მაისში ავსტრალიაში სამი ბრიტანელის სასამართლო პროცესი გაიმართება.ბრიტანელ ტურისტებს ბრალი, ავსტრალიის ზოოპარკში უკანონოდ შესვლასა და პინგვინის მოპარვაში ედებათ.
საქმე იმაშია, რომ თავქარიანი ბრიტანელი ტურისტები, ღამე ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის ზოოპარკის ტერიტორიაზე შეიპარნენ და აუზში ცურვას დელფინებთან ერთად შეუდგნენ, მათთან დროის სასიამოვნოდ გატარების შემდეგ, ზოოპარკის ტერიტორია დატოვეს, თუმცა რატომღაც მოუნდათ, რომ თან პინგვინი წაეყვანათ.
დილით ბრიტანელებმა გააცნობიერეს თავის დანაშაული და შეეცადნენ დაეფარათ ის. პინგვინი უახლოეს პარკში მიიყვანეს და დატოვეს. პარკში პინგვინის სიცოცხლეს საფრთხე, ჯერ მტაცებელმა თევზებმა, შემდეგ კი, ძაღლებმა შეუქმნეს. პინგვინი ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გამოძახებულმა, ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, რაც ერთ-ერთმა ბრიტანელმა მომხდარი, თავის მეგობრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა. ის ამ ქმედებას ხუმრობას უწოდებდა და სულაც არ აღელვებდა პინგვინის შესაძლო ბედი.