებს“.
რობოტის შემქმნელია,დასავლეთ იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში მოღვაწე, რობოტების ცნობილი დიზაინერი ჰიროში იშიგურო. როგორც თავად აღნიშნავს, მისი მიზანი ისეთი რობოტის შექმნაა, რომელიც ადამიანის მაქსიმალურად ზუსტი ასლი იქნება.
„შესაძლოა, სულ რაღაც რამდენიმე თვე გვაშორებდეს იმ პერიოდამდე, როცა მომღერალთა ჯგუფებსა და ახალბედა მსახიობებს რობოტები ჩაანაცვლებენ. ერთ დღესაც რობოტები გაგვაცურებენ და ისინი ადამიანში აგვერევა. რა არის ადამიანი? თუ შეიძლება, მომეცით განსაზღვრება და ჩვენ მის ასლს შევქმნით“.-ამბობს ჰიროში იშიგურო.
მრავალფუნქციურმა Geminoid F-მა ჰონგკონგში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჩინეთის მოსახლეობაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
Geminoid F-ის ღირებულება „სულ რაღაც“ 110 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. შემოსულ თანხას იშიგურო რობოტების ტექნოლოგიის დახვეწა-გაუმჯობესებას მოახმარს.