„არჩევნებზე მილიონობით გაუკონტროლებელ ხმას მივიღებთ“

„არჩევნებზე მილიონობით გაუკონტროლებელ ხმას მივიღებთ“

„არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ქრისტიან-დემოკრატების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემთხვევაში სავსებით რეალური ვარიანტია, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერი უცხოეთის მოქალაქეები გახდნენ“, - განაცხადა  საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა:

- მსოფლიოში არსად არსებობს პრაქტიკა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მონაწილეობა მიიღოს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო არჩევნებში. ამან ქვეყანა კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს.

თქვენ კატასტროფა ახსენეთსაერთაშორიოს გამჭვირვალეობა საქართველო კი ლაპარაკობს ამცვლილებით მოსალოდნელ ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხეზეკონკრეტულად რა საფრთხეებია მოსალოდნელი?

- მოქალაქეობის ინსტიტუტი სხვა ბევრ რამესთან ერთად გულისხმობს, რომ მოქალაქე შეიძლება ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაისაჯოს. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს პარლამენტში აირჩიეს ესპანეთის მოქალაქე, რომელიც მხოლოდ სესიების დროს ჩამოვა საქართველოში და არ იქნება არანაირად ანგარიშვალდებული საქართველოს იურისდიქციის წინაშე. მან შესაძლოა, საქართველოში ჩაიდინოს დანაშაული და ისე დატოვოს საზღვარი, რომ მის მიმართ ვერ განხორციელდეს მართლმსაჯულება.

თუ პიროვნება  ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა, ავტომატურად არ ნიშანავს, რომ ის საქართველოს პატრიოტი იქნება. გარდა ამისა ამ ინიციატივაში სერიოზული დისკრიმინაციაა. საქართველოში დაბადებულ ადამიანებს, რომლებიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ცხოვრობენ, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ანალოგიური უფლება? რატომ ხდება მოქალაქობის პრინციპით ჩვენი თამამემამულეების გადასინჯვა? განა არ შეიძლება, რომ პიროვნებამ მიიღოს რუსეთის მოქალქოება, მაგრამ საქართველოს პატრიოტი მეტად იყოს, ვიდრე ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მოქალაქე? 

პარლამენტის ინსტიტუტი ცნობს ისეთ კომისიებს, რომელსაც უფლება აქვს გაეცნოს ქვეყნის საიდუმლო ინფორმაციას. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს და სხვა გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციას. გაუგებარია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქემ მოიპოვოს ჩვენი ქვეყნისთვის გასაიდუმლობული ინფორმაცია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან რთულია საქართველოდან უცხოეთში მცხოვრები პიროვნების შესწავლა.

როგორ უნდა დაადგინოთ პიროვნება, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქე, თანამშროლობს თუ არა იმ ქვეყნის სპეცსამსახურებთან?

შს სამინისტრო ფილმებს გვიჩვენებს, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შემჩნეულნი ყოფილან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. გვაქვს გარანტია, რომ ასეთი ინიციატივის დაკმაყოფილების შემდეგ პირებს, რომელიც დაბადებით იყო საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არ გადაიბირებენ და არ ჩანერგავენ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში?

ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც პარლამენტში აირჩევენ, შესაძლოა, თავის ქვეყანაში  სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს. მას შემდეგ რაც ის საქართველოს პარლამენტის წევრი გახდება, მას დეპუტატის იმუნიტეტი დაიცავს. სამართლებრივი ნონსენსია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე დაცული იყო ჩვენი ქვეყნის დეპუტატის იმუნიტეტით. როგორ შეიძლება ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას უარი უთხრა მისი მოქალაქის სისხლის სამართლებრივ დევნაზე იმის გამო, რომ ეს პირი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატია? ასეთ სამართლებრივ ნონსენსებს შესაძლოა, ბევრი პრობლემა მოჰყვეს. 

ევროპის რიგ ქვეყნებში მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია თუკი ამავე ქვეყანაში დიდი რაოდენობის ქონებას დაარეგისტრირებ. ამ გზით შესაძლებელია რომელიმე მტრული ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტმა მიიღოს ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეობა და მერე საქართველოში იყაროს კენჭი უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე და სხვა ქვეყნის დირექტივებით იხელმძღვანელოს.

დღეს, როდესად ძალიან მოდურია ლაპარაკი, რომ რუსეთი გეგმავს ჩვენ წინააღმდეგ აგრესიას, რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ „ეფ-ეს-ბემ“ თავის აგენტს მიაღებინოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მოამზადოს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პოსტის დასაკავებლად და ეს ყველაფერი შეიფუთოს ლამაზი ლეგენდით. „ეფ-ეს-ბეს“ მომზადებული აგენტი ასეთივე წარმატებით შეიძლება გახდეს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ხომ სრული ნონსენსი და სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის?!

ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ გვაქვს მისწრაფება და დამისახელებს ვინმე ისეთ პრეცედენტს, რომ საფრანგეთის მოქალაქეს მისცენ უფლება გერმანიის ბუნდესტაგში აირჩიონ? არ მიცემენ, თუნდაც ეს პიროვნება ეროვნებით გერმანელი იყოს. თვითონ ევროკავშირი, რომელიც კონფედერაციაა, არ არის შეთანხმებული ერთიან კონსტიტუციაზე. მათზე მეტად დემოკრატიულად თავის წარმოჩენა ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპვა იქნება. ჩვენ იმ პროვინციელი გოგონასავით ვიქცევით, რომელიც ქალაქში ჩამოსვლის მერე სხვებზე მოკლე კაბას იცმევს და იმდენად მკვეთრ მაკიაჟს იკეთებს, რომ ფუფალას ემსგავსება.

კანონი მოქალაქეობის შესახებ იმიტომ არსებობს, რომ ამ კანონის თანახმად მიენიჭოს ადამიანს ის უფლებამოსილება და პრივილიეგია, რაც ამ ქვეყნისთვის არის მისაღები. ევროკავშირის ქვეყნები სხვა ქვეყნის მოქალაქეს აძლევენ  ოფიციალურად ცხოვრების უფლებას, მაგრამ არ ანიჭებენ უფლებას აირჩიონ ვინმე ან თავად იყვნენ არჩეულები. ამ ქვეყნების კანონმდებლები იმ მოსაზრებიდან გამოვიდნენ, რომ მათი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში  და მით უმეტეს,  უმაღელესი თანამდებობის პირები მათი ქვეყნების მოქალაქეები უნდა იყვნენ.

მე იმის წინააღმდეგიც ვიყავი, როდესაც ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. რისთვის გვინდა საქართველოს მოქალაქეობა, რომ საქართველოში გადავიხადოთ გადასახადები და სხვა არაფერი? რა ფასეულობა აქვს და სხვა რა პრივილეგიას გვანიჭებს საქართველოს მოქალაქეობა, თუკი სხვა ქვეყნის მოქალაქეც იქნება უფლებამოსილი ისარგებლოს საარჩევნო უფლებით?

მოვისმინე მსჯელობარომ ამ ცვლილებით შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტი გახდეს  ფრანგი ან გერმანელირომელიცსაქართველოში 10 წელი იცხოვრებსრატომ არ მოხდა იმ საფრთხეების გათვლარაზეც თქვენ ბრძანებთ?

- ამ საკანონმდებლო ცვლილებით ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. რისი გათვლა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს გაეთვალათ? საქართველოს პარალამენტის ბევრი გადაწყვეტილება ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. ეს საკონსტიტუციო ცვლილება იმისთვის მოიფიქრეს, რომ არ უნდოდათ ეჩვენებინათ დავმარცხდით და ივანიშვილს მოქალაქეობა აღვუდგინეთო. ამავე დროს საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენეს - ივანიშვილს მართალია, მოქალაქეობა არ აღვუდგინეთ, მაგრამ კენჭისყრის უფლება მივანიჭეთო. ეს ინიციატივა გათვლილი იყო იმაზე, რომ მას ყველა დადებითად მიიღებდა, რომ საზოგადოება მას აღიქვამდა ივანიშვილისთვის გზის გახსნად და შემდეგ დაწყებოდა ლაპარაკი, - თუ პირს პასიურ სარჩევნო უფლებას (უფლება, რომ ადამიანი აირჩიონ ნებისმიერ არჩევით თანამდებობაზე) აძლევთ, რატომ არ აძლევთ აქტიურ სარჩევნო უფლებასო (უფლება, რომ ადამიანმა აირჩიოს ნებისმიერი კანდიდატი და არჩევნებში მისცეს ხმა),   მაგრამ ამ ინიციატივის ავტორებს მოლოდინი არ გაუმართლდათ.

უცხოეთის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება რამდენიმე ასეული ათასი საარჩევნო ხმაცაა

- დიახ, ვერავინ გააკონტროლებდა როგორ მოხვდა ესა თუ ის ადამიანი საარჩევნო სიაში. მით უმეტეს, რომ შს სამინისტრო აცხადებს მხოლოდ 2007 წლიდან გვაქვს იმ ადამიანების ბაზა, რომელთაც საქართველოს ტერიტორია დატოვეს. მანამდე საქართველოდან წასულების ბაზა არ არსებობს. ეს დიდ ქაოსს და პრობლემას შექმნიდა ცესკოში სუბიექტის რეგისტრაციის დროს. 

არსამთავრობოები აცხადებენრომ ამ საკანონმდებლო ინიციატვის უკან გათხოვის საკითხს დააყენებენ.

- ამ ინიციატივის გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ხელისუფლება. მათ გათვლა ჰქოდათ, რომ საზოგადოება აღფრთოვენებით შეხვდებოდა ამ ინიციატივას, რეალურად კი, მან ის ადამიანიც ვერ არაფრთოვანა, ვის გამოც მოხდა ამ ცვლილების ინიცირება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუჭირდება ამ ინიციატივის პოპულარიზაცია. 

წინასწარ ვაცხადებ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები  იქნება არალეგიტიმური თუკი პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ქართველ მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი,  მიეცემა უფლება ხმა მისცეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირს, რადგან ამას მოჰყვება ბევრი უკონტროლო ხმა. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პრობლემაა იმის გამო, რომ ვერ გაურკვევიათ ერთ მისამართზე რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისსა თუ რომელიმე სხვა ქალაქში და როგორღა გაიკვევა საფრანგეთსა თუ ბელგიაში მცხოვრები ქართველი რამდენად სწორად მოხვდა საარჩევნო სიაში?  

აქვე გეტყვით ერთ საგულისხმო ფაქტსაც. სანამ ეს ინიციატივა  ქდმ-ისაგან გახმაურდებოდა და მას მხარს დაუჭედა „ნაციონალური მოძრაობა“, ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მინიჭებოდათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, რაზეც კატეგოტიული უარი განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. ორ თვეში კი ხდება უცნაური მეტამორფოზა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს არათუ აგიტაციის, არამედ მაღალი თანამდებობის დაკავების უფლებას ანიჭებენ. ასევე ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ არჩევნების დაფინანებას, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისცემ უფლებას კენჭი იყაროს, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საშუალებაც უნდა მისცე. ამ ცვლილების შემდეგ რა ფული შემოვა საქართველოში და საიდან, ვერავინ გაიგებს.